კვიპროსული მედია: გიორგი ლორიამ "ანორთოსისთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
კვიპროსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ ფამაგუსტის "ანორთოსისთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი.

cyprustimes-ის მიხედვით, კლუბსა და მეკარეს შორის 1+1 ტიპის კონტრაქტი გაფორმდა, ხოლო დანარჩენი დეტალები უცნობია.

გიორგი ლორია, რომელიც ბოლოს გერმანულ "მაგდებურგში" თამაშობდა, ცოტა ხნის წინ დაემშვიდობა კლუბს. ახლა კი გიორგი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშია და გიბრალტარისა და დანიის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება.

შეგახსენებთ, ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გახლავთ. ქართველ მწვრთნელს გუნდში თორნიკე ოქრიაშვილის მიყვანაც სურს. ამ ეტაპზე, "ანორთოსისში" სამი ქართველია: ნიკა კაჭარავა,
ბექა მიქელთაძე და უკვე გიორგი ლორია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მეორე დვალიშვილია რა. ეგ რომ დგება კარებში, უკვე ვიცი, რომ წაგებული გვაქ. მაკარიძე ათი თავით სჯობს, მარა ვაისას უყვარს.
ვასო
15:19 03-06-2019
9
სადაც მივიდა ყველა გუნდი გავარდა ჩემპიონატიდან
გუგა
17:12 03-06-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული