საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩში პოდგორიცაში მონტენეგროს დაუზავდა - 0:0.
ჩერნოგორიელთა ფეხბურთის ფედერაციის საიტი იუწყება, რომ ორივე გუნდმა არაერთი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მატჩი მაინც უგოლოდ დასრულდა.
საქართველო: ჩოჩიშვილი (სანიკიძე 80), კერელეიშვილი, ძოწენიძე, ბურჯანაძე, გაბიტაშვილი, ფურცელაძე (ბუიღლიშვილი 80), ივანიაძე (ტაბატაძე 61), დარცმელია (ნიკოლაშვილი 80), მუსელიანი (კიტეიშვილი 74), ვარძელაშვილი (შეწირული 27), შეყილაძე (ბაბუნაძე 46)
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე