გიბრალტარის მწვრთნელი: ჩვენი წარმოდგენა თქვენს გუნდზე ისეთივე მდიდარია, როგორიც თქვენი ჩვენზე

AutoSharing Option
6 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩამდე ერთი დღით ადრე, საქართველოსა და გიბრალტარს შორის, სტუმართა გუნდის თავკაცმა ჟულიო სეზარ რიბასმა პრესკონფერენცია გამართა.

მან მოახლოებულ მატჩსა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.

"ჩვენი მთავარი მიზანია, გუნდმა კარგად ითამაშოს. ჩვენი წარმოდგენა თქვენს გუნდზე ისეთივე მდიდარია, როგორიც თქვენი ჩვენზე. ძალიან მომწონს საქართველოს ნაკრები, ძლიერი გუნდია. მათი რამდენიმე მატჩი მაქვს ნანახი და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

მე არ მიყვარს ფავორიტებზე საუბარი. ძალიან მომწონს ირლანდიის, დანიის, შვეიცარიის და საქართველოს გუნდები.

მე ძალიან მომწონს საქართველოს ნაკრები და
ვინმეს გამოყოფა არ მსურს. ამ გუნდში ყველა პოზიციაზე ძლიერი მოთამაშეები თამაშობენ. ჩვენს ტაქტიკაზე კი მატჩამდე საუბარი არ მსურს, ყველაფერი ხვალ გამოჩნდება", - განაცხადა რიბასმა.

საქართველოსა და გიბრალტარის ეროვნული ნაკრებების მატჩი 7 ივნისს, 20:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.

altსაქართველოს ნაკრები უკვე სრული შემადგენლობით ემზადება

altოთარ კიტეიშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დანიასთან რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ



Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიბრალტარმა შეგვაქო და ჭკუაზე აღარ არიან ყველა პოზიციაზე მაგარი ფეხბურთელები საქართველოს არა საფრანგეთს ყავს საქართველოს მარცხენა ნახევარმცველი ყავს მაგარი რომელიც ტრავმირებულია და ცენტრალური მცველი ყავს მარტო კარგი კვირკველიას სახით დანარჩენებს სირბილი ეზარებათ
ტოტტი
13:00 06-06-2019
7
თავაზიანი ტრენერი ყოფილა, მაგრამ ვერ გავიგე საფრანგეთის ნაკრებზე საუბრობდა თუ, საქართელოს ნაკრებზე?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული