საქართველოს ნაკრები უკვე სრული შემადგენლობით ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის მესამე ოფიციალური მატჩისთვის 26 ფეხბურთელთან ერთად ემზადება.

ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში მყოფი რამდენიმე მოთამაშე ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მათ შორის: საბა კვირკველია, გიორგი ნავალოვსკი და გიორგი პაპუნაშვილი.

გიორგი აბურჯანია,რომელიც საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდა, ნაკრებს უკვე შეუერთდა და დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა. მატჩამდე ბოლო ვარჯიშს კი საქართველოს ნაკრები კვლავ ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე გამართავს.

6 ივნისის განრიგი
10:00. გიბრალტარის ნაკრების ვარჯიში ("დინამო არენა")
12:15. გიბრალტარის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია ("დინამო არენა")
13:00. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
("დინამო არენა")
18:00. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში (ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზა)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

altოთარ კიტეიშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დანიასთან რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ


მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაკარიძე, დვალი-გრიგალავა-კანკავა, პარუნაშვილი-აბურჯანია, ხარაიშვილი-კვარაცხელია-კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე-ელგუჯა ლობჟანიძე.3-5-2 ან ტუ გნებავთ 3-2-3-2. შეიძლება იგივე შემადგენლობა და 3-3-3-1, ტუ გნებავთ 3-6-1 დაარქვით, ფორვარდათ ორივე შემთხვევასი ელგუჯა, რადგანაც აქებს და მოსწონს. ყველა შემტხვევაში ახალ სასტავს დააყენებს, რახან ვაწვებით ძაან, მარა აურევს პოზიციებს, როგორც მაშინ და იტყვის არ გაამართლაო და დანიასთან ისევ ძველებს სეყრის, თორე ნახავთ. მარა რატო შვება ამას, ვერაფრით გავიგე
iaSha
22:43 06-06-2019
0
Makaridze, khocholava kvirkvelia grigalava kankava kharaishvili kiteishvilo kvaracxelia kvekeskiri arveladze lobjanidze 3-1-3-2-1
Va-Le
17:39 06-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული