საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საბერძნეთთან 0:3 დამარცხდა

AutoSharing Option
6 ივნისს, ამხანაგურ მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ათენში, "რიზოუპოლის" სტადიონზე საბერძნეთთან 0:3 დამარცხდა.

30-ე წუთზე მარიოს ვროუსაიმ მასპინძლები დააწინაურა. ამის შემდეგ, 5 წუთში ვანგელის პავლიდისმა პენალტით მეორედ დაამწუხრა ჩვენი გუნდი, ხოლო მე-60 წუთზე იოანის ოიკონომიდისმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველო: გუგეშაშვილი, კობოური, ლოჩოშვილი, ფაცაცია, ნინუა, ქოჩორაშვილი, ლაკვეხელიანი, არაბიძე, მალი, კოხრეიძე, ბუღრიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ნებიერიძე, სილაგაძე, სპანდერაშვილი, კუცია, სამურკასოვი, ძებნიაური, დავითაშვილი

10 მაისს გია ცეცაძის შეგირდები ამხანაგურ მატჩში, ასევე გასვლაზე, სლოვენიას შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ურიგო შემადგენლობა არაა და რა დაემართათ?:(((
emigranti
01:27 07-06-2019
1
ცოტა ნასვამები იყვნენ!
zurab
08:26 07-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული