საქართველო VS გიბრალტარი - უნდა მოვიგოთ, თუმცა სიურპრიზებს ვუფრთხილდეთ

AutoSharing Option
დღეს, 7 ივნისს, 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩში გიბრალტარს უმასპინძლებს.

პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" წარმოგვიდგენს.

ჩვენი გუნდი ამ მატჩში უდავო ფავორიტია, თუმცა გიბრალტარს სიურპრიზების შეთავაზება უყვარს.

ის, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჩვენთვის ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოსამზადებელი ეტაპია, თვითონ ვლადიმირ ვაისმაც არაერთხელ აღნიშნა.

ამ მომენტისთვის "ჯვაროსნებს" 2 შეხვედრა აქვს გამართული და ორივეში დამარცხდა, თან ისე, რომ გოლის გატანა ვერ მოახერხა - ჯერ თბილისში შვეიცარიასთან (0:2), შემდეგ კი სტუმრად ირლანდიასთან (0:1), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ
ეს გუნდები ერთა ლიგის მეტოქეებზე რამდენიმე თავით მაღლა დგანან.

საქართველოს ნაკრებს აუცილებლად სჭირდება პირველი გოლებისა და ქულების მოპოვება და დიდი ალბათობით, ეს დღეს მოხდება.

ახალი შემადგენლობა
მატჩის წინა დღეს ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა.

ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ გიბრალტართან მატჩში შანსი იმ ფეხბურთელებს მიეცემათ, რომლებიც სათამაშოდ ასი პროცენტით მზად არიან.

მისივე თქმით, დებიუტი ექნება 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომელიც, შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაშიც ვიხილოთ.

ტრავმების გამო ნაკრებს რამდენიმე წამყვანი შემტევი მოთამაშე აკლია - ჯანო ანანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, თორნიკე ოქრიაშვილი. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, არ არის ვაკო ყაზაიშვილიც.

ამას ემატება შეკრებაზე დაზიანებული გიორგი ქვილითაია; ბოლო დღემდე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა საბა კვირკველია, რომელიც სავარაუდოდ, არ ითამაშებს.

მცირე დაზიანება აქვთ გიორგი ნავალოვსკისა და დავით ხოჭოლავასაც.

თუმცა სხვა, ნაკლები პრაქტიკის მქონე მოთამაშეებისთვის ეს არის შანსი საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებისთვის.

ვაისმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ლევან მჭედლიძეს, შესაძლოა, 15-20 წუთი მიეცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ "ემპოლის" თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.

დიდი ალბათობით, სასტარტოში ელგუჯა ლობჯანიძე უნდა ვიხილოთ. ვაისის თქმით, ის სწორედ ისეთი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს დღევანდელ ტაქტიკას მოუხდება.

გიბრალტარის ნაკრები
გიბრალტარელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟულიო სეზარ რიბასმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მის გუნდში დანაკლისები არ არის.

რიბასს დიდი არჩევანი არ აქვს, თუმცა ის მოთამაშეები, რომლებიც აქამდე გადიოდნენ მოედანზე, ახლაც მის განკარგულებაში არიან.

გიბრალტარის ნაკრებისთვის ეს ტურნირის მეორე მატჩია. პირველ შეხვედრაში ირლანდიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

ამ 30 000-იანი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც უეფას წევრი 2013 წელს გახდა, სულ ორი მოგებაა, ორივე გასულ წელს ერთა ლიგაზე.

რიბასის შეგირდებმა ჯერ სომხეთს სძლიეს სტუმრად (1:0) და ჩვენი მეზობლების ჯგუფში ჩარჩენაში დიდი წვლილი შეიტანეს, შემდეგ კი ლიხტენშტეინი დაამარცხეს საკუთარ მოედანზე (2:1).

ფაქტები
  • საქართველოს ნაკრები გიბრალტარს ისტორიაში ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა (3:0, 4:0).
  • იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გაიმარჯვებს, ვაისს საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი მოგება დაუგროვდება (13 მოგება, 9 ფრე, 11 წაგება)
  • ამ მომენტისთვის სლოვაკს, თემურ ქეცბაიას და ალექსანდრე ჩივაძეს თანაბარი, 13-13 გამარჯვება აქვთ.
  • გიბრალტარის 31 წლის ფეხბურთელი ჟოზეფ ჩიპოლინა პირველია, ვინც ოფიციალურ მატჩში გაიტანა. მან გოლი სომხეთსაც გაუტანა და ლიხტენშტეინსაც.
  • გიბრალტარის ნაკრებმა სტუმრად ჩატარებული შეხვედრებიდან მხოლოდ ერთხელ (სომხეთთან მატჩში) შეინახა კარი მშრალად.

მატჩის დასრულებიდან 2 დღეში საქართველოს ნაკრები კოპენჰაგენში გაემგზავრება, სადაც დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

altვლადიმირ ვაისი: ამ მატჩში მხოლოდ ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები ითამაშებენ

altნიკა კვეკვესკირი: გვაქვს შანსი, ერთხელ და სამუდამოდ ავისრულოთ ოცნება

altგიბრალტართან საბა კვირკველია ვერ ითამაშებს, დავით ხოჭოლავა კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს

მკითხველის კომენტარები / 13 /
25 კაციდან 10 კაცი დისკომფორტს განიცდის, რომ ვერ მოვიგოთ ტავი უნდა იმართლოს მერე ვაისსმა ეს გვაკლდა ის გვაკლდა, ძალიან დაბალი დინეა , აგერ დანიის ნაკრების თავდამსხმელი ფორმაში არ არის ძირითადი ფეხბურთელი და გამოიძახა სხვა ფორვარდი, აა იმატ ყავთ შემცვლელი ფეხბურთელები და ჩვენ არ გვყავს, გვყავს მარა გამოუცდელები არიანო, ჯერ საფეხბურთო პენსიაზე უნდა გავიდნენ რომ გამოცდილება მიიგონ, ამ კაცს ვინმე ამოცმებს რამეს ხო არ ეცევა )))))
va-le
07 ივნისი 2019 18:38
0
ეს გუნდის ექიმის ბრალია, თუ ექიმი ყავთ
ლუკა
07 ივნისი 2019 23:14
0
მაკარიძე-კაკაბაძე,კვირკველია(ხოჭოლავა),დვალი,ხარაბაძე-კანკავა,აბურჯანია-ხარაიშვილი,კვარაცხელია,პაპუნაშვილი(ს.ლობჟანიძე)-არველაძე
ამ გუნდის ოპტიმალური შემადგელობა ჩემი აზრით, კვირკველია-პაპუნაშვილის თამაში საეჭვოა, ასევე შანსი ეკუთვნის მერებაშვილს-კიტეიშვილს-პარუნაშვილს თამაშიდან გამომდინარე თუ არ მისდის თამაში ფეხბურთელს შეცვლა გააკეთოს დროულად.
alex
07 ივნისი 2019 17:07
1
ერთი ჩაკვეტაძე არის კარგი ისიც დათარსეთ.სამწუხაროდ მართალია აგრეთვე, რომ გიბრალტარისნაირ გუნდთან(არავის არ შეურაცხვყობ) იმის ლაპარაკი გვქონდეს მოვუგებთ თუ ვერა.გირჩევნიათ პლანის წევას მოეშვათ და ფეხბურთი ითამაშოთ ზოგ-ზოგიერთბმა ნაკრებში.ამაზრზენია უკვე ეს ყველაფერი,არადა რამდენი ტალანტი გააფუჭა ფულზე დახარბებამ და დღევანდელი "ქართულ ფეხბურთულმა" მენტალიტეტმა.ძალიან სამწუხაროა
კარგით რა
07 ივნისი 2019 15:11
0
რას ამბობ შვილო მაგ სიურპრიზი ს იმედზე ვარ იქნება და მოვიგოთ!!
სპორტის დამსახურებული ვოსტატი
07 ივნისი 2019 13:19
4
პორტალ კომენტარებზე ლიმიტი გაქვს დაწესებული?
....
07 ივნისი 2019 13:15
0
მოგება მხოლოდ დამაჯერებელი, სხვა შედეგი უარყოფითი იქნება
irakli
07 ივნისი 2019 12:58
0
ჩემს კორპუსში უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს ვიდრე გიბრალტარში ერთად. სირცხვილია რა ასეთი დამოკიდებულება. სიურპრიზის შემოთავაზება არა გოგრა... ეს წინასწარ თადარიგის დაკავება რა პონტია? ამათაც თუ ვერ მოუგეს დაახვიონ მწვრთნელიან-ფეხბურთელებიანად ერთად ყველამ..დავიღალეთ რა ამდენი უნიათობით!
თაზო
07 ივნისი 2019 12:53
0
რა სურპრიზი, რის სურპრიზი, ქვეყანა 6 კვ.კილომეტრია, 30 ათასიანი მოსახლეობით სირცხვილია უბრალოდ...
goga
07 ივნისი 2019 12:28
1
კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფ ფეხბურთელებს რატომ იძახებთ? გამოიძახეთ ისეთები ვისაც უნდა და შეუძლია თამაში, გიბლარტართან თუ არ ათამაშებ ახალგარდებს აბა ვისთან უნდა ათამაშო?
a,
07 ივნისი 2019 11:49
2
ძალიან კარგია, რომ რეპორტაჟი იგეგმება და თანაც პირდაპირი, მაგრამ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს რატომ არავინ აშუქებს?!..
მ. ტ.
07 ივნისი 2019 11:12
2
ფეხბურთზე მაქვს საუბარი, პატივცემულო ფეხბურთის თავგადაკლულო ქომაგო, არაფერი გსმენია მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე?!... ბევრი დაგიკარგავს, მშვენიერი თამაშებია...
მ. ტ.
07 ივნისი 2019 13:07
0
რაგბი ტვ აჩვენებს ყველა თამაშს მსოფლიო ჩემპიონატის თან იდეალური ხარისხით, და არაა საჭირო რაგბის ვითომ დაჩაგრულ როლში გამოყვანა
აჩი
07 ივნისი 2019 12:17
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული