გადახალისებულ-გაახალგაზრდავებულმა საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი ჟამერაშვილის ფოტო

7 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი ტურნირის მესამე ტურში საკუთარ მოედანზე გიბრალტარი 3:0 დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რბილად რომ ვთვათ, უსახური სტარტისა და ორი წაგების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა გიბრალტარი დაჯაბნა და შესარჩევ ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები განახორციელა და ძალიან საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს ახალგაზრდები და ეროვნულ გუნდში დაბრუნებული გრიგალავა.

როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ, სტუმრები კი მთელი გუნდით ღრმა დაცვაში ჩადგნენ და უნდა ითქვას,
თავს ორგანიზებულად და უნარიანად იცავდნენ. ტემპი დაბალი იყო და ჩვენი გუნდი უხიფათოდ უტევდა. შორიდან დარტყმებით სცადეს გოლის გატანა არველაძემ და ხარაბაძემ, მაგრამ მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

ვაისმა მერებაშვილსა და კვარაცხელიას ფლანგები გაუცვალა და 30-ე წუთზე კვარაცხელიასა და კაკაბაძის ლამაზ კომბინაციას გვილიას მიერ მეტოქის კარის დალაშქვრა მოჰყვა. აუცილებლად აღსანიშნავია სხარტი და ტექნიკური 18 წლის კვარაცხელიას კარგი თამაში.

ტაიმის ბოლოს კი ბარმა კაშია მოატყუა, კანკავამ წააქცია და უოლკერის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ლორიამ ცხრიანიდან გამოაძრო. გადავრჩით!

შესვენების შემდეგ კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, პაპუნაშვილმა შეცვალა და მან 59-ე წუთზე გვილიას პასით მეორე გოლი გაუტანა გიბრალტარს. მეორე გაშვებულმა გოლმა მოწინააღმდეგის დაცვა არია, ჯვაროსნებს მათ კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ და გვილიამ ორი 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა.

76-ე წუთზე არველაძის დარტყმული ბურთი რ. ჩიპოლინას საჯარიმოში ხელზე მოხვდა და პენალტი თავად დაზარალებულმა უზადოდ შეასრულა - 3:0.

რა თქმა უნდა, გიბრალტარს ევროპის საშუალო დონესთან მიახლოვებული გუნდიც არა ჰყავს, მაგრამ გამარჯვება და მოპოვებული პირველი 3 ქულა თავისთავად სასიამოვნოა.

10 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიას შეხვდება.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - გიბრალტარი 3:0
გოლები: 1:0 გვილია (30), 2:0 პაპუნაშვილი (59), 3:0 არველაძე (76, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხარაბაძე, კაშია, გრიგალავა, კანკავა (მჭედლიძე 77), კვეკვესკირი, მერებაშვილი (კიტეიშვილი 72), გვილია, არველაძე, კვარაცხელია (პაპუნაშვილი 47)

გიბრალტარი: გოლდვინი, ჯ. ჩიპოლინა, სერჯანტი, ანეშლი (ბარნეტი 86), კასკიარო (პონსი 65), ბარდონი (კომბესი 77), უოლკერი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ერნანდესი, დე ბარი

altვლადიმერ ვაისი: პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში იყო ემოციები, დანიაში კვირკველია და ხოჭოლავა ვერ დაგვეხმარება

altგიბრალტარის მწვრთნელი: სომხეთთან გამოგვივიდა, საქართველოსთან - არა

altგიორგი ლორიამ სუპერსეივით საქართველოს ნაკრები გადაარჩინა [VIDEO]

altსაქართველოსა და გიბრალტარის მატჩისას მოედანზე გულშემატკივარი შევიდა და გიორგი მერებაშვილს გადაეხვია [VIDEO]


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 42 /
ძალიან ჩამოვრჩით ქართველები ფეხბურთში რა!!!
მოედანზე შევარდე და მაინცდამაინც მერებაშვილს ჩაეხუტო? :D
patrioti
08 ივნისი 2019 08:18
2
ძნელი თამაში იყო, საკმაოდ რთული მეტოქე გვყავდა, ფონს მხოლოდ ვაისის ტაქტიკურმა სვლებმა და ნაკრების ფეხბურთელების ინდივიდუალურმა ოსტატობამ გაგვიყვანა
dinamo
07 ივნისი 2019 22:00
41
კვარაცხელია ძალიან სუსტი ყოფილა,უბრალოდ გაპიარებულია ძალიან, ზარანდიასთან ახლოს ვერ მივა,,მაინც ჯიუტად არ იძახებს ეს ვაი მწვრტნელი ვაისი
roma
07 ივნისი 2019 22:39
34
90-იან წლებში "სარბიელში" იყო სტატია - "ქართული ფეხბურთი ფაფუ", დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, ფაფუ ფეხბურთის კომენტატორებიც, ჟურნალისტებიც, ფედერაციაც თავმოყვარეობაც...
goga
08 ივნისი 2019 11:33
1
კი მაგრამ ქართული გუნდი თუნდაც გიბრალტართან დრიბლინგს არ უნდა იყენებდეს? ერთად–ერთი გამონაკლისი მცველი კაკაბაძეა.
zurab
07 ივნისი 2019 22:42
4
მერებაშვილის ფასია ტრანსფერმარკეტზე 300 ათასი დოლარი.კიტეიშვილის ფასია 1,500 ათასი . ამ სხვაობას მაინც ეცი პატივი ვაის! ხარაიშვილი 800 ათასი,ლობჟანიძე 800 ათასი!
გიბო
08 ივნისი 2019 11:53
2
ეს უკვე საქართველოს ნაკრებია, ასეთი ნაკრებისთვის ღირს გულშემატკივრობა, ბიჭებო უძლიერესები ხართ
gio
07 ივნისი 2019 22:11
65
კვარაცხელია არარის ჯერ მზად ეროვნულ ნაკრებისტვის
roma
07 ივნისი 2019 21:59
41
ეროვნული ლიგიდან აარჩიე ვაისო ბოლობოლო ვინმე ახალგაზრდა ფლანგელი და ათამაშე მერებაშვილის ნაცვლად, ისიც კი უფრო საინტერესო იქნება ჩვენთვის, ვიდრე ეს ვეტერანი მერება!სირცხვილია ეს თქვენი სიჯიუტე!
gode
08 ივნისი 2019 11:48
4
... ქომაგ-გულშემატკივარიც ფაფუუუ ...
ფაფუ
08 ივნისი 2019 19:03
0
ყოჩაღ ბიჭებს მთელი სული და გული ჩადეს ამ გამარჯვებაში, აშკარად ეტყობა რომ ჩვენი ნაკრები უკვე იმსახურებს დიდ საფეხბურთო ტურნირებზე გამოსვლას!!! ერთა ლიგა უნდა მოვიგოთ, არანაირი ბელორუსი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები იქნება
irakli
07 ივნისი 2019 22:03
38
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული