გადახალისებულ-გაახალგაზრდავებულმა საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი ჟამერაშვილის ფოტო

7 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი ტურნირის მესამე ტურში საკუთარ მოედანზე გიბრალტარი 3:0 დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რბილად რომ ვთვათ, უსახური სტარტისა და ორი წაგების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა გიბრალტარი დაჯაბნა და შესარჩევ ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები განახორციელა და ძალიან საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს ახალგაზრდები და ეროვნულ გუნდში დაბრუნებული გრიგალავა.

როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ, სტუმრები კი მთელი გუნდით ღრმა დაცვაში ჩადგნენ და უნდა ითქვას,
თავს ორგანიზებულად და უნარიანად იცავდნენ. ტემპი დაბალი იყო და ჩვენი გუნდი უხიფათოდ უტევდა. შორიდან დარტყმებით სცადეს გოლის გატანა არველაძემ და ხარაბაძემ, მაგრამ მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

ვაისმა მერებაშვილსა და კვარაცხელიას ფლანგები გაუცვალა და 30-ე წუთზე კვარაცხელიასა და კაკაბაძის ლამაზ კომბინაციას გვილიას მიერ მეტოქის კარის დალაშქვრა მოჰყვა. აუცილებლად აღსანიშნავია სხარტი და ტექნიკური 18 წლის კვარაცხელიას კარგი თამაში.

ტაიმის ბოლოს კი ბარმა კაშია მოატყუა, კანკავამ წააქცია და უოლკერის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ლორიამ ცხრიანიდან გამოაძრო. გადავრჩით!

შესვენების შემდეგ კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, პაპუნაშვილმა შეცვალა და მან 59-ე წუთზე გვილიას პასით მეორე გოლი გაუტანა გიბრალტარს. მეორე გაშვებულმა გოლმა მოწინააღმდეგის დაცვა არია, ჯვაროსნებს მათ კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ და გვილიამ ორი 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა.

76-ე წუთზე არველაძის დარტყმული ბურთი რ. ჩიპოლინას საჯარიმოში ხელზე მოხვდა და პენალტი თავად დაზარალებულმა უზადოდ შეასრულა - 3:0.

რა თქმა უნდა, გიბრალტარს ევროპის საშუალო დონესთან მიახლოვებული გუნდიც არა ჰყავს, მაგრამ გამარჯვება და მოპოვებული პირველი 3 ქულა თავისთავად სასიამოვნოა.

10 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიას შეხვდება.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - გიბრალტარი 3:0
გოლები: 1:0 გვილია (30), 2:0 პაპუნაშვილი (59), 3:0 არველაძე (76, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხარაბაძე, კაშია, გრიგალავა, კანკავა (მჭედლიძე 77), კვეკვესკირი, მერებაშვილი (კიტეიშვილი 72), გვილია, არველაძე, კვარაცხელია (პაპუნაშვილი 47)

გიბრალტარი: გოლდვინი, ჯ. ჩიპოლინა, სერჯანტი, ანეშლი (ბარნეტი 86), კასკიარო (პონსი 65), ბარდონი (კომბესი 77), უოლკერი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ერნანდესი, დე ბარი

altვლადიმერ ვაისი: პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში იყო ემოციები, დანიაში კვირკველია და ხოჭოლავა ვერ დაგვეხმარება

altგიბრალტარის მწვრთნელი: სომხეთთან გამოგვივიდა, საქართველოსთან - არა

altგიორგი ლორიამ სუპერსეივით საქართველოს ნაკრები გადაარჩინა [VIDEO]

altსაქართველოსა და გიბრალტარის მატჩისას მოედანზე გულშემატკივარი შევიდა და გიორგი მერებაშვილს გადაეხვია [VIDEO]


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 42 /
ამ გიბრალტარს ირლანდიამ მხოლოდ ერთი ნოლი მოუგო
ლაშა
17:13 08-06-2019
6
დასაწყისში,არველაძეც და კვარაცხელიაც,აშკარად შებორკილები ჩანდნენ.კვარაცხელია მერე და მერე უფრო გათამამდა და გაიხსნა,სამწუხაროა,რომ ტრავმა მიიღო.მისი ნამდვილი თამაში,მეორე ტაიმში უნდა გვენახა.არველაძე კი უბურთოდ იყო დარჩენილი,ფლანგური პასები მეტწილად არაზუსტი იყო.როცა ბურთი მიიღო ერთხელ პენალტი გამოიმუშავა,ერთხელ კი საგოლე პასი მისცა გვილიას და მან რომ ვერ გაიტანა,ეს არველაძის ბრალი არ არის.მოედანზე საუკეთესო,ჩემი აზრით გვილია იყო,ყველაზე დიდი საფრთხე მისგან მოდიოდა.მისი პორველი გამოჩენა გამახსენა ნაკრებში.სასიამოვნოა ლევან მჭედლიძის ისევ გამოჩენა ნაკრებში,თუმცა ცენტრფორვარდის ადგილზე გამოსულს,არველაძისა არ იყოს,ბურთი არც მას მიუღია.ცენტრალური თავდამსხმელის ზონაში ერთადერთი კარგი პასი,კაშიამ გააკეთა პირველი ტაიმის ბოლოსკენ,როცა არველაძემ მცველი გაიყვანა და იქ კვეკვესკირი შევარდა,მაგრამ სამწუხაროდ მან კარგად ვერ დაარტყა.აქ საგანგებოდ ვაკეთებ აქცენტს კვარაცხელიაზე და უფრო მეტად არველაძეზე.ისინი დებიუტანტები არიან და მხარდაჭერა სჭირდებათ.ხვიჩას მიმართ დადებითი განწყობა იგრძნობა და ხალხი მხარს უჭერს,არველაძის მიმართ კი,რატომღაც მტრული დამოკიდებულებაა.ვატო ისეთ გუნდში თამაშობს,რომ მისი ნაკრების წევრობა,ბუნებრივად მოჩანს.კაჭარავა ფორმაში არ არის ,ქვილითაია ტრავმირებულია,მჭედლიძე საერთოდ ვერ შეეხო ბურთს.შეიძლება ამ პოზიციაზე საქართველოს ჩემპიონატიდან ეთამაშებინა ვინმე,მაგრამ მათი ფიზიკური მომზადება გიბრალტარსაც არ ეყოფოდა,ჩვენ კი დანიაშიც სათამაშო გვაქვს,თანაც ჩვენი ნაკრების თამაში სწორედ ასეთი სტილის ცენტრალურ თავდამსხმელზეა აგებული(იდეაში მაინც).
ამდენი კომენტარებია დადებული და ერთგან არ არის ნახსენები,რომ ნაკრებში საერთოდ არ არსებობს სტანდარტულ სიტუაციებზე გასაკეთებელი კომბინაციები.ჯარიმა,კუთხური,აუტი...ყველაფერი იმ წამს რომ თავში მოუვა ფეხბურთელს,ის კეთდება.ამდენი წელია ვაისი ნაკრებში და ეს საქმე კვლავ ნულზეა.მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებიც კი დაძაბულად მუშაობენ ამაზე,მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება ეს.
ვუყურე დანია ირლანდიას და დიდი ვერაფერი ითამაშა დანიამ,ირლანდიამ როგორც ყოველთვის,აქაც სტანდარტულიდან გაათანაბრა ანგარიში.დანიამ ბევრი მომენტი შექმნა,მაგრამ კარში ვერ არტყავდნენ,დაცვა ზონებს კარგად ჰფარავდა,მეკარეც დიდებულად თამაშობდა და არც უკან ჩამჯდარა ირლანდია,რადგან ხვდებოდნენ,რომ დაცვაში ჩამდგრები,აუცილებლად გაუშვებდნენ.ჩვენც ასე უნდა ვითამაშოთ,მაგრამ დანია ჩვენთან შეუდარებლად უფრო აგრესიული და შემტევი იქნება,მათ ხომ ირლანდიასთან მოსაგები თამაში ვერ მოიგეს და ჩვენთანაც მიყოლებით ვერ მოგება,მათთვის ჯგუფში მდგომარეობას,კრიზისულს გახდის.ასე რომ ძალიან დიდი პრესი ელის ჩვენს ბიჭებს და ვუსურვებ გაძლებას,ფიზიკურადაც და მორალურადაც.თუკი ირლანდიას ვერ მოუგეს,რატომ არ შეიძლება ჩვენც გავისროლოთ?თუნდაც ამ ექსპერიმენტული დაცვით.დანიის დაცვაც არ ჩანდა იდეალური და კონტრშეტევაზე დაჭერა, შესაძლებელი იქნება.
წარმატებები ჩვენს ბიჭებს
სოსო
14:52 08-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული