დანიის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ

AutoSharing Option
საქართველოსთან მატჩის წინ დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აგე ჰარეიდემ პრესკონფერენცია გამართა და მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ის, როგორც საკუთარ გუნდს, ასევე მოწინააღმდეგე ნაკრებსაც შეეხო:

"ვფიქრობ, ვინ ვათამაშოთ ცენტრფორვარდის პოზიციაზე. იუსუფ პოულსენი ერთ-ერთი ვარიანტია.

მშვენიერი ატმოსფეროა, ჯერ არ გვივარჯიშია. ირლანდიასთან კარგად ვითამაშეთ, კარგი განწყობა გვაქვს და იმედია, ორშაბათს გავიმარჯვებთ.

ჩვენ ვერ გამოვარჩევთ კონკრეტულ ფეხბურთელებს, მთლიან გუნდს ვაფასებთ.

მიგვაჩნია, რომ ქართველებს შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. თუ მათ დროს და სივრცეს მისცემ, იციან ამის გამოყენება. ისინი კარგად თამაშობენ შეტევაში".

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას
მოგვიანებით ჩაატარებს.

sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან


მკითხველის კომენტარები / 21 /
ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს გუნდი რომელიც მოუგებს, ლატვიას ლიტვას ესტონეთს , ყაზახეთს, ანდორას , ლუქსებურგს , სან მარინოს , მალტას, ფარერებს, გიბლარტარს, მოლდოვას, სომხეთს , ლიხტენშტეინს, კვიპროსს, აზერბაიჯანსაც .... კოსოვოს მაკედონიას და ბელარუსს თუ ვერ მოვუგეთ არ წავაგებთ მაინც წესით. მოკლედ რისი თქმა მინდა გავათვითცნობიეროთ რო ვართ იმ დონეზე რო. ამათი მოგება შეგვიძლია და ნუ ვილანძღებით მერე დანიას თუ ვერ ვეთამაშეთ მოსაგებად , მარტო იმ ელემენტარული და მნიშვნელოვანი მიზეზის გამო რომ იქ ლიგის ფინალისტები და ათასი ზვეზდები თამაშობენ , რომლებიც კიარ დარბიან დაფრინავენ ჩვენთან შედარებით.ისინი უბურთოდ რო დარბიან იმდენს ჩვენები ბურთიანად ვერ დარბის. ეს რეალობაა აქ გასატეხი არაფერია. მომავმის იმედით ვიყოთ და ხვალ დავტკბეთ იმ ერთი ორი ლამაზი მომენტით რასაც ჩვენები შექმნიან , თუ შევაგდეთ ხო საერთოდ ფეხზე დამდგარი დავუკრავ ტაშს მე პირადად
Emiri
10 ივნისი 2019 04:29
2
სერიოზულ მოწინააღმდეგედ არც კი განგვიხილავენ))))
soso
09 ივნისი 2019 19:55
2
შეტევაშიო?! დაცვა კი ბატონო მართლა კარგია, საყრდენებიც მუშაობენ გადასარევად აკეთებს კვეკვე და კანკავა თავის საქმეს. მაგრამ ჩვენ შეტევაში კარგი რა ნახა?!
K
09 ივნისი 2019 22:19
2
რაც კარგი იყო ისაც აღარ ჩანდა ამ თამაშში...
K
11 ივნისი 2019 15:24
0
ვაისი ხომ გვეკაიფება, ეხლა ესღა გვაკლდა, ამანაც დაგვიწყო კაიფი შეტევაში მაგრები არიანო
დავით 67
10 ივნისი 2019 04:34
2
როგორც ვიმსახურებთ, ისე დაგვცინიან.
მერე ირლანდია და მისი მწვრთნელი დაგვცინებს და ასე...
ზაზა
10 ივნისი 2019 11:12
0
მადლობა,რომ პატივს გვცემთ და ჩვენც ვხვდებით,რომ ისეთი დონის გუნდი როგორიც დანიაა 20 დან 1ის შანსი ალბათ არც გვაქვს.ვხვდებით,რომ შანსი 0ია და ამ კომენტარს ხუმრობით ვიღებთ.შეტევას რაც შეეხება იმედი მაქ ახალგაზრდები რამეს იზამენ, თორემ დავიქეცით და ეგაა.
კარგით რა
09 ივნისი 2019 20:54
0
" ქართველები კარგად თამაშობენ შეტევაში" ..............
Ilo
09 ივნისი 2019 21:06
1
სამი გოლი გავიტანოთ და ისინიც ვათამაშოთ, ცოდოები არიან. მერებაშვილი, არველაძე დავასვენოთ , შემოვინახოთ ძლიერი მეტოქისთვის და აბა შენ იცი ვაის გაგვაკვირვე ტაქტიკური გადაწყვეტით!
გადასარევი გიორგი
09 ივნისი 2019 21:36
1
Вот бля....какой подхалим?! )))) Афигеть!
aburjga
09 ივნისი 2019 21:39
2
გაგვიჭირდება, თუმცა ერთი ქულის წამოღება თავისუფლად შეგვიძლია. დანიელები ჩაწოდებებზე, სტანდარტებზე, მაღალ ბურთებზე აწყობენ თამაშს და ამ კომპონენტში თუ ვივარგეთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

პ.ს. აგე არ ჰქვია, მისი სახელი იკითხება როგორც ოგე.
გულშემატკივარი
09 ივნისი 2019 19:46
6
სწორედ ეგა გვაქვს სადარდებელი, კაშიას იმედზე ჩემი მტერი იყოს. დვალი მაინც ათამაშოს...მერებაშვილი და არველაძე თუ ისევ ათამაშა ე.ი. საშველი არა ჩვენი. ამათთან წაგებას არ ვდარდობ, ერთა ლიგაზეც იგივე გველის ვაისის ხელში და დროზე მოაშორეთ ფედერაციას ვთხოვ სანამ გვიან არაა.
emigranti
09 ივნისი 2019 20:42
1
თქვენ ხომ სხლზვთ ამ კომპონენტზე
ioska
10 ივნისი 2019 13:39
0
ეუჰ კი არ ვიცოდით რომ თამაში შეგვიძლია.სწორი ტაქტიკური გააზრებული თამაშით შეგვიძლია მინიმუმ ქულა წამოვიღოთ თან გასვლაზე თითქოს უფრო თავისუფლად თამაშობენ ბიჭები.წარმატებები ჩვენს გუნდს.
დდდ
09 ივნისი 2019 20:25
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული