"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ივნისს, ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიასთან 1:5 დამარცხდა.

გუნდების დონის და შეხვედრის კოპენჰაგენში ჩატარების გათვალისწინებით, აშკარა ფავორიტები მასპინძლები იყვნენ, თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში თეორიულად ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისევ გვარიანად გადაახალისა შემადგენლობა და გუნდი მოედანზე ნომინალური თავდამსხმელის გარეშე გაიყვანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. მეტადრე მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდათ ჩვენს კარზე იერიშები და დებიუტშივე ჰქონდათ მომენტი, როდესაც გრძელი გადაცემა ჰეიბერგმა მიიღო, მაგრამ ბურთს საბოლოოდ ლორია დაეუფლა. საქართველოს ნაკრებს უჭირდა ბურთის დაჭერა და
შეტევების ორგანიზება.

მე-13 წუთზე კი დანია ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ დაწინაურდა - თავი დოლბერგმა გამოიჩინა.

25-ე წუთზე კი გვილიამ სწრაფი კონტრიერიშისას ლობჟანიძე შმეიხელთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა დანია მალე ისევ წინ გაიჭრა - მსაჯმა მიიჩნია, რომ კუთხურისას კანკავამ კიაერზე თამაშის წესები დაარღვია და პენალტი ერიკსენმა გაიტანა.

მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა და ჰეიბერგმა, დოლბერგმა და სკოვმა ვერ გამოიყენეს მომენტები.

მოწინააღმდეგე ჩვენს გუნდს ყველა სათამაშო კომპონენტში სჯაბნიდა და ყველაზე მეტად საგანგაშო ეს გახლდათ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, ვიზავი გვიტევდა, პრესინგსაც მიმართავდა და მესამე გოლი დოლბერგმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში დილეინიმ ლორიასთან თამაშის წესები დაარღვია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეუტია და კიტეიშვილის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

73-ე წუთზე კი პოულსენმა მეოთხე გოლი გაუტანა ლორიას. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდის თამაში საერთოდ მოიშალა -  ერიკსენმა, ანკერსენმა და დოლბერგმა გააცუდეს მომენტები, შეცვლაზე შესულმა ბრეიტვეიტმა კი ანგარიში დაამრგვალა.

მოკლედ, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დანიის ნაკრები ჩვენს გუნდზე გაცილებით მაღალი კლასისაა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები D ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს უსწრებს.

გუნდი
1. ირლანდია 4 3 1 0 5-1 10
2. დანია 3 1 2 0 9-5 5
3. შვეიცარია 2 1 1 0 5-3 4
4. საქართველო 4 1 0 3 4-8 3
5. გიბრალტარი 3 0 0 3 0-6 0
კოპენჰაგენი. "ტელია არენა". 15 387 მაყურებელი
დანია - საქართველო 5:1
გოლები: 1:0 დილბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (30, პენ), 3:1 დოლბერგი (63), 4:1 პოულსენი (73), 5:1 ბრეიტვეიტი (90+3)

დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (იორგენსენი 36), კრისტენსენი, სკოვი (ვასი 62), დილეინი, ერიკსენი, დოლბერგი, ლარსენი, პიულსენი (ბრეიტვეიტი 75), ჰეიბერგი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი (დვალი 79), პარუნაშვილი (პაპუნაშვილი 58), კანკავა, კიტეიშვილი (ლობჯანიძე 74), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

altდანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა

altგურამ კაშია: არ მინდა მხოლოდ მსაჯს დავაბრალო, ამის გარდა კიდევ სამი გოლი იყო

altდანიასთან მატჩის შემდეგ გურამ კაშიას დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს

altსაბა ლობჟანიძე: შმეიხელის კარის აღება სასიამოვნო გრძნობაა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 99 /
ჩვენი "ფეხბურთელები" არიან უნიკალურები::: ვერ დარბიან, პასს ვერ აკეთებენ ერთზე მეტს, პასს ვერ ღებულობენ, ზონებს ვერ ავსებენ , კარში ვერ ურტყამენ, " უდარი" არააქვთ , აზროვნება არა აქვთ, მოტივაცია არა აქვთ......და ასე შემდეგ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელება
და მაინც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ქვიათ!!!!
სირცხვილიია სირცხვილიიი!
სპორტ ფაზა
11 ივნისი 2019 04:13
1
ლობჟანიძე, პაპუ, გვილია კარგები იყვნენ. ჯაბა ძალიან შემეცოდა(ვფიქრობ, მოგონილმა პენალმა ყველაფერი გააფუჭა!) დაცვა - უკომენტაროდ. ჰო არა, ნაკრების ნახევარი არ გვყავს, რავიცი.. აქ რომ ჩამოვლენ ცხვირიდან ძმრად უნდა ვადინოთ დღევანდელი თამაში.
Biankoneri
11 ივნისი 2019 00:44
26
რატომ გგონიათ, რომ ერთალიგაზე კოსოვო და ბელორუსი ადვილად დასამარცხებელი გუნდები იქნებიან? მოლდოვას სტილის გუნდი ვართ და უპირატესობა არ გავქვს, გარდა გიროგი ჩაკვეტაძისა. ჩაკვეტაძე დაათრევს ამ გუნდს. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველო ფავორიტია და უკვე გარანტირებული გვაქვს ევროპაზე გასვლა. ვფიქრობ, კოსოვო ჩვენზე ძლიერია, ბელორუსი კიდევ შეიძლება ვჯობდეთ. ჩაკვეტაძეს ისე უნდა გავუფრთხილდეთ მაგ თამაშებამდე, როგორც არაფერს ვუფრთხილდებით.
123
11 ივნისი 2019 09:32
0
რას დაგიჩემებიათ ეს ჯვაროსნები. ტვინი ნუ წაიღეთ ესენი ჯვაროსნები კი არა ნაგვის ტომრები არიან.და რომელია არმიის მეთაური?კანკავა?
კარგით რა
11 ივნისი 2019 07:40
0
ეს საშინელებაა!!! უთავმოყვარეონი!
გიორგი
11 ივნისი 2019 09:54
0
ვაისი საქართველოს ნაკრებს ვერც ათამაშებდა მომავალაშიც ასე გააგრძელებს, ცხადაძის დატოვება კარგი იქნებოდა.დანიასთან თამაშის შემდეგ ოდნავ თავმოყვარეობა ქონდეს ფეხბურთისკენ არ უნდა გამოიხედოს.
შუახევი
11 ივნისი 2019 10:01
1
ჩვენ რომ ქართული ფეხბურთი მართლა გულით გვიყვარდეს, ყოველდღე ფეხბურთის ფედერაციასთან ვიდგებოდით და ვაიძულებდით ყველა კომპეტენტურ პირს რომ საქართველოში ფეხბურთი დაგვიბრუნონ, ან დატოვონ თანამდეობა.აი აქედან უნდა დავიწყოთ!
ფეხბურთი
11 ივნისი 2019 16:41
0
სამწუხაროა რომ უკვე აღარც ვნერვიულობ ამათ საცოდაობაზე. თან იმედი გვაქვს რომ ერთა ლიგიდან ევროპაზე მოვხვდებით. სერიოზულად ვკითხულობ -- რა გვინდა იქ???
გუჯი
11 ივნისი 2019 04:07
0
სასწრაფოდ უნდა წავიდეს ვაისი!
ლაშა
11 ივნისი 2019 15:18
4

უარესი ანგარიშით წაგებაც არაა პრობლემა, მაგრამ შეიძლება მოედანზე წაკუზული გახვიდე ვაზელინის იმედად მთავარია ძაან არ მატკინონო?
თავად ფეხბურთელებს რატომ არ უჩნდებათ პროტესტის გრძნობა ასეთი თამაშის მიმართ, ნეთუ ერთი კაციც აღარ შემორჩა ქართულ ფეხბურთს და ყველა...
goga
11 ივნისი 2019 12:32
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული