"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ივნისს, ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიასთან 1:5 დამარცხდა.

გუნდების დონის და შეხვედრის კოპენჰაგენში ჩატარების გათვალისწინებით, აშკარა ფავორიტები მასპინძლები იყვნენ, თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში თეორიულად ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისევ გვარიანად გადაახალისა შემადგენლობა და გუნდი მოედანზე ნომინალური თავდამსხმელის გარეშე გაიყვანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. მეტადრე მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდათ ჩვენს კარზე იერიშები და დებიუტშივე ჰქონდათ მომენტი, როდესაც გრძელი გადაცემა ჰეიბერგმა მიიღო, მაგრამ ბურთს საბოლოოდ ლორია დაეუფლა. საქართველოს ნაკრებს უჭირდა ბურთის დაჭერა და
შეტევების ორგანიზება.

მე-13 წუთზე კი დანია ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ დაწინაურდა - თავი დოლბერგმა გამოიჩინა.

25-ე წუთზე კი გვილიამ სწრაფი კონტრიერიშისას ლობჟანიძე შმეიხელთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა დანია მალე ისევ წინ გაიჭრა - მსაჯმა მიიჩნია, რომ კუთხურისას კანკავამ კიაერზე თამაშის წესები დაარღვია და პენალტი ერიკსენმა გაიტანა.

მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა და ჰეიბერგმა, დოლბერგმა და სკოვმა ვერ გამოიყენეს მომენტები.

მოწინააღმდეგე ჩვენს გუნდს ყველა სათამაშო კომპონენტში სჯაბნიდა და ყველაზე მეტად საგანგაშო ეს გახლდათ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, ვიზავი გვიტევდა, პრესინგსაც მიმართავდა და მესამე გოლი დოლბერგმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში დილეინიმ ლორიასთან თამაშის წესები დაარღვია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეუტია და კიტეიშვილის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

73-ე წუთზე კი პოულსენმა მეოთხე გოლი გაუტანა ლორიას. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდის თამაში საერთოდ მოიშალა -  ერიკსენმა, ანკერსენმა და დოლბერგმა გააცუდეს მომენტები, შეცვლაზე შესულმა ბრეიტვეიტმა კი ანგარიში დაამრგვალა.

მოკლედ, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დანიის ნაკრები ჩვენს გუნდზე გაცილებით მაღალი კლასისაა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები D ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს უსწრებს.

გუნდი
1. ირლანდია 4 3 1 0 5-1 10
2. დანია 3 1 2 0 9-5 5
3. შვეიცარია 2 1 1 0 5-3 4
4. საქართველო 4 1 0 3 4-8 3
5. გიბრალტარი 3 0 0 3 0-6 0
კოპენჰაგენი. "ტელია არენა". 15 387 მაყურებელი
დანია - საქართველო 5:1
გოლები: 1:0 დილბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (30, პენ), 3:1 დოლბერგი (63), 4:1 პოულსენი (73), 5:1 ბრეიტვეიტი (90+3)

დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (იორგენსენი 36), კრისტენსენი, სკოვი (ვასი 62), დილეინი, ერიკსენი, დოლბერგი, ლარსენი, პიულსენი (ბრეიტვეიტი 75), ჰეიბერგი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი (დვალი 79), პარუნაშვილი (პაპუნაშვილი 58), კანკავა, კიტეიშვილი (ლობჯანიძე 74), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

altდანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა

altგურამ კაშია: არ მინდა მხოლოდ მსაჯს დავაბრალო, ამის გარდა კიდევ სამი გოლი იყო

altდანიასთან მატჩის შემდეგ გურამ კაშიას დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს

altსაბა ლობჟანიძე: შმეიხელის კარის აღება სასიამოვნო გრძნობაა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 99 /
მე პირად არ ვარ მომხრე ამ ეტაპზე ვაისის წასვლის. რა აზრი აქვს? გუარდიოლაც რომ მოიყვანოთ, დანიასთან ქართველი ფეხბურთელებით 10-დან 10 თამაშს წააგებენ მითუმეტეს მასეთი მსაჯობის პირობებში. რომელი ჩვნი ფეხბურთელია გამარჯვებას მიჩვეული თავის კლუბებში?

როგორც ჩემი ****-გან სალამური არ გამოვა ისე ამათქგან წარმატებული ფეხბურთელი ამ ასაკში.

ბავშვებში და მარტო ბავშვებში არის ქართული ფეხბურთის ხსნა. ოღონდ ამას სჭირდება სწორი მშობელი, სამართლიანი და პროფესიონალი სამწვრთნელო შტაბი და არაკორუფციური მმართველობა სახელმწიფოსი და ფედერაციის.

დღეს არც ერთი არ გაგვაჩნია: ბავშვის განვითარების (ფსიქოლოგიური, სპორტული, თეორიული, ფიზიკური, კარიერა) ყველა ეტაპზე იმდენია შეცდომაა დაშვებული რომ ძნელია იქედან რამე გამოვიდეს. ჯერ ყველაფერი მარიაჟზე და სწრაფ ფულზეა გათვალისწინებული.

ასე რომ შეეშვით ბიჭების ლანძღვას, მარტო მათი ბრალი არაა ეს შედეგი, არც ვაისის ბრალია ყველა ტრამვირებული და "დიხანიის" გარეშე რომაა დარჩენილი. როგორც ვთქვი ეგაა უწესო სპორტული აღზრდის.
azri
11 ივნისი 2019 17:40
6
ცოტა თვალი გავახილოთ ჯობია, რა გინდოდათ დანიაში გამარჯვება? გუნდი მსოფლიო რეიტინგის 10-ში შედის, თან გაკლია 8 ძირითადი ფეხბურთელი, დაცვა არ გყავს და თავდასხმა, როგორ გინდა ითამაშო? ვაისი კი არა ასეთი სასტავით გვარდიოლაც ვერ გვიშველიდა.
x.x
11 ივნისი 2019 15:21
12
გირჩევ მართლა გაახილო თვალი,კარგს იზამ
jiji
11 ივნისი 2019 15:35
7
დედა რა იყო ეს:)
ლაშა
11 ივნისი 2019 09:38
2
კანკავა კვეკვესკირი გვილიას ტრიოს რა უნდა ერთად ძირითადში?
Vaxo
11 ივნისი 2019 07:47
1
ეგ არაფერი, შვეიცარიასთან უარესი შედეგით დამარცხდებიან! გულშემატკივრების გარდა არავინ მეცოდება. უნამუსო ფედერაციავ ფეხბურთელებ მწვრთნელო.
დავით 67
11 ივნისი 2019 02:19
1
არასწორად აყენებს სასტავს. ზარანდიაზე უკეთესი რომელიყავს ერთი გამაგებინეთ რატო არიძახებს ნაკრებში?
levan
11 ივნისი 2019 15:14
2
დაცვა კი არ ჩავარდა არამედ ჩაიჯ.., ხოლო ჩვენი ნაკრების ეკიპირებისას გაითვალისწინონ პამპერსები!
ქართველი
11 ივნისი 2019 12:31
1
კარგით რა საქართველოს ნაკრებს ყველა ცოდვას ნუ ავკიდებთ, ვერ ნახეთ მსაჯი რა მიკერძოებული იყო, რაში გამოგვიწერა ყვითელი ბარათები, კარგად ვნახე როგორ სიმულიანტობდნენ დანიელები, მაგრამ მხოლოდ ჩვენს ჯარიმებზე რეაგირებდა მსაჯი, 100% პენალტი არ დაგვინიშნეს, ჩვენს კარში დანიშნული პენალტიც ძალიან არასამართლიანი იყო, კი ჩვენებმა სუსტად ითამაშეს, მაგრამ ჩვენი გუნდის წაგება დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოხდა, დაცვამაც ვერ ივარგა, ამაზე რატომ არ საუბრობთ, ეტყობა ეს ფაქტები მეორეხარისხოვნად მიგაჩნიათ, მაგრამ სწორედ ეს საბედისწერო მომენტები გახდა ჩვენი გუნდის დემოტივაციის საფუძველი. ევროპას არ სურს საქართველოს ნაირი გუნდების ხილვა ევროპის ჩემპიონატებზე, ეს თამაშები ხომ მათთვის უფრო ბიზნესია, ვიდრე კონკურენცია. აქ იგებს მხოლოდ ის ვისაც დიდი ფული აქვს, მსაჯებიც სამწუხაროდ ძლიერის მხარეს ირჩევენ, აი ამ თვალსაზრისით შეხედეთ თამაშებს და ისე გამოიტანეთ დასკვნა დიდმა კრიტიკოსებმა.
gio
11 ივნისი 2019 09:25
20
არ დაბლოკოთ.დიდი ეჭვი მაქვს ფეხბურთის ფედერაციის დავალებით მოქმედებთ,დიზლაიკებს უწერთ იმათ ვინც ჭეშმარიტებას წერს.
გიოშა
11 ივნისი 2019 18:14
1
სირცხვილის გრძნობა აღარ უმუშავებთ თორე რაღაცას მოიფიქრებდენ
შოკირებული გულშემატკივარი
11 ივნისი 2019 11:46
1
მევთვლი რომ ეს ყველაფერი კობიაშვილის ბრალია. ფედერაცია კი არა კანტორაა ჩვეულებრივი . ეს ვაისი საიდან გამოძერწეს კიდევ ხომ გვახსოვს ყველას? კობის მაგარ პატივს ვცემდი ფეხბურთელობისას ახლა ჩემ თვალში ჩვეულებრივი მოღალატეა რომელიც კლავს ქართულ ფეხბურთს. ვაისს მაგრად კიდია ვერ ხედავთ? იცის რომ ხელშეუხებელია.
ზურა
11 ივნისი 2019 08:48
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული