შეხვედრის დასრულების შემდეგ "ჯვაროსანთა" დამრიგებელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.
"დღევანდელი შეხვედრა უკეთესმა გუნდმა მოიგო. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ იყო კარგი მომენტები. ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა.
მატჩი რომ თავიდან იწყებოდეს, კვლავ იმავე შემადგენლობას დავაყენებდი. ვიცი, ვინ არის ფორმაში, ვინ როგორ ფიზიკურ კონდიციაშია, ვინ არის ტაქტიკის შესაბამის მდგომარეობაში. რაც მოხდა დღეს, ამას ბევრი მიზეზი აქვს.
ხარაბაძეს არ აქვს გამოცდილება ასეთ გუნდებთან თამაშის, ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. შანსი მივეცი უფრო გამოცდილ ნავალოვსკის. ხარაიშვილის გამოყენებას ვფიქრობდი დღეს, თუმცა, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ვერ ვათამაშე.
რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელები ასეთ მატჩებში იღებენ გამოცდილებას, მაგრამ მე აქცენტი გამოცდილ ნავალოვსკიზე გავაკეთე.
ასეთი შედეგის მერე ვერც ერთი მწვრთნელი ვერ იქნებოდა კმაყოფილი. ზოგადად, ჩვენი მთავარი საზრუნავი, თქვენი, ჩვენი საზრუნავი არის 2020 წლის მარტში ერთა ლიგის ნახევარფინალი. ის, რაც ესპანეთთან მოხდა, საუკუნეში ერთხელ ხდება და არ მოხდა დღეს. დანიას არ სჭირდებოდა მსაჯის დახმარება, თუმცა მაინც ასე გამოვიდა.
რა თქმა უნდა, ასეთ მომენტებში აუცილებელია მეტი კონცენტრაცია, თუმცა, როდესაც ანგარიში 3:1 გახდა, ზონები გაიხსნა და ყველაფერი უფრო გართულდა", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.
დანიასთან მატჩის მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით ბოლოსწინა, მეოთხე ადგილს იკავებს.
Sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან
საბა ლობჟანიძე: შმეიხელის კარის აღება სასიამოვნო გრძნობაა
გურამ კაშია: გვაჯობეს, დავმარცხდით, მსაჯთანაც და დანიასთანაც
დანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა
"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]
მე პირადად არც მქონდა მეტის მოლოდინი. და გამიხარდა მეტით რომ არ წავაგეთ. ირლანდიასთან ფრის შემდეგ ძალიან მოტივირებულები იქნებოდნენ და ჩვენს მეორე შემადგენლობით ჩავედით, დააზლოებით ისეთით, ლუქსემბურგმა რომ მოგვიგო ჩვენ მეორე სასტავს შარშან. ჰოდა მეშინოდა, ქართული ფეზბურთის ისტორიაში აქამდე ყველაზე დიდი წაგება 5 ბურთით იყო და კიდევ არ გაიზარდოსო. გადავრჩით თუ ამას გადარჩენა ჰქვია
მოედნის ცენტრი რატომ დაუთმე ასე უაზროდ ? რა უნდოდა 4 ჩამშლელს, რატომ პარუნაშვილი ძირითადში ასეთ თამაშში? რატომ დვალი თავიდანვე არა ?
რატომ აგვიანებ შეცვლას, როცა 2-1 ია და 3-1 ია !!! როცა ყველა ხვდება რომ გოლი მწიფდება, როცა ვერაფერს ვერ აკეთებენ ჩვენები და უყურებ შე კაი ადამიანო!!! მანდ ზიხარ, მწვრთნელი. 4- 1იზე რომ დაცვას აძლიერებ სამარცხვინოდ და მერე კიდევ გააქვთ, ესეიგი ხომ შეცდი ? ხოდა გამოდი და თქვი, რომ აზრზე არ ხარ და ფედერაციას მივმართავ - გადააყენეთ ეს კაცი , სანამ ის მუხტი სულ ჩაქრა, რაც არის პატარა.
კომენტატორები გადააყენეთ, თორემ მიტინგს გავმართავ ფედერაციასთან!!! ეს ქვეშაძრომია და სამარცხვინო კომენტატორები. თურმე არველაძეა მთავარი პრეტენდენტი გამოსაყვანად და კვარაცხელია კიდევ ნიჭიერი ფეხბურთელია.
ანუ უნდა ვუსმინოთ, როგორც უძვრებით ფედერაციას და არველაძეებს და ამ ვაისს ? ან ხმას რატომ უწევთ სტადიონს ფეხბურთია თუ დარტი ? ვინ ხართ , რა გინდათ!
და ამ საიტსაც მინდა მივმართო - ხვდებით, რატომაა პოპულარული ეს გვერდი ? იმიტომ რომ ხალხს აზრის გამოთქმის საშუალება აქვს და შეეცადეთ თუ უზრდელობა არაა არ დაბლოკოთ კომენტარები. წინასწარ მადლობა :)
ლობჟანიძე ამდენი ხანია სკამზე ეჯდა და რა კარგი გოლი გაიტანა, მაგას რომ კვარაცხელია ჰყოლოდა დღეს ან პაპუნაშვილი ტავიდანვე და ცოტა შეტევაზე გევთამაშა და ამ ვაი მწვრთნელს არ დაეშინებინა ესენი, რაღაცაზ ვიზამდით.
ერთადერთი რამის იმედია ნაკრებში - ესაა ჩაკვეტაძე! მარტო მაგას შეუძლია ვაისიც მოატყუოს და მაინც მოაგებინოს ნაკრებს, საკუთარი მწვრთნელის ჯინაზეც!