დანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა

AutoSharing Option
11 ივნისს, საქართველოსთან გამარჯვების (5:1) შემდეგ დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აგე ჰარეიდემ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა. მას საქართველოს ნაკრების შესახებ ბევრი არ უსაუბრია, მხოლოდ ვაისის განცხადების შესახებ გააკეთა კომენტარი.

"მე სათადარიგოთა სკამთან ვიყავი, ამ პოზიციიდან კი არაფერი ჩანდა. მსაჯი უკეთეს პოზიციაზე იყო. თუმცა ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა. ამ მატჩში 5 გოლი გავიტანეთ. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ.

მთავარი ბრძოლა ირლანდიასთან და შვეიცარიასთან გვექნება. ორივე გუნდმა სძლია საქართველოსა და გიბრალტარს", - განაცხადა ჰარეიდემ.

დანიის ნაკრებმა საქართველოსთან გამარჯების შემდეგ 5 ქულით
მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

Sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
კობიაშვილს და ვაისს მივმართავ: თქვენ ნამუსი და სინდისი იცით რა არის საერთოდ? თქვენ რომ არ გაქვთ გასაგებია,მაგრამ.... დააბრუნეთ ცხადაძე და ათამაშეთ შემტევი ფეხბურთი ვინ ხართ თქვენ რა დაგიშავეთ
გიო
18:04 11-06-2019
3
2 გოლი საქართველოსთვის რომ ეჩუქნათ შეიძლება მოგვეგო... მსაჯმა ყველაფერი გააკეთა დანიის მოსაგებად.. 3-1 ზე ადვილი იყო დანიისთვის მოგება.. ეს არის უეფას სამართალი დაეხმარე ძლიერს რომ სუსტი დაიჩაგროს
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული