10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება დანიასთან მატჩში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა 10 ივნისს დანიასთან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი სტუმრად გამართა და ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

ეს ქართველი ფეხბურთელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა იყო. გთავაზობთ Sportall.ge-ს რედაქციის მიერ მომზადებულ შეფასებას 10-ბალიანი სისტემის მიხედვით.

გიორგი ლორია - 4.5 - საქართველოს ნაკრების მეკარის "სინდისზე" გაშვებული 5 გოლიდან, ალბათ, მხოლოდ მე-3 არის. იყო თუ არა ჯარიმა, ფაქტია, ლორიამ არადამაჯერებლად ითამაშა, ბურთი ვერ მოიგერია და გოლიც გავუშვით. ასევე, მეოთხე გოლის დროსაც მარცხენა მხარეს იყოს გადაწეული და ბურთის კარგად მოგერიება გაუჭირდა. სტატისტიკის მიხედვით, 5 სეივი ჰქონდა,
თუმცა არცერთი ყოფილა ისეთი, რომ ვთქვათ, კარი გადაარჩინაო. განსაკუთრებული შეცდომები არ ჰქონია, თუმცა, როცა მეკარე 5 გოლს უშვებს, ძნელია ვთქვათ, ცუდად არ უთამაშიაო.

გიორგი ნავალოვსკი - 4.5 - მარცხენა მცველი ხშირად მიდიოდა წინ, ცდილობდა თამაშის გამწვავებას. დანიელები არც მარჯვნიდან აკლებდნენ შეტევებს, თუმცა ძირითადად ჩვენი მარცხენა ფლანგიდან უტევდნენ, აწვდიდნენ. გაშვებული 4 გოლიდან (მე-5 გოლის დროს მოედანზე აღარ იყო) მისი ბრალი არცერთი არ ყოფილა. 2 შემთხვევაში უკან ჩამოსვლა დააგვიანდა, თუმცა ძალიან გაგვიმართლა და გოლი არცერთხელ არ გაგვიშვია. რა თქმა უნდა, მასაც ჰქონდა შეცდომები, თუმცა მსგავსი ინტენსიური შეტევის ფონზე, ცუდად ნამდვილად არ უთამაშია.

გია გრიგალავა - 4.5 - პირველ ტაიმში გია გრიგალავა საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ცენტრალურ მცველს არც კაცი გაუტარებია და არც ბურთი, მხოლოდ 1 შემთხვევაში დაასწრო კიაერმა. მეორე ტაიმში კი, მესამე გოლის შემდეგ ვეღარც გია დარჩა მოწოდების სიმაღლეზე. მეოთხე გოლის დროს დოლბერგს ვერ დაუფარა, ანკერსენის გარღვევისას ძალიან სუსტი იყო, ბოლო გოლის დროსაც უკეთ უნდა ემოქმედა. ნავალოვსკის მსგავსად, საერთო ჯამში ცუდად არ უთამაშია, მაგრამ...

გურამ კაშია - 3.5 - რთულია თქმა, თუმცა, შესაძლოა, გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის განმავლობაში ყველაზე ცუდად ამ მატჩში ითამაშა. ეტყობა გურამს ამერიკაში გადასვლა; ისიც ეტყობა, რომ ბოლოს თამაშიც არ უწევს. მე-3 ბურთის დროს ის და ლორია ვერ გაერკვნენ სიტუაციაში, მე-4 გოლის დროს აშკარად დააგვიანა, 2-3 ჯერ ადვილად გასცდნენ. სამწუხაროდ, კაშიასგან ვერ მივიღეთ ის, რასაც მისგან მიჩვეულები ვართ - დაცვის ეფექტური ხელმძღვანელობა.

ოთარ კაკაბაძე - 3.5 - კაშიას მსგავსად, ძალიან სუსტი შეხვედრა ჰქონდა. შეტევაში თითქმის ვერცერთხელ ვერ გაამწვავა სიტუაცია. პირველი გოლის დროს დოლბერგს ვერ შეუშალა ხელი, მესამე გოლის დროს შორიდან უყურებდა მოვლენებს. ოთარისგან საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი გაცილებით მეტს ელოდება და მარჯვენა მცველსაც რომ უკეთ შეუძლია თამაში, საიდუმლო არაა.

ჯაბა კანკავა - 4.0 - ყველაზე სუსტი რგოლი ამ შეხვედრაში ჩვენი ნახევარდაცვა იყო. დანიელებს არც ფლანგებიდან უჭირდათ შეტევა, არც ცენტრიდან. ამდენი ნახევარმცველის ფონზე ასეთი შედეგი არ უნდა დამდგარიყო. ფაქტია, კაპიტანმა სუსტად ითამაშა. რამდენიმე არასაჭირო სიტუაციაში შეცდომა დაუშვა და გაძევებასთანაც ახლოს იყო. პენალტი "აიკიდა" (შესაძლოა არც უნდა დანიშნულიყო, მაგრამ მაინც). ვხედავთ იმ ჟინს, რა განწყობითაც ჯაბა თამაშს იწყებს და ამთავრებს, ბოლომდე იბრძვის, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არაა.

ნიკა კვეკვესკირი - 4.0 - ასეთი სუსტი თამაში კვეკვესკირისგანაც მოულოდნელი იყო. გავრისკავთ და ვიტყვით, რომ ნიკა საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფეხბურთელია, ნაკრების ღერძი. თითქმის ყველა წარმატებულ თამაშში მისი წვლილი უდიდესი იყო, თუმცა დანიასთან ძალიან დაიჩაგრა. მესამე გოლის დროს დოლბერგი მიატოვა და საჯარიმოს ცენტრიდან ადევნებდა თვალს.

ლაშა პარუნაშვილი - 3.5 - ყველაზე სუსტი ჩვენს ნაკრებში სწორედ ლაშა პარუნაშვილი იყო. "ესბიერგის" ნახევარმცველმა მოედანზე საკუთარი ადგილი ვერ იპოვა. ეს მწვრთნელის ბრალიც არის, ალბათ, თუმცა, ფაქტია, პირველი ზუსტი პასი მეორე ტაიმში გააკეთა და რამდენიმე წუთში შეცვალეს კიდეც. ნიჭიერი ნახევარმცველია, კარგად შეუძლია თამაში, თუმცა ამ შეხვედრაში სრულიად ამოვარდნილი იყო წესრიგიდან, თუ მოედანზე არსებულ მოცემულობას ჩვენთვის წესრიგი ერქვა.

საბა ლობჟანიძე - 5.5 - საბამ ერთადერთი გოლი გაიტანა და უფრო დიდი სირცხვილი აგვარიდა თავიდან. ცდილობდა, დარბოდა, იბრძოდა, თუმცა ძალიან ძნელი იყო. ალბათ, მასთან სასაყვედურო ყველაზე ნაკლები გვაქვს, რაც შეძლო მარტომ, გააკეთა. 1 რეალური მომენტი ჰქონდა და ისიც გამოიყენა, მაგრამ იყო მომენტები, როცა შეტევაში არაზუსტ გადაცემას აკეთებდა.

ოთარ კიტეიშვილი - 5 - საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ კიტეიშვილი იყო. საგოლე შეტევისას სწორედ ოთარმა მოუგო საჰაერო ორთაბრძოლა მასზე 10 სანტიმეტრით მაღალ ანკერსენს. გარდა ამისა, დაცვაშიც ეხმარებოდა გუნდს, შეტევაშიც ცდილობდა ბურთის წაღებას და რამდენჯერმე გამოუვიდა კიდეც. შეეძლო გოლის გატანაც, თუმცა გვილიას ლამაზი პასის შემდეგ ძლიერად ვერ დაარტყა. ჰქონდა ტექნიკური წუნი.

ვალერიან გვილია - 5.5 - კიტეიშვილის მსგავსად, გვილიაც ერთ-ერთი ყველაზე კარგი იყო ჩვენს ნაკრებში. პირველი გოლის დროს კიაერთან წააგო ორთაბრძოლა, თუმცა ამ მომენტის გარდა, უხეში შეცდომა არ დაუშვია. ძალიან კარგი პასი გაუკეთა საბა ლობჟანიძესა და ოთარ კიტეიშვილს. მისთვის უცხო პოზიციაზე ითამაშა და რაც შეეძლო, გააკეთა.

გიორგი პაპუნაშვილი - 5 - ნახევარ საათზე მეტი დრო დაჰყო მოედანზე, თუმცა შემოსვლიდან 5 წუთში მე-3 გოლი გავუშვით და ნაკრებიც მოიშალა. პაპუმ რამდენჯერმე სცადა სიტუაციის გამწვავება. 2-3-ჯერ კარგად წაიღო ბურთი. გოლის გატანაც შეეძლო, მცირე მანძილით ააცილა კარს ბურთი. ალბათ, გაცილებით კარგი იქნებოდა მისი პირველივე წუთებიდან დაყენება.

ელგუჯა ლობჯანიძე: შეფასების გარეშე - ლობჯანიძე 74-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე. ფიზიკურად ძლიერმა ფორვარდმა რამდენიმე ბურთის მოგება შეძლო, კარგად ებრძოდა კრისტენსენს, თუმცა ბურთი ბევრჯერ არ მიუღია, არც მომენტი ჰქონია.

ლაშა დვალი: შეფასების გარეშე. 4:1-ს ვაგებდით, როცა მწვრთნელმა ამპლუით ცენტრალური მცველი დაცვის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად შემოიყვანა მოედანზე და მატჩის ბოლომდე გოლის გაშვება მაინც მოვასწარით, თან მარცხენა ფლანგიდან განვითარებული შეტევით.

ვლადიმირ ვაისი: 2 მინუსით - ყველაზე სუსტი ამ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. უამრავი შეცდომა ჰქონდა სლოვაკს. თემურ ქეცბაიას ნაკრებს ვაკრიტიკებდით, რადგან 9 ფეხბურთელით დაცვას თამაშობდა გუნდი, თუმცა მაშინ ამდენ გოლს არ ვუშვებდით. ახლა 10 ფეხბურთელით ვიცავდით თავს და 5 გოლი გავუშვით. ვაისი იმიტომ მოგვწონს, რომ შეუძლია გუნდს კომბინაციური, შემტევი ფეხბურთი ათამაშოს. აშკარად არ გამოსდის დაცვითი ფეხბურთით გუნდის დალაგება. საჭიროა მეტი გაბედულობა, ასე შეშინებული გუნდი მწვრთნელს არ უნდა გამოჰყავდეს მოედანზე. რომ შეგვეტია, ბურთის დაჭერა გვეცადა, 5 გოლზე მეტს გავუშვებდითო, ვერ ვიტყვით. თუკი ვინმემ იმედები გაგვიცრუა, ეს ვაისი იყო. შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ არ ველოდით, რომ იმავეს გააკეთებდა. კიდევ ერთი, შორიდან ჩანს, რომ სლოვაკ მწვრთნელს გუნდის ფსიქოლოგიურად დამუხტვა არ გამოსდის და თამაშამდე აცხადებს კაპიტულაციას.

P.S. თქვენი შეფასება კომენტარებში დაგვიწერეთ.

alt"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

 

altდანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა


მკითხველის კომენტარები / 45 /
1. მეკარე - ლორიაზე ხო ჩახვეული აქვს, თვეების მანძილზე უთამაშებელი იყო და მაინც აყენებდა.
2. დაცვა - თუ ხოჭოლავას და კვირკველიას ტრავმები ჰქონდა, დვალი დაეყენებინა ცენტრალურ მცველად, ფლანგზე რომ შემოყავს ხოლმე და აწვალებს ბიჭს, ხარაბაძეს გამოცდილებას რომ უწუნებს, გრიგალავასაც შეუძლია ფლანგის მცველად თამაში, ნავალოვსკი რო ფორმაში არაა ყველამ კარგად ვიცით და საერთოდ არ უნდა ყოფილიყო შემადგენლობაში. კაშია კიდე ამ თამაშებისთვის არ იყო გამოსაძახებელი და აწი კიდე უფრო უკან წავა მაგის თამაშის დონე. ბოლოსდაბოლოს კანკავას ყაზახეთში ცენტრალურ მცველად ათამაშებენ ამ სეზონში და იმას გამოვიყენებდი.
3. ცენტრი - ჯაბა ნამდვილი კაპიტანია, მებრძოლია, ჟინიანია და თავს უფლებას არ მივცემ განვსაჯო, თუარა ამ თამაშში ნული იყო.
4. ფორვარდი - ყაზახეთის ბოლოს წინა ადგილოსან გუნდში, 13 თამაშში რო 5 გოლი აქვს გატანილი და იმას იძახებ, შე დალოცვილო თვალები დაფსებული გაქვს??? ზივზივაძეზე რო აღარაფერი ვთქვა, კაპანაძე თვალებ ანთებული ატარებს ყველა თამაშს, იმენა ცეცხლია, დარბის იბრძვის...
მიეცი რა შანსი ახალ სისხლს, მაინც ჩაჯმული ტოვებ მოედანს და გიბრალტარს ჩემი უბნის ბიჭებით მოვუგებ, უბრალოდ ბაჩუკიას დათოიე ვერ აიღებდა იმ ჯარიმას თუარა :))))
Ziqenbud
12 ივნისი 2019 15:50
1
ნავალოვსკის ბრალი იყო პირველი გოლი ვერ მოასწრო, ჯარიმა აიკიდა და გოლოც მანდედან გავიდა! მეორე გოლი - კანკავამ აიკიდა პენალტი! მესამე გოლი - ლორიამ მოიტანა! მეოთხე გოლი - კაშიას სინდისზეა მეკარე ვერ დააზღვია დროულად, თუმცა კართან ახლოს იდგა ვიდრე მოწინააღმდეგე (მაინც აჯობა სირბილში)! მეხუთე გოლი კიდევ მთელი გუნდისაა იდგენ და უყურებდენ დანიელები როგორ აგორავებდნე ბურთს! ყველას 3 ბალზე მეტზე არ დავუწერდი!
მწვრთნელი
12 ივნისი 2019 15:43
0
ვაისი უნდა გაუშვან და თანაც სასწრაფოდ! ამ საქმის გადადება არ შეიძლება! უკრაინის მაგალითი ნახეთ კარგი მწვრთნელი რას ნიშნავს! ამ ეტაპზე ცხადაძესაც შეიძლება მივცეთ შანსი, რადგან ძაან უსამართლოდ მოექცნენ და გააგდეს ფაქტიურად ნაკრებიდან კობიაშვილმა და ვიღაც ხეჩიკაშვილმა. თუ ეგ არა, მაშინ ძაან მაღალი დონის პროფესიონალი გვინდა და ამაში თანხაც არ უნდა დავიშუროთ! 800 მილიონიანი ხოა პროექტი კლუბებს რო ეხმარებიან და პირველივე ეტაპზე რო ვარდებიან საკლუბო ტურნირებიდან სამარცხვინოდ? ხოდა, ამ 800 მილიონიდან 10 მიკიონი გაიმეტონ წელიწადში მაგარი მწვრთნელისთვის, რომელიც ქართული ფეხბურთით იცხოვრებს, ტალანტებს მოძებნის, თუნდაც უცხოელების ნატურალიზების გზით და ქართულ ნაკრებს დიდებას მოუტანს!
zaza
12 ივნისი 2019 15:33
5
ავოეე....:)))დაუკრეფავში გადახვედი ჯიგარ!!!
terasini
12 ივნისი 2019 16:03
3
ვაისი სამწუხაროდ სუსტი მწვრთნელია,ელემენტარულია, რომ მას გიბრალტართან ზუსტად ის შემადგენლობა უნდა დაეყენებინა, რომლითაცდანიასთან აპირებდა დაწყებას, სუსტ მეტოქესთან უნდა შეეთამაშებინა გუნდი. ყოველთვის აგვიანებს ცვლილებებს და პრაქტიკულად ვერასდროს იღებს ამით შედეგს. ვერ განაწყობს გუნდს მაღალი მიზნებისათვის. 5:1 წაგება დანიასთან ამ შესუსტებული გუნდითაც კი საკმარისია კამათის დასასრულებლად-უნდა წავიდეს თუ არა ვაისი.
mamuka09ze
12 ივნისი 2019 15:32
3
რა შუაშია და ბასილას თამაში როდის იწყება . პირველზე იყო ჩანიშნული და ოთხი ხდება
ბასილა მიდი
12 ივნისი 2019 15:29
1
ერთა ლიგაზე კოსოვოს ვერ გავცდებით ამ თამაშით და ამ სასტავით. ძლიერი გუნდი ყავს , ფეხბურთელებს გადავხედე 90% კარგ გუნდებში და ნაწილი ძალიან კარგ გუნდებში თამაშობს.დარწმუნებული ვარ მაკედონიას თავზე გადაახევს ბურთს
Emiri
12 ივნისი 2019 15:25
0
ცოტა ამბიციებს ჩაუწიეთ და აგარ მოგეშლებათ ნერვები. უეფა სულელი კი არაა?? სადაც არის ჩვენი ადგილი იქ გაგვამწესა ლიტვა ყაზახეთი....
აი ყაზახეთან რო წაგვეგო 5:1 მაშინ ამბავი იყო ასატეხი და წიოკი... და დანიამ რო გადაგირბინა ამაში უჩვეულო და გასაკვირო არაფერია...
ესეც უნდა მომხდარიყო და ესეც მოხდება ყოველთვის სანამ ფეხბურთელები არ გვეყოლება. ვაისი, ტოპმოლერი,ჟირესი,ქეცბაია მოკლედ ჩვენი მოსაწონი მწვრთნელი არ გაჩნდა? იქნებ პირიკით შეხედოთ რო არ გვყავს საშუალო დონის ფეხბურთელებიც კი და სულ რო დელ ბოსკე დაუნიშნო ამათ ვერაფერს იზამენ. ასე რომ ამბიციებს ჩაუწიეთ და დაკმაყოფილდით ლიტვასთან და ყაზახეთის დონის (ჩვენი დონის) გუნდებთან გამარჯვრბას და ყველაფერი კარგათ იქნება.
ვიკიგი
12 ივნისი 2019 15:23
16
ა ბიჯო კაცი. 100 % ხარ მაგ აზრზე ვარ მე წლებია
Emiri
12 ივნისი 2019 15:42
10
როცა გუნდში რვა წამყვანი გაკლია, ძალიან ძნელია, ვაისი არ იყო მთლად სწორი, მაგრამ მაგის გაშვება არ იქნება კარგი, ერთი რამ მაკვირვებს კვირკველიას და ხოჭოლავას თუ ტრავმა აქვთ რატომ ჩამოდიან? მაგათ, რომ ეთამაშათ ესეთი ანგარიში არ იქნებოდა, იძახებს ისეთებს რომლებსაც ან არ შეუძლიათ ან არ უნდათ თამაში, ზარანდიაზე რამდენს ვწერთ, ვი გყავთ მაგაზე უკეთესი? არაბიძე ხო საერთოდ ამოაგდეს.
x.x
12 ივნისი 2019 15:22
6
არა მგონია ვაისის დარჩენა ნაკრებში რაიმე სიკეთის მომტანი იყოს, სასწრაფოდ დააბრუნონ ცხადაძე ან ვინმე ქართველი მებრძოლი მწვრთნელი, როდემდე უნდა ვითამაშოთ ჩახდილებმა.
კახა
12 ივნისი 2019 14:52
4
ვაისი რომ გასაშვებია აქ ორი აზრი არ არის! მაგრამ ცხადაძე კრიზისიდან გამოყვანილი ნაკრები არსად გაიშვა. საჭიროა ძლიერი სპეციალისტის მოწვევა რომელსაც ცოტა მეტი თანხა ჭირდება სამაგიეროთ სწორი ტაქტიკით და სწორი მომზადებით ბოსნიის ან პოლონეთის დონის გუნდის დააყენება სრულიათ შესაძლებელია ახლო მომოვალში, და რაც მთავარია მწვრთნელი უნდა ცხოვრობდეს საქართველოში და მუდმივათ აკვირდებოდეს ახალგაზრდა და ნიჭიერ თაობებს!
gurami
12 ივნისი 2019 15:38
5
ძირითადი შემადგენლობის 8 ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავდა - გამოსავალი არსებობს!

როდესაც სპორტის მოძრავ სათამაშო სახეობას ირჩევ და წარმატების სურვილიც გაქვს მზად უნდა იყო - ყოველდღიურად დახვეწო სირბილის ტექნიკა და აზროვნების სისწრაფე.

ქართველი ფეხბურთელი, რომელიც სწორად სირბილის შესახებ მწირ ცოდნას იღებს, ყველაზე ადრე მუხლებში გრძნობს, რომ არ გაუმართლა...

შლატერი მოზარდებში და მენისკი ზრდასრულებში - ეს ის ტრავმებია, რაც ჩვენს ფეხბურთელებს ყველაზე მეტ პრობლემას უქმნის.

ორივე არასწორი სირბილით გამოწვეული დიდი დატვირთვებისგან ვითარდება და ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს.

არასწორი სირბილით გამოწვეული ტრავმებისგან განკურნება შეუძლებელია, რადგან ექიმი მკურნალობს შედეგს, მიზეზი კი რჩება და არასწორად სირბილი იგივე ტრავმას განმეორებით იწვევს და ა.შ.

კიდევ ერთი პრობლემა - კუნთების ასიმეტრია (სხეულის მარჯვენა და მარცხენა ნახევრის კუნთების განსხვავება) განსაკუთრებით ფეხბურთელებისათვის არის დამახასიათებელი.

ასიმეტრიულიად ჩამოყალიბებული სხეული სირბილის დროს ზედმეტი ენერგიის ხარჯვას მოითხოვს, რაც ძვლების, კუნთების და მყესების დასუსტებას იწვევს.


ეს ყველაფერი ერთად ტრავმების მიღების ალბათობას და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების რისკს საგრძნობლად ზრდის.

ამიტომ გვყავს ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელი და ეს მანამ გაგრძელდება, ვიდრე ფიზიკური ვარჯიშების პარალელურად გონების ვარჯიშს არ დავიწყებთ.

ევროპის წამყვან საფეხბურთო აკადემიებში მოზარდი ფეხბურთელების შერჩევისას ძირითად კრიტერიუმად თავის ტვინის ორივე ნახერსფეროს თანაბარი განვითარება სახელდება.

მენტალური მომზადების გამოყენება ამიტომ არის აუცილებელი და ეს წარმატებულმა უცხოელმა მწვრთნელებმა კარგად იციან.

საქართველოში ფსიქოლოგიური მომზადება მენტალურ მომზადებასთან არის გაიგივებული, რაც სერიზულ შეცდომად მიმაჩნია.

მენტალური მომზადება სწორად აზროვნების შესწავლას და აზროვნების სისწრაფის გაზრდას ემსახურება. ფსიქოლოგიური მომზადება კი გამაღიზიანებელზე სწორ რეაქციას გვინვითარებს.

იქნებ მოვიდა დრო, რომ ჩვენმა მწვრთნელებმაც მიაქციონ ყურადღება ამ მნიშვნელოვან კომპონენტს და მენტალური მომზადების სპეციალისტების მოძიება დაიწყონ?

პატივისცემით, გუჯა კახაძე
სირბილის სწავლების ცენტრი
12 ივნისი 2019 14:35
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული