დღეს, 12 ივნისის დილით, სან ხოსეში, "ავაიას" სტადიონზე ვაკო ყაზაიშვილმა 2 გოლი გაიტანა და მასპინძლები აშშ-ის ღია თასის მერვედფინალში გაიყვანა. "სან ხოსე ერსქვეიქსმა" "საკრამენტო რეპაბლიკი" 4:3 დაამარცხა.
ყაზაიშვილი მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში 2:2 იყო. პირველი გოლი 78-ე წუთზე გაიტანა და დააწინაურა გუნდი, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე დუბლიც შეასრულა.
ეს ვაკოსთვის მე-3 გოლი იყო სეზონში, 1 გოლი მან MLS-ში გაიტანა. "სან ხოსე ერსქვეიქსი" შარშან ამერიკის თასიდან საწყის ეტაპებზე გამოვარდა, ხოლო შარშანწინ ნახევარფინალში "სპორტინგ კანზას სიტისთან" პენალტების სერიაში დამარცხდა. იმ შეხვედრაში ვაკომ საგოლე პასი გააკეთა და 11-მეტრიანების სერიაშიც ზუსტად დაარტყა.