გიორგი ლორია: მსაჯს პირდაპირ ჩაეცვა დანიის მაისურა - მეტი რაღა უნდა ექნა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტელეკომპანია "იმედთან", გადაცემა "სპორტი იმედზე" საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ ისაუბრა:

"იდეა იყო, რომ კონტრშეტევაზე დაგვეჭირა გუნდი, რომელიც არცთუ ისე ძლიერია დაცვაში. კი არის ტოპ-გუნდი, მაგრამ აქვს თავისი ნაკლი. სცენარის მიხედვით, ეს განხორციელდა, მაგრამ მსაჯს რატომ აწერია Fair Play, მაშინ პირდაპირ ჩაეცვა დანიის ნაკრების მაისურა.

თავს არ ვიმართლებთ, მაგრამ თამაშზე ზეგავლენა მოახდინა და თანაც ისეთი, რომ ჯაბა კანკავაზე პენალტი დადო, შემდეგ ჩემი ეპიზოდი და თერთმეტმეტრიანი არ დაგვინიშნა. მეტი რაღა უნდა ექნა? თუმცა, ეს არაა ჩვენი გამამართლებელი საბუთი.

სანაკრებო შეკრებამდე მოვაწერე
"ანორთოსისთან" ორწლიან კონტრაქტს ხელი. რამდენადაც ვიცი, თორნიკე ოქრიაშვილიც ამ გუნდში გააგრძელებს კარიერას".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
საკუთარ შეცდომაზე გეთქა ჯობდა, არავითარი ჯარიმა არ იყო შენს ეპიზოდში, კარიდან რომ გამოდიხარ ის თავდამსხმელი, ვინც ხელი შეგიშალა, შეგეძლო გადაგეთელა, მეკარე ხარ და მეტი გაბედულება მოგეთხოვება გამოსვლაზე, შენ კი ჩაისვარე გადამწყვეტ მომენტში...მსაჯიც ბევრჯერ შეცდა, მაგრამ შენს ეპიზოდში არა.
emigranti
16 ივნისი 2019 23:11
10
100 % /
მანდ მეკარე უნდა იყოს ბატონ პატრონი ნებისმიერი სიტუაციის, კანკალის გამო გაუშვი და მსაჯს ნუ აბრალებ
ვაკო
17 ივნისი 2019 00:20
3
ისე ხომ დაფრინავდით?
Dato
16 ივნისი 2019 22:59
3
მართალია ლორია, არასწორი მსაჯი
irakli
16 ივნისი 2019 20:22
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული