გიორგი ლორია: მსაჯს პირდაპირ ჩაეცვა დანიის მაისურა - მეტი რაღა უნდა ექნა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტელეკომპანია "იმედთან", გადაცემა "სპორტი იმედზე" საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ ისაუბრა:

"იდეა იყო, რომ კონტრშეტევაზე დაგვეჭირა გუნდი, რომელიც არცთუ ისე ძლიერია დაცვაში. კი არის ტოპ-გუნდი, მაგრამ აქვს თავისი ნაკლი. სცენარის მიხედვით, ეს განხორციელდა, მაგრამ მსაჯს რატომ აწერია Fair Play, მაშინ პირდაპირ ჩაეცვა დანიის ნაკრების მაისურა.

თავს არ ვიმართლებთ, მაგრამ თამაშზე ზეგავლენა მოახდინა და თანაც ისეთი, რომ ჯაბა კანკავაზე პენალტი დადო, შემდეგ ჩემი ეპიზოდი და თერთმეტმეტრიანი არ დაგვინიშნა. მეტი რაღა უნდა ექნა? თუმცა, ეს არაა ჩვენი გამამართლებელი საბუთი.

სანაკრებო შეკრებამდე მოვაწერე
"ანორთოსისთან" ორწლიან კონტრაქტს ხელი. რამდენადაც ვიცი, თორნიკე ოქრიაშვილიც ამ გუნდში გააგრძელებს კარიერას".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
ნაკრები შენი ნუ გონია და ესე უდიერ საუბარს მორჩი..
ლორიას
21:28 17-06-2019
2
აუ ამერია გული.. რეებს ბოდიალობს ეს? ასე უსუსურად რომ ითამაშებ, მერე მააჯის ხსენებაც კი უხერხულია
Irakliy
17:11 17-06-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული