ტელეკომპანია "იმედთან", გადაცემა "სპორტი იმედზე" საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ ისაუბრა:

"იდეა იყო, რომ კონტრშეტევაზე დაგვეჭირა გუნდი, რომელიც არცთუ ისე ძლიერია დაცვაში. კი არის ტოპ-გუნდი, მაგრამ აქვს თავისი ნაკლი. სცენარის მიხედვით, ეს განხორციელდა, მაგრამ მსაჯს რატომ აწერია Fair Play, მაშინ პირდაპირ ჩაეცვა დანიის ნაკრების მაისურა.

თავს არ ვიმართლებთ, მაგრამ თამაშზე ზეგავლენა მოახდინა და თანაც ისეთი, რომ ჯაბა კანკავაზე პენალტი დადო, შემდეგ ჩემი ეპიზოდი და თერთმეტმეტრიანი არ დაგვინიშნა. მეტი რაღა უნდა ექნა? თუმცა, ეს არაა ჩვენი გამამართლებელი საბუთი.

სანაკრებო შეკრებამდე მოვაწერე "ანორთოსისთან" ორწლიან კონტრაქტს ხელი. რამდენადაც ვიცი, თორნიკე ოქრიაშვილიც ამ გუნდში გააგრძელებს კარიერას".

სამწუხაროა
ამბობ უსამართლობას ვერ ვიტანო და იმას არ აღიარებ რომ მსაჯმა უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღო.რა არის მაშინ სამართალი შენთვის?
ლორიას
ნაკრები შენი ნუ გონია და ესე უდიერ საუბარს მორჩი..
Irakliy
აუ ამერია გული.. რეებს ბოდიალობს ეს? ასე უსუსურად რომ ითამაშებ, მერე მააჯის ხსენებაც კი უხერხულია
კახა ქ.
ესენი თავიანთ მწვრთნელს ემსგავსებიან ნელ-ნელა სხვაზე გადაბრალებაში.ხარი ხართან დააბი...5:1ხმას საერთოდ როგორ იღებთ.თავს ნუ შეაძულებთ გულშემატკივარს.ისე თამაში თქვენი იყო ხო.....
ჰაჰა
დანია ჩვენთან შედარებით ბევრად მაგარი გუნდია. ბოლო ბოლო ათეულში შედის. ამიტომ სიმართლე თქვა ვაისმა: დანიას საქართველოსთან მსაჯის დახმარება არ ჭირდებოდა.
ჰაჰა
იმიტომაც გვყავს მაგარი მეკარეები, მასეთი ტრენერების ხელში.
ჰაჰა
მსაჯს აბრალებენ ამ ანგარიშს და არა წაგებას.
გია
ერთი რამ უეჭველია. მსაჯის შეცდომა დიდ გავლენას ახდენს თამაშზე არა მარტო ანგარიშზე არამედ მოთამაშეთა განწყობილებაზეც. თან ამდენი შეცდომა?!?!?!
თამაზი
მაგ დამპალ მსაჯს რო არ ჩაეთვალა დანიელების შეგდებული გოლები 1:0 ხო მოვიგებდით?!მაგრამ ყველას რო ჩვენი ჯინი აქვს?
გიგა
ტიპებმა 5:1 წააგეს და მსაჯს აბრალებენ :))))))))))))))))))))
მსაჯის რა ბრალია?
გასაგებია, რომ - კაცი საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს და სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევს. შეიძლება ვინმემ ამიხსნას? მსაჯის რა ბრალია თუ ლორიამ მთელი კარიერის მანძილზე ვერ ისწავლა გამოსვლაზე თამაში (საჯარიმო მოედანში ბურთის ჩაწოდებსას)? ან კარში დარტყმული ბურთის წესერი მოგერება რომ არ იცის? ან კარიდან ძალიან წინ გამოსვლა რომ უყვარს? ან დარტყმულ ბურთებზე დაგვიაებული რეაქცია რომ აქვს? მეც დავდიოდი ბავშვობაში ფეხბურთზე და სხვათა შორის მეკარე ვიყავი. იცით ვარჯიშის დროს მწვრთნელი რას მასწავლიდა? სჯობს ბურთი პირდაპირ გაუშვა კარში, ვიდრე უხეიროდ მოიგერიო, მიუვიდეს მოწინააღდეგეს და დამატებაზე გაგიტანოსო. ნუთუ არ გვყავს მთელს ქვეყააში ნორმალური მეკარეებს მწვრთნელი. ვინმე კმაყოფილია ლორიას თამაშით ნაკრებში ან კლუბში? სხვა მეკარე რით ვერ მოიძებნა?
უსამართლოები
„გადაგახიეს„ ბურთი თავზე, არ დაგანახეს და მსაჯრს აბრალებთ? ჩასაფრებული არ ვარ, უბრალოდ უსამართლობას ვერ ვიტან ვერც ჩემიანებისგან და ვერც უცხოებისგან. გვაჯობეს ყველანაირად და მსაჯიც რამდენჯერმე თავიდან ჩვენ სასარგებლოდ შეცდა, ორჯერ არ დაგვიდო პენალტი კანკავაზე და კაკაბაძეზე. რბილად რომ ვთქვათ უხერხულია, სპორტსმენ კაცს რომ მეტოქის სიძლიერის დაფასება არ შეგიძლია და რაღაც მიზეზების იგონებ თავის გასამართლებლად
ვაკო
100 % / მანდ მეკარე უნდა იყოს ბატონ პატრონი ნებისმიერი სიტუაციის, კანკალის გამო გაუშვი და მსაჯს ნუ აბრალებ
0000
ხო, ხო დანიას მსაჯმა მოაგებინა, შვეიცაიასაც, ირლანდიასაც. საერთოდ, მთელი ევროპა გაერთიანდა ჩვენს წინააღმდეგ–ეშინიათ ეტყობა :) უთავმოყვარეოები!
emigranti
საკუთარ შეცდომაზე გეთქა ჯობდა, არავითარი ჯარიმა არ იყო შენს ეპიზოდში, კარიდან რომ გამოდიხარ ის თავდამსხმელი, ვინც ხელი შეგიშალა, შეგეძლო გადაგეთელა, მეკარე ხარ და მეტი გაბედულება მოგეთხოვება გამოსვლაზე, შენ კი ჩაისვარე გადამწყვეტ მომენტში...მსაჯიც ბევრჯერ შეცდა, მაგრამ შენს ეპიზოდში არა.
Dato
ისე ხომ დაფრინავდით?
irakli
მართალია ლორია, არასწორი მსაჯი
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა