გიორგი ლორია: მსაჯს პირდაპირ ჩაეცვა დანიის მაისურა - მეტი რაღა უნდა ექნა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტელეკომპანია "იმედთან", გადაცემა "სპორტი იმედზე" საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ ისაუბრა:

"იდეა იყო, რომ კონტრშეტევაზე დაგვეჭირა გუნდი, რომელიც არცთუ ისე ძლიერია დაცვაში. კი არის ტოპ-გუნდი, მაგრამ აქვს თავისი ნაკლი. სცენარის მიხედვით, ეს განხორციელდა, მაგრამ მსაჯს რატომ აწერია Fair Play, მაშინ პირდაპირ ჩაეცვა დანიის ნაკრების მაისურა.

თავს არ ვიმართლებთ, მაგრამ თამაშზე ზეგავლენა მოახდინა და თანაც ისეთი, რომ ჯაბა კანკავაზე პენალტი დადო, შემდეგ ჩემი ეპიზოდი და თერთმეტმეტრიანი არ დაგვინიშნა. მეტი რაღა უნდა ექნა? თუმცა, ეს არაა ჩვენი გამამართლებელი საბუთი.

სანაკრებო შეკრებამდე მოვაწერე
"ანორთოსისთან" ორწლიან კონტრაქტს ხელი. რამდენადაც ვიცი, თორნიკე ოქრიაშვილიც ამ გუნდში გააგრძელებს კარიერას".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
ნაკრები შენი ნუ გონია და ესე უდიერ საუბარს მორჩი..
ლორიას
17 ივნისი 2019 21:28
2
აუ ამერია გული.. რეებს ბოდიალობს ეს? ასე უსუსურად რომ ითამაშებ, მერე მააჯის ხსენებაც კი უხერხულია
Irakliy
17 ივნისი 2019 17:11
5
ესენი თავიანთ მწვრთნელს ემსგავსებიან ნელ-ნელა სხვაზე გადაბრალებაში.ხარი ხართან დააბი...5:1ხმას საერთოდ როგორ იღებთ.თავს ნუ შეაძულებთ გულშემატკივარს.ისე თამაში თქვენი იყო ხო.....
კახა ქ.
17 ივნისი 2019 15:48
4
დანია ჩვენთან შედარებით ბევრად მაგარი გუნდია. ბოლო ბოლო ათეულში შედის. ამიტომ სიმართლე თქვა ვაისმა: დანიას საქართველოსთან მსაჯის დახმარება არ ჭირდებოდა.
ჰაჰა
17 ივნისი 2019 15:46
1
ერთი რამ უეჭველია. მსაჯის შეცდომა დიდ გავლენას ახდენს თამაშზე არა მარტო ანგარიშზე არამედ მოთამაშეთა განწყობილებაზეც.
თან ამდენი შეცდომა?!?!?!
გია
17 ივნისი 2019 13:49
0
მაგ დამპალ მსაჯს რო არ ჩაეთვალა დანიელების შეგდებული გოლები 1:0 ხო მოვიგებდით?!მაგრამ ყველას რო ჩვენი ჯინი აქვს?
თამაზი
17 ივნისი 2019 12:10
4
ტიპებმა 5:1 წააგეს და მსაჯს აბრალებენ :))))))))))))))))))))
გიგა
17 ივნისი 2019 09:29
15
მსაჯს აბრალებენ ამ ანგარიშს და არა წაგებას.
ჰაჰა
17 ივნისი 2019 15:42
4
გასაგებია, რომ - კაცი საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს და სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევს. შეიძლება ვინმემ ამიხსნას? მსაჯის რა ბრალია თუ ლორიამ მთელი კარიერის მანძილზე ვერ ისწავლა გამოსვლაზე თამაში (საჯარიმო მოედანში ბურთის ჩაწოდებსას)? ან კარში დარტყმული ბურთის წესერი მოგერება რომ არ იცის? ან კარიდან ძალიან წინ გამოსვლა რომ უყვარს? ან დარტყმულ ბურთებზე დაგვიაებული რეაქცია რომ აქვს?
მეც დავდიოდი ბავშვობაში ფეხბურთზე და სხვათა შორის მეკარე ვიყავი. იცით ვარჯიშის დროს მწვრთნელი რას მასწავლიდა? სჯობს ბურთი პირდაპირ გაუშვა კარში, ვიდრე უხეიროდ მოიგერიო, მიუვიდეს მოწინააღდეგეს და დამატებაზე გაგიტანოსო.
ნუთუ არ გვყავს მთელს ქვეყააში ნორმალური მეკარეებს მწვრთნელი. ვინმე კმაყოფილია ლორიას თამაშით ნაკრებში ან კლუბში? სხვა მეკარე რით ვერ მოიძებნა?
მსაჯის რა ბრალია?
17 ივნისი 2019 02:47
11
იმიტომაც გვყავს მაგარი მეკარეები, მასეთი ტრენერების ხელში.
ჰაჰა
17 ივნისი 2019 15:44
1
„გადაგახიეს„ ბურთი თავზე, არ დაგანახეს და მსაჯრს აბრალებთ? ჩასაფრებული არ ვარ, უბრალოდ უსამართლობას ვერ ვიტან ვერც ჩემიანებისგან და ვერც უცხოებისგან. გვაჯობეს ყველანაირად და მსაჯიც რამდენჯერმე თავიდან ჩვენ სასარგებლოდ შეცდა, ორჯერ არ დაგვიდო პენალტი კანკავაზე და კაკაბაძეზე. რბილად რომ ვთქვათ უხერხულია, სპორტსმენ კაცს რომ მეტოქის სიძლიერის დაფასება არ შეგიძლია და რაღაც მიზეზების იგონებ თავის გასამართლებლად
უსამართლოები
17 ივნისი 2019 00:52
4
ამბობ უსამართლობას ვერ ვიტანო და იმას არ აღიარებ რომ მსაჯმა უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღო.რა არის მაშინ სამართალი შენთვის?
სამწუხაროა
17 ივნისი 2019 23:16
0
ხო, ხო დანიას მსაჯმა მოაგებინა, შვეიცაიასაც, ირლანდიასაც. საერთოდ, მთელი ევროპა გაერთიანდა ჩვენს წინააღმდეგ–ეშინიათ ეტყობა :)
უთავმოყვარეოები!
0000
17 ივნისი 2019 00:09
6

სიახლეები პოპულარული