![](https://sportall.ge/pictures/image5/c6a24ee3a3c2433d0d1518938be5dac0.png)
18 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში ევროპა ლიგის 2019/20 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრის შედეგად ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვნენ:
თბილისის "დინამო" - "ლა ფიორიტასა" (სან) და "ენდოგარს" (ანდ) შორის გამარჯვებული
შიმკენტის "ორდაბასი" (ყაზ) - ქუთაისის "ტორპედო"
"ფოლა ეში" (ლუქს) - საჩხერის "ჩიხურა"
აქვე გეტყვით, რომ "ორდაბასის" მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძეა.
I საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 18 ივლისს. მეორე ეტაპის წილისყრა კი 19 ივნისს ჩატარდება.
![ქართული კლუბების მეტოქეები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია Sportall.Ge](/pictures/artimages/original/c41d6bcf28c3701ca96b30d78e300d2e.jpg)