ბექა მიქელთაძე "ანორთოსისიდან" წასვლაზე: ეს ჩემთვისაც ბოლომდე გაუგებარია

AutoSharing Option
ქართველმა ფეხბურთელმა ბექა მიქელთაძემ "ანორთოსისი" დატოვა. ამის შესახებ მიქელთაძემ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ისაუბრა.

21 წლის ფორვარდი ამ კვიპროსულ კლუბში 2018 წელს "რუსთავიდან" გადავიდა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- "ანორთოსისიდან" თქვენი წამოსვლა მოულოდნელი აღმოჩნდა...
- რაღა დაგიმალოთ და, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. კლუბში ხელმძღვანელობა შეიცვალა, მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია მოვიდა და მე წამოსვლა მომიხდა.

- რა იყო მიზეზი?
- ეს ჩემთვისაც ბოლომდე გაუგებარია.

- გამოდის, რომ თქვენი დატოვება ქეცბაიას არ უნდოდა?
- არა მგონია. თემური მირეკავდა, ჩემი ამბით ინტერესდებოდა და როცა ფინანსური პრობლემები
გაჩნდა, ერთი თვის ხელფასის აღებაში დამეხმარა... მაგრამ მერე რაღაც შეიცვალა.

- კვიპროსული მედიის ცნობით, პირობების გაუმჯობესება მოითხოვეთ და რადგან ვერ შეთანხმდით, კლუბი ამიტომ დატოვეთ...
- არაფერი მსგავსი არ მომითხოვია! პირიქით, რა ხელფასიც მქონდა, ჩემთვის, 21 წლის ფეხბურთელისთვის, ისიც მისაღები იყო. ქეცბაია რომ დაინიშნა, გამიხარდა, ვფიქრობდი, მასთან პროფესიონალად ჩამოვყალიბდებოდი... ფულზე მეტად ეს მაფიქრებდა და არა მგონია, ჩემი წამოსვლა მისი ინიციატივა ყოფილიყო... მაგრამ ახლა ამაზე ბევრი ფიქრი აღარ ღირს და არც ვნანობ, რადგან კვიპროსიდან წამოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მოხდა შვილო და ახალგაზრდა ბიჭი ხარ და ანორთოსისის დონის და კვიპროსის დონის ჩემპიონატში უნდა იფრინო, თვეში ერთხელ რო გაისვრი მაგ იმედით არცერთ ევროპულ კლუბში არ აგიყვანენ.
გოგა
17:16 18-06-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული