გიორგი ჭიაბრიშვილი: მინდოდა "სელტიკს" შევხვედროდით

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "საბურთალო" პირველ მატჩს 10 ივლისს, სტუმრად მოლდოვის "შერიფთან" გამართავს.

"ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი სუსტი გუნდი არ არსებობს. ხუთი სავარაუდო მეტოქიდან შესაძლო იყო სხვა გუნდებიც შეგვხვედროდა, მაგრამ მოწინააღმდეგედ მოლდოვური "შერიფი" გვერგო. სიმართლე გითხრათ, სურვილი მქონდა, გლაზგოს "სელტიკს" შევხვედროდით.

"შერიფის" თამაში ბოლოს ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ ვნახე, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შარშან შეხვდა. ამ ეტაპზე ვიცი ისიც, რომ ეროვნული ლიგის
გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ლეანდრო რიბეირო "შერიფში" ირიცხება, რომელსაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.

რაც შეეხება საშინაო თუ საგარეო შეხვედრას, მერჩივნა, პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გვქონოდა, თუმცა ახლა ამაზე საუბარი არ ღირს. ვეცდებით, ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი".

ამ გუნდების პირველ მატჩს ტირასპოლი 10 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 ივლისს გაიმართება.

altთბილისის "საბურთალოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

 

altქართული კლუბების მეტოქეები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
კაი რა...ეს ქართული ბრექობა ამოვიდა ყელში,მაგრამ ყველას ვგულშემატკივრობ მაინც.
Bugha
19 ივნისი 2019 14:56
0
Kenchisyramde rom getqva minda seltiks shevxvdeto ufro damajerebeli iqneboda, gavcdet jer sherifs da ar idardot barono chia, shegxvdebat seltiki tu ara aranakleb dzlieri gundi didi gza gvaqvs gasavleli jgufur etapamde da sanam seltiki an mag donis gundi shegvxvdeba manamde gamocdileba sheidzent carmatebayvela qartul klubs evro asparezobaze ★☆★☆
Va-Le
19 ივნისი 2019 12:32
0
ოხ ეს ყალბი ამბიციები. თუ შერიფს ვერ გაივლით ამ განცხადების გამო დასაცინი იქნებით (ხომ არ გგონიათ რომ ეს სულელური განცხადება დაგვავიწყდება). ერთადერთი გუნდი ხართ რომელსაც ეტყობა რომ პატრონი ჰყავს, მაგრამ ჯერჯერობით ამბიციები მოთოკეთ და გაიხსენეთ ფიფია სულელური განცხადებები
დათო30
19 ივნისი 2019 11:55
0
სელტიკთან უფრო მეტი შანსი იყო... სანამ ისინი გაიგებდნენ ჩვენ რა ფეხბურთს ვთამაშობთ, 2 ბურთით დავწინაურდებოდით.. მოულოდნელობის ეფექტი..
Grisho
19 ივნისი 2019 11:52
0
რაო, "სელტიკი" მინდოდაო? "იცი, რას გეტყვი ბულბულო? შენც ჩიტი ხარ, ბოლო-ბოლო" - ეს გახლავთ ფრაზა თანამედროვე ქართველი პოეტის, ტარიელ ჭანტურიას ლექსიდან. ჰოდა, იცი რას გეტყვი ჭია? ჯერ "შერიფს" მოუგეთ და შორლანდიელებზე მერე ვიფიქრებთ
Fani
19 ივნისი 2019 10:25
2
ეს დაახლოებით ის პონტია აი ვიცი ვინც არ უნდა შეგვხვედროდა შანსი არავისთან გვქონდა და სელტიკის ფეხბურთელებს მაინც ვნახავდით ცოცხლადო. საბურთალო კი არა ყველა ქართული კლუბი რო გააერთიანო და მოედანზე შეყარო ისინიც კი ვერ გაცდებიან ამ გუნდებიდან ვერავის. ვინმეს იმედი გაქვთ რომ თუნდაც შერიფს გაცდებიან? ეეეეეეჰ
გივია
19 ივნისი 2019 10:10
5
შერიფიც თუ ვერა და, წაით სახლლებში ძამა წაით.
წააგე? წადი ძროხებს მიხედე. ე, ესაა ყველაზე კაი წესი.
კ ო მ ბ ლ ე
19 ივნისი 2019 04:13
7
რატო ადვილად გაიმართლებდი სელტიკთან თავს?? ვიბრძოლეთ მარა სელტიკიაო))))) ეს ხუმრობით და ისე მეიმედება შენი ჭია გული მიგრძნობს გადავლახავთ შერიფის ბარიერს წარმატებები საქართველოს სახე ხართ არ დაგავიწყდეთ!!!!
nika
18 ივნისი 2019 22:15
1
ან ვინმე კიდევ უფრო ძლიერ გუნდს შეხვედროდნენ, რომ ეთქვათ: "ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთო" )))) ჰაჰააა. მეც ხუმრობით ვიძახი, რათქმაუნდა მჯერა საბურთალოსი და მგონია ადვილად გაცდება, შერიფს. შერიფი ვიცი ამერიკაში)))
s.s.
18 ივნისი 2019 22:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული