სენსაცია - თბილისის "დინამო" თასიდან ქვედალიგელმა გამოაგდო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ივნისს საქართველოს თასის დარჩენილი 4 მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერმა თბილისის "მერანმა" "სპაერის" სტადიონზე დამატებით დროში ფიფიას მიერ გატანილი პენალტით თბილისის "დინამო" დაამარცხა და თასიდან გამოაგდო.

მერანი: თევდორაძე, კახელიშვილი, თევზაძე, ფოფხაძე, ჩუკვურა, გაბისკირია (შენგელიძე 110), დათუნაიშვილი, შარიქაძე, ხაბელაშვილი (ფიფია 71), დეისაძე (ქარქუზაშვილი 117), ნიქაბაძე (მიქაბერიძე 86)

დინამო: პერალესი, რუხაია (კაპლიენკო 104), მეჯუბი, მონხილი, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (შულაია 112), ზარია (ნინუა 77), შენგელია, კუხიანიძე (აბუაშვილი 94), კუტალია

დანარჩენი სამი შეხვედრა ასე დასრულდა:

გაგრა-ტორპედო 2:3
გოლები: 0:1 კაპანაძე (41),
0:2 დოლიძე (60), 1:2 მეტრეველი (63), 1:3 ქავთარაძე (83), 2:3 ბრეგვაძე (90, პენ)

თელავი-ლოკომოტივი 0:1
გოლი: 0:1 სიხარულიძე (42)

რუსთავი-სიონი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 სილაგაძე (23), 2:0 ჩოგაძე (70)

ასე და ამგვარად, მეოთხედფინალში თბილისის "მერანი", "ტორპედო", "ლოკომოტივი", "რუსთავი", "საბურთალო", მარტვილის "მერანი", "თბილისი სიტი" და "გარეჯი" გავიდნენ.



მკითხველის კომენტარები / 21 /
მწვრთნელთან ერთად ფიფიაც უნდა მოშორდეს!!!!!!
buba
20 ივნისი 2019 10:24
0
ფიფია - ჩვეულებრივი ქორვაჭარი, ქარვასლის მეპატრონე
სიმართლე
20 ივნისი 2019 10:54
0
"ერიჰა" სჯობდა სტატიის სათაურში, რადგან ეს სენსაცია არ არის, ძალიანაც კანონზომიერია.
ღლონტი
20 ივნისი 2019 13:10
0
ქართული კლუბებისგან ესეთი ცუდი სატრანსფერო პოლიტიკა არ მახსენდება. ფაქტიურად, ამ დრომდე, ვერცერთი კლუბი ვერ გაძლიერდა. საბურთალომ დაიმატა რეხვიაშვილი და გაბედავა, კაცმა არ იცის როგორ ფორმაში არიან, თუმცა მაინც გაძლიერებად შეიძლება ჩაითვალოს. ტორპედოს არავინ დაუმატებია, ვთვლი რომ შარშანდელზე სუსტი გუნდი იქნება. ნუ, ჩიხურაზე რა უნდა ითქვას, შარშანდელზე სუსტი გუნდია ცალსახად და შეიძლება განაცხადისთვის საჭირო ფეხბურთელებსაც კი ვერ მოუყაროს თავი. დინამომაც ბევრი ვერაფერი ქნა, დაიმატა მოგზაური დაფე, რომელიც ჩემი მოსაზრებით, მხოლოდ 1-2 საკვალიფიკაციოზე შეიძლება გამოადგეთ, (მეტი რესურსი არ აქვს) და უკრაინელი მცველი, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს ვინაა. იმედს გამოვთქვავ, რომ გუნდები კიდევ გაძლიერდებიან და თავი არ მოგვეჭრება წელს. ბევრი ქართველი ლეგიონერი შეიძლება მოიძებნოს ვისი დამატებაც შეიძლება. დაწერეთ აქ, იქნებ ვინმემ წაიკითხოს და მოეწონოს თქვენი იდეა, რომელი ქართველიც გააძლიერებს აქ ჩამოთვლილ გუნდებს
გაუშვით კომენტარი
20 ივნისი 2019 10:46
0
ქართველებით უფრო გაძლიერდება "დინამო" თუ ელემენტარულად თამაშის დროს აღდგენას ასწავლიან (ამას 8 მსუბუქი 30 წუთიანი ვარჯიში სჭირდება), რაც 90 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპში სირბილის და თამაშის განმავლობაში ტექნიკის სრულად გამოყენების საშუალებას მისცემს!
სირბილის სწავლების ცენტრი
20 ივნისი 2019 12:47
0
თელავში სოსიაშვილი ინიშნება და აბა ეხლა ნახეთ თელავის აღმაფრენა...მწვრთნელს ვერ გაარტყეს ამდენი ხანია.
ზეზვა
20 ივნისი 2019 03:29
1
აქ კომენტარების წერას რო დინამოს თამაშებზე იაროთ არ ჯობია? კლავიატურასტან დაჯდომა და კომენტარის დაწერა ადვილია და დინამო არენა რო თეატრს დაამსგავსეთ ისეთი სიჩუმეა არ გიტყდებათ? გამოდიხართ მერე აქ და ყველას და ყველაპერს აკრიტიკებთ.
a.a.
20 ივნისი 2019 18:23
6
ფიფია რა ექსპერიმენტებს ატარებ, რას აწვალებ ამ ჩისკოსაც, ცოტა მეტი გაიმეტე და დანიშნე ნორმალური მწვრთნელი. ამ გუნდით შორს ვერ გაფრინდები
როლო
20 ივნისი 2019 12:17
0
ეზარებათ თასზე თამაშები და საერთოდ შეგვაძულეს ფეხბურთის ყურება! ასე უნდა თამაშობდეს დინამო? არ შეიძლება, რომ ფედერაციამ და მერიამ მიხედოს ეროვნულ გუნდს?
x.x
20 ივნისი 2019 08:17
0
რომანა როა, ნეტა ისე ვიყოთ ყველა ქართველი!
კ ო მ ბ ლ ე
20 ივნისი 2019 01:37
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული