სენსაცია - თბილისის "დინამო" თასიდან ქვედალიგელმა გამოაგდო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ივნისს საქართველოს თასის დარჩენილი 4 მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერმა თბილისის "მერანმა" "სპაერის" სტადიონზე დამატებით დროში ფიფიას მიერ გატანილი პენალტით თბილისის "დინამო" დაამარცხა და თასიდან გამოაგდო.

მერანი: თევდორაძე, კახელიშვილი, თევზაძე, ფოფხაძე, ჩუკვურა, გაბისკირია (შენგელიძე 110), დათუნაიშვილი, შარიქაძე, ხაბელაშვილი (ფიფია 71), დეისაძე (ქარქუზაშვილი 117), ნიქაბაძე (მიქაბერიძე 86)

დინამო: პერალესი, რუხაია (კაპლიენკო 104), მეჯუბი, მონხილი, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (შულაია 112), ზარია (ნინუა 77), შენგელია, კუხიანიძე (აბუაშვილი 94), კუტალია

დანარჩენი სამი შეხვედრა ასე დასრულდა:

გაგრა-ტორპედო 2:3
გოლები: 0:1 კაპანაძე (41),
0:2 დოლიძე (60), 1:2 მეტრეველი (63), 1:3 ქავთარაძე (83), 2:3 ბრეგვაძე (90, პენ)

თელავი-ლოკომოტივი 0:1
გოლი: 0:1 სიხარულიძე (42)

რუსთავი-სიონი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 სილაგაძე (23), 2:0 ჩოგაძე (70)

ასე და ამგვარად, მეოთხედფინალში თბილისის "მერანი", "ტორპედო", "ლოკომოტივი", "რუსთავი", "საბურთალო", მარტვილის "მერანი", "თბილისი სიტი" და "გარეჯი" გავიდნენ.



მკითხველის კომენტარები / 21 /
გულითადი მოკითხვა ბატონ რომანს. როგორ ბრძანდებით ბატონო რომან?
დინამოელი
23:38 19-06-2019
1
და რა არის გასაკვირი დინამო ბანდაა,მწვრტნელი კი ალიბაბა
jino
23:30 19-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული