გუშინ, 19 ივნისს, ყაზახეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის "ტობოლი" "კაისართან" 1:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ორივე ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად იასპარეზა.
პირველი შეხვედრა "ტობოლის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. საპასუხო მატჩში კი 96-ე წუთამდე 2:1-ს აგებდა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი იყო, თუმცა შეხვედრის ბოლო წამებზე კიდევ ერთი გოლი გაუშვა და ტურნირს გამოეთიშა.
ნახევარფინალურ ეტაპზე გამოეთიშა ტურნირს კახა ცხადაძის "ორდაბასიც", რომელიც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქეა. "ორდაბასი" სტუმრად გატანილი გოლის წყალობით "ატირაუმ" გამოთიშა (1:1).