"ტორპედო" მერაბ გიგაურმაც დატოვა - ფეხბურთელი "გაბალაში" მიდის

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ბოლო დღეებში ძირითადი შემადგენლობის რიგით მესამე ფეხბურთელმა დატოვა - 26 წლის ნახევარმცველი კარიერას "გაბალაში" გააგრძელებს.

როგორც ქუთაისელთა Facebook-გვერდი იუწყება, 25 ივნისს ბათუმის "დინამოსთან" სტუმრად გასამართი მატჩი მერაბ გიგაურისთვის "ტორპედოს" შემადგენლობაში ბოლო იქნება. 

გიგაურმა "ტორპედოს" მაისურით 171 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა. კლუბთან ერთად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი. 

"ტორპედომ" მადლობა გადაუხადა გიგაურს გაწეული სამსახურისთვის და კარიერაში წარმატება უსურვა.

altეროვნული ლიგა. XIX ტური: "ტორპედომ" "სიონი" გაანადგურა [VIDEO]

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეეეჰ კიდევ ერთი იმედგაცრუება ქართულ ფეხბურთში
roma
23 ივნისი 2019 13:53
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული