როგორც ქუთაისელთა Facebook-გვერდი იუწყება, 25 ივნისს ბათუმის "დინამოსთან" სტუმრად გასამართი მატჩი მერაბ გიგაურისთვის "ტორპედოს" შემადგენლობაში ბოლო იქნება.
გიგაურმა "ტორპედოს" მაისურით 171 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა. კლუბთან ერთად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი.
"ტორპედომ" მადლობა გადაუხადა გიგაურს გაწეული სამსახურისთვის და კარიერაში წარმატება უსურვა.
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ტორპედომ" "სიონი" გაანადგურა [VIDEO]