თბილისის "საბურთალოს" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების ჩატარების დრო და ადგილი საბოლოოდ დადასტურდა.
პირველი შეხვედრა ტირასპოლში 10 ივლისს გაიმართება და ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება საპასუხო მატჩს, ის 16 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:30 საათზე დაიწყება.
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ მატჩები 10 და 17 ივლისს უნდა შემდგარიყო, თუმცა უეფამ კორექტივები შეიტანა.
რას წარმოადგენს "საბურთალოს" მეტოქე მოლდოვური "შერიფი"
გიორგი ჭიაბრიშვილი: "შერიფი" ფინანსურად გამართული გუნდია, მაგრამ ფეხბურთი მარტო ფული არ არის