ოქრიაშვილისგან საჩემპიონო თამაშს ითხოვენ - ქართველების "ანორთოსისმა" ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
ფამაგუსტის "ანორთოსისმა", რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს და თემურ ქეცბაია წვრთნის, ვარჯიში განაახლა.

საწვრთნელ ვარჯიშზე არ გამოჩენილა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა, მურთაზ დაუშვილმა და ნიკა კაჭარავამ სხვა ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშეს. ნიკას, როგორც ჩანს, ვარცხნილობა შეუცვლია.

კაჭარავა ისედაც "ანორთოსისის" ფეხბურთელი იყო, დაუშვილი კი კვიპროსულ გუნდს უნგრული "ჰალადასიდან" შეუერთდა.

თორნიკე ოქრიაშვილი კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. ოქრი ბოლოს "კრასნოდარში" თამაშობდა. სწორედ თორნიკეს მიმართ აქვთ კვიპროსელებს დიდი მოლოდინები.

anorthosis24 წერს, რომ ეს სეზონი "ანორთოსისში" ოქრიაშვილისთვის კარიერის რესტარტი უნდა
იყოს. ის გუნდში ქეცბაიამ ჩემპიონობისთვის მოიყვანა და გამოცემაც თორნიკესგან საჩემპიონო თამაშს ითხოვს. ჟურნალისტის მიხედვით, მთავარია, ქართველმა ფეხბურთელმა სიმშვიდე იპოვოს, ტრავმები არ მიიღოს და ის გუნდისთვის ბრწყინვალე დამატება იქნება.

ფამაგუსტური გუნდი წელს ევროთასებზე არ იასპარეზებს და რაც ცნობილია, 19 ივლისს "ანორთოსისი" ამხანაგურ მატჩში ერსტე დივიზიონის "იგლსს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები ჩვენს ოქრო ფეხბურთელს
goga
17:26 25-06-2019
0
კეცბაიამ მისცა შანსი ოკრიასვილს ,ტორემ რუსეტსი ბოლოს ,დაკარგული იყო .ტუ ტამასი უნდა იტამასოს ამბიციური გუნდია პირველობისტვის იბრდზვის . ლორიასაც გაუმარტლა კეცბამ რომ დაუდზახა ტორემ მოვიდოდა დინამოსი ,სადაც ცავიდა ყველგან არასტაბილურია ,როგორც ნაკრებსი ...კაჯარავამ ტუ არ მოუმატა არ მოუცევს ტამასი უფრო აგრესიული უნდა იყოს მეორე სარტულზე.
Kote
17:13 25-06-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული