ომარ თეთრაძე ქართული გუნდების ანტისაოკუპაციო აქციაზე: ეს ფეხბურთელებს არ ალამაზებს

AutoSharing Option
ქართული კლუბების ანტისაოკუპაციო აქციაზე კომენტარი თბილისის "დინამოსა" და რუსეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ომარ თეთრაძემ გააკეთა.

"ეს აქციები ტრაგედიაა. ფეხბურთელი დაქირავებული მუშახელია. მათ უთხრეს და გააკეთეს. თავად ამას არ იზამდნენ.

ეს, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს არ ალამაზებს. ისინი პოლიტიკაში არ უნდა გაერიონ. მათი საქმე ვარჯიში, თამაში, შედეგის მიღწევა და გულშემატკივართა გახარებაა.

გული მტკივა იმის გამო, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის მოხდა. მრავალი საუკუნის მანძილზე ჩვენ ერთად ვიყავით. თითქოს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური სიტუაცია ლაგდებოდა და აი, ასეთი პროვოკაცია მოხდა. ვინ მოახდინა
პროვოკაცია, ეს უკვე მეორე საკითხია, თუმცა ეს არ უნდა მომხდარიყო.

ვფიქრობ, ეს დროებითია. ორივე მხარის ხალხი ჭკვიანია. იმედია, ისევ გასაერთიანებლად საკითხს გადაჭრიან.

ფეხბურთელები არაფერში დამნაშავენი არ არიან. თუ საქართველოს ნაკრებში გამოძახებას იმსახურებენ, უნდა გამოიძახონ. ეს სიტუაცია ფეხბურთელებსა და სპორტსმენებს არ უნდა შეეხოს", - განუცხადა თეთრაძემ championat.com-ს.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 22 /
ტყულია ცდილობენ რუსები ეს თემა პოლიტიკად გაასაღონ. არაა ეს პოლიტიკა. ეს ჩვენი - საქართველოს მოქალაქეების საერთო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოზიციაა.
რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ ოკუპაციის საკითხზე ყველგან ჩვენი ერთიანობა დახვდებათ, ფეხბურთშიც, პოლიტიკაშიც, მეცნიერებაშიც და ტურიზმშიც.

თავად რუსეთი ხომ ყველაფერს იყენებს ზეწოლისა და დესტურქციისათვის? ასე არაა?

მივესალმები ჩვენი ფეხბურთელების პოზიციას.

გიორგი ჭელიძე
გიორგი
13:35 26-06-2019
1
ცხონებულ ნოდარ ახალკაცს ჰკითხეს თავის დროზე, რას ფიქრობთო თეთრაძეზე, რომელიც რუსეთის ნაკრებში არჩია თამაშიო?! აბა სად აირჩევდაო, ეგ ოსიპოვია გვარად და საქართელო მისთვის უცხოაო, ესე უპასუხა ჟურნალისტს ახალკაცმა.
გიორგი
13:09 26-06-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული