ომარ თეთრაძე ქართული გუნდების ანტისაოკუპაციო აქციაზე: ეს ფეხბურთელებს არ ალამაზებს

AutoSharing Option
ქართული კლუბების ანტისაოკუპაციო აქციაზე კომენტარი თბილისის "დინამოსა" და რუსეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ომარ თეთრაძემ გააკეთა.

"ეს აქციები ტრაგედიაა. ფეხბურთელი დაქირავებული მუშახელია. მათ უთხრეს და გააკეთეს. თავად ამას არ იზამდნენ.

ეს, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს არ ალამაზებს. ისინი პოლიტიკაში არ უნდა გაერიონ. მათი საქმე ვარჯიში, თამაში, შედეგის მიღწევა და გულშემატკივართა გახარებაა.

გული მტკივა იმის გამო, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის მოხდა. მრავალი საუკუნის მანძილზე ჩვენ ერთად ვიყავით. თითქოს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური სიტუაცია ლაგდებოდა და აი, ასეთი პროვოკაცია მოხდა. ვინ მოახდინა
პროვოკაცია, ეს უკვე მეორე საკითხია, თუმცა ეს არ უნდა მომხდარიყო.

ვფიქრობ, ეს დროებითია. ორივე მხარის ხალხი ჭკვიანია. იმედია, ისევ გასაერთიანებლად საკითხს გადაჭრიან.

ფეხბურთელები არაფერში დამნაშავენი არ არიან. თუ საქართველოს ნაკრებში გამოძახებას იმსახურებენ, უნდა გამოიძახონ. ეს სიტუაცია ფეხბურთელებსა და სპორტსმენებს არ უნდა შეეხოს", - განუცხადა თეთრაძემ championat.com-ს.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 21 /
ტყულია ცდილობენ რუსები ეს თემა პოლიტიკად გაასაღონ. არაა ეს პოლიტიკა. ეს ჩვენი - საქართველოს მოქალაქეების საერთო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოზიციაა.
რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ ოკუპაციის საკითხზე ყველგან ჩვენი ერთიანობა დახვდებათ, ფეხბურთშიც, პოლიტიკაშიც, მეცნიერებაშიც და ტურიზმშიც.

თავად რუსეთი ხომ ყველაფერს იყენებს ზეწოლისა და დესტურქციისათვის? ასე არაა?

მივესალმები ჩვენი ფეხბურთელების პოზიციას.

გიორგი ჭელიძე
გიორგი
26 ივნისი 2019 13:35
0
ცხონებულ ნოდარ ახალკაცს ჰკითხეს თავის დროზე, რას ფიქრობთო თეთრაძეზე, რომელიც რუსეთის ნაკრებში არჩია თამაშიო?! აბა სად აირჩევდაო, ეგ ოსიპოვია გვარად და საქართელო მისთვის უცხოაო, ესე უპასუხა ჟურნალისტს ახალკაცმა.
გიორგი
26 ივნისი 2019 13:09
0
თუ რუსეთში ქართველებზე ასეთი ზეწოლაა და შეურაცხყოფას აყენებენ, რატომ არ ჩამოდიან, ღირსების გრძნობა არა აქვთ? ხმელა პურის ჭამა მირჩევნია რუსის დაყვედრებულ ლუკმას.
Status quo
26 ივნისი 2019 12:45
0
მოღალატე და გამყიდველებს რა დალევს ამ დუნიაზე 2 კაპიკის გულისთვის რას არ აკეთებენ რა.
გივი
26 ივნისი 2019 11:35
0
ამ ხალხს, როგორც მინიმუმ, მიხეილ ჯავახიშვილი და ალექსანდრე ყაზბეგი რომ ქონდეთ წაკითხული, ესე ხელაღებით აღარ ილაპარაკებდნენ ამ ყბადაღებულ "მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე"!
koli
26 ივნისი 2019 10:33
2
ასეთი ხალხი უნდა შეკრიბო და"ტავარნი" ვაგონით გაუშვა დედა-რუსეთში
ბარსა
26 ივნისი 2019 10:26
2
შენი წინაპრები "თეთროსები" თურქებს საქართველოში გამოექცნენ და დადებილებულმა ქართველებმაც შეიფარეს. თურქებმა ისეთი გენოციდი მოუწყვეს მათ, როგორც ჩვენ გვიწყობდნენ ამას, მაგრამ ჩვენ ამას რუსეთიც გვიმატებს ზემოდან, რაც ბოლო საუკუნეებში გადაიკვეთა ჩვენი გზები. ჩვენ კიდე ვერ ვისწავლით გაკვეთილს და კვლავ ვიღაც გადამთიელების მიმღებნი ვიქნებით ვატყობ თუ არ გამოვფხიზლდებით. ასე რო ჩაიკმინდე ხმა, შენ ასე ლაპარაკის უფლება არ გაქვს!
იახსარი
26 ივნისი 2019 10:21
1
ასეთები ვერც გაიგებენ, ვერც მიხვდებიან რომც აუხსნათ. იგივე გავრილოვია უკვე ეს გვარად თეთრაძე. ასე რომ ყურადღების ღიღსიც არაა ჩვენს მხრიდან. საკმაოა რუსეთში სხვა ეროვნების ხალხი რომლებიც რუსეთის ცხოვრებით ცხოვრობენ და მათი ტვ-თი ზომბირებულები არიან ისევე როგორც რუსეთის უმროვლესუბა მოსახლეობის. მათთვის მთელი მსოფლიო მტერია და ესაა მათი დიდი პრობლემა აზროვნებაში.
Geo_Dinamo
26 ივნისი 2019 10:21
2
რა პოლიტიკა რის პოლიტიკა, მამული წაგვართვეს და ესაა თურმე პოლიტიკური საკითხი. მარა ამ გარუსებულ ქართველებს თინა კანდელაკს, ქეთა თოფურიას, ამას და კიდე ვინმოთვლის, რა უნდა მოკითხო.
gio
26 ივნისი 2019 10:16
2
რა საჭიროა ამ გარუსებული ხალხის აზრებს რომ აქვეყნებთ
1234
26 ივნისი 2019 09:23
4

სიახლეები პოპულარული