დონეცკის "შახტარმა" რაზგრადის "ლუდოგორეცთან" ამხანაგური შეხვედრა გამართა და ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა ორჯერ შეცვალეს.
"შახტარის" ახალმა პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
25-ე წუთზე დავითი მატივენკომ შეცვალა. 46-ე წუთზე ქართველი მცველი მოედანზე დაბრუნდა, თუმცა 68-ე წუთზე ისევ მატვიენკო შემოვიდა მის ნაცვლად მოედანზე. საკმაოდ უცნაური და იშვიათი შემთხვევაა ფეხბურთში, იმის გათვალისწინებით, რომ არცერთ ფეხბურთელს ტრავმა არ მიუღია.
დონეცკის "შახტარმა" კი, რომელმაც ახალი მწვრთნელის ხელში პირველი შეხვედრა ითამაშა, ბულგარული კლუბი იოლად, 3:0 დაამარცხა.
უკრაინის ჩემპიონატი ივლისის ბოლოს განახლდება. იქამდე კი დონეცკური კლუბი კიდევ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.