ქართველების "ტობოლი" ყაზახეთში გალიდერდა

AutoSharing Option
30 ივნისს, ქართველების "ტობოლმა" ყაზახეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში გასვლაზე 1:0 სძლია "ჟეტისუს" და პირველ ადგილზე გადავიდა.

ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს და ამ უკანასკნელის მიერ 32-ე წუთზე ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ მცველმა ფერნანდო კასაიმ გაიტანა გოლი.

"ტობოლი" 38 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ასტანას" 3 ქულით უსწრებს და თან, ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

5 ივლისს "ტობოლი" სწორედ "ასტანას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გული მწყდება კი არა, გული მტკივა ამათ რომ ვუყურებ! ჯაბას (ეროვნული ნაკრების კაპიტანს)თუ საფრანგეთის მეორე ლიგა არ უნდოდა, მინიმუმ ლიგა 1 ის დონეზე ნაკლები ლიგა არ უნდა აერჩია... ადგა და ყაზახეთში წავიდა... და კვეკვესკირი(ერთერთი წამყვანი,შეუცვლელი ფიგურა ჩვენს ნაკრებში) - 25 წლის კაცი რომ ყაზახეთში მიდიხარ... აი მანდ აღარ ყავს დედა ქართულ ფეხბურთს
George
05:10 01-07-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული