2 ივლისს, ეროვნული ლიგის 21-ე ტურში "ლოკომოტივმა" "ტორპედოს" 2:0 მოუგო.
პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და 35-ე წუთზე შესანიშნავი მომენტი ჰქონდა ზივზივაძეს, რომლის დარტყმული ბურთი ჯერ მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა ძელს მოხვდა. ტაიმის ბოლოს კი ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გოროზიამ ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმში "ტორპედო", რომელიც ათმა ფეხბურთელმა დატოვა, გატყდა, ორი გოლი გაუშვა და დამარცხდა.
წყალტუბო. "26 მაისი"
ტორპედო - ლოკომოტივი 0:2
გოლები: 0:1 ლაშა გვალია (71), 0:2 ირაკლი სიხარულიძე (86)
ტორპედო (4-4-2): მაქსიმე ქვილითაია (კ), ვაჟა ტაბატაძე, ვახტანგ ნებიერიძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, მათე ცინცაძე, ცოტნე მოსიაშვილი, თამაზ შარვაშიძე (საბა ფირანაშვილი 77), თორნიკე კაპანაძე, დავით იონანიძე (გივი მუკბანიანი 71), ბუდუ ზივზივაძე (მათე აბულაძე 77)
მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
ლოკომოტივი (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, დავით უბილავა (კ), ირაკლი კომახიძე, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, თორნიკე ძებნიაური, თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია (ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 89), გიორგი გოროზია (ლუკა ჯაფარიძე 79), დავით ჯიქია (შოთა შეყილაძე 45), ირაკლი სიხარულიძე
მთ. მწვრთნელი: ლევან კორღალიძე