23 წლის ნახევარმცველი ლუკა ზარანდია პოლონური "არკადან" ბელგიურ "ვარეგემში" გადავიდა.
ზარანდიას ბელგიურმა კლუბმა სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
კლუბი ზარანდიას ახასიათებს როგორც პერსპექტიულ და კარგი დრიბლინგის მქონე ფეხბურთელს, რომელიც 18 წლის ასაკში "გენკში" იმყოფებოდა და "არკაში" 2.5 წლის განმავლობაში თავი დადებითად წარმოაჩინა.
"მინდა, ბელგიაში ამჯერად უკეთ ვითამაშო. პოლონეთში შეძენილი გამოცდილება ამაში დამეხმარება", - განუცხადა ზარანდიამ კლუბის საიტს.
ზარანდია "არკას" დაემშვიდობება და ახალ გუნდს შაბათს შეუერთდება.
"ვარეგემი" ბელგიის გასულ ჩემპიონატზე მე-11 ადგილზე გავიდა.
arkowcy.pl: ლუკა ზარანდიას საზღვარგარეთული კლუბი იწვევს და "არკას" ფულის შოვნა შეუძლია
ლუკა ზარანდია პოლონეთის ექსტრაკლასას სიმბოლურ გუნდში მეხუთედ მოხვდა
ლუკა ზარანდიამ პოლონეთში თანამემამულეები არ დაინდო [VIDEO]
ლუკა ზარანდია: შემიძლია დრიბლინგით სერხიო რამოსის წინააღმდეგაც წავიდე, თუ...
წარმატებები