"რუსთავი" იუბალარია - ქვემოქართლური კლუბის დაარსებიდან 4 წელი გავიდა

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე "რუსთავი" 4 წლის გახდა, საფეხბურთო კლუბი 2015 წლის 3 ივლისს დაარსდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქზე" თავად კლუბი ავრცელებს.

2015-16 წლების სეზონი "რუსთავმა" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გაატარა.

2015-16 წლების გარდამავალ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბი "რუსთავი" გახდა პირველი ლიგის "თეთრი ჯგუფის" პირველადგილოსანი. ამ წარმატებით გუნდმა მოიპოვა 2017 წლის სეზონში "ეროვნულ ლიგა 2-ში" ასპარეზობის უფლება. რაც მთავარია წარმატებული სვლა გრძელდება:

2017 წელს საფეხბურთო კლუბი "რუსთავი" ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა და პირველი ადგილით გადავიდა ეროვნულ
ლიგაში.

2018 წლიდან გუნდი ეროვნულ ლიგაში ასპარეზობს.

ამ მომენტისთვის "რუსთავი" ეროვნულ ლიგაში მე-9 პოზიციას იკავებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა მეტალურგი და გორდა ვინ იყო ვერ გავიგე?
Grisha
22:11 03-07-2019
0
წარმატებები რუსთავს !
dima
22:16 03-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული