ჯანო ანანიძეს ნიკოლოზ ქუთათელაძის გამო "სპარტაკის" ხელმძღვანელობასთან ბოდიშის მოხდა მოუწია

AutoSharing Option
ავსტრიაში ჩატარებულ ოთხთა ტურნირზე "სპარტაკი" "კრასნოდართან" 1:2 დამარცხდა და მესამე ადგილზე გავიდა, მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა კი ამჯერად ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და 56-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.

ჯანომ ნამატჩევს თქვა, რომ რადგან გუნდიდან დენის გლუშაკოვი წავიდა, კაპიტნად გიორგი ჯიქია უნდა აირჩიონ, ხოლო კონონოვმა განაცხადა, რომ გუნდისთავს თავად დანიშნავს.

ჯანომ sportbox.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ.

- ივნისში სოციალურ ქსელში ნიკო ქუთათელაძის სურათი გამოაქვეყნე. ამის გამო გისაყვედურეს?
- არ ვიცოდი, თუ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ის ქართველია და ბაზა
დავათვალიერებინე. გესმით, FIFA-ს კომპიუტერულ თამაშში ისე მაგრად დავამარცხე, რომ არ შემეძლო მისთვის სურათი არ გადამეღო. არც კი ვფიქრობდი, რომ მისთვის ფოტოს გადაღება "სპარტაკის" მაისურაში არ შეიძლებოდა. ხელმძღვანელობას ბოდიში მოვუხადე და პოსტი წავშალე.

- ქუთთელაძე ისე რა კომპიუტერული მოთამაშეა. როგორი ფეხბურთელია?
- ჯერ ერთად არ გვივარჯიშია, საქმეში არ მინახავს, ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის. მისი როგორც ქართველის, მხოლოდ მხარდაჭერა შემიძლია და წარმატებას ვუსურვებ.

- ორი დღის წინ იველინ პოპოვს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ "სპარტაკის" სკანდალებმა ჩემპიონობა და "სევილიას" დამარცხება მეორე პლანზე გადასწია. თითქოს დაივიწყეს. შენ ასეთი შეგრძნება გაქვს?

- არა, ამის დავიწყება როგორ შეიძლება. ჩემპიონობა და "სევილიას" ძლევა მახსოვს, წაგებებიც. არ მინდა გულშემატკივართა ზოგიერთ ფეხბურთელთელებთან კონფლიქტებზე კომენტარი გავაკეთო. ეს ჩემი საქმე არ არის. მთავარი ფეხბურთის თამაშია. სანამ "სპარტაკში" ვარ, გუნდის დასახმარებლად მაქსიმუმს გავიღებ. "სპარტაკისადმი" ყველას დამოკიდებულება ასეთი უნდა იყოს, ეს სახალხო გუნდია, მე ის მიყვარს. შეიძლება ითქვას, აქ დავიბადე. არა მგონია, რასაც ნეგატიურს წერენ, სერიოზულ ზემოქმედებას ახდენდეს.

altჯანო ანანიძე: რაც "სპარტაკში" ვთამაშობ, ასეთი დატვირთვები არ გვქონია

altრუსული პრესა ჯანო ანანიძის გაყიდვას წინასწარმეტყველებდა, ის კი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა

altგოსდუმის თავმჯდომარის მოადგილე: შესაძლოა, საბა კვირკველია და ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებში აღარ იხმონ

altნიკოლოზ ქუთათელაძემ "სპარტაკში" მედშემოწმება გაიარა

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ერხელ თურმე ბორის პაიჭაძემ, შეატყო რა რომ მეკარე წინა ღამის ნაქეიფარი იყო, სილა გააწნა და უთხრა-"შენ საფეხბურთო კარს კი არა, დარიალს იცავ და ეს კარგად დაიმახსოვრეო! ნირწამხდარ მეკარეს ხმა არ ამოუღია, მიხვდა რომ ბორისი მართალი იყო! ორივეს დაადგეს ნათელი იმქვეყნად-დიდი კაცები იყვნენ, დიდი გული ჰქონდათ, ქართული, ჯიგრიანი! ანანიძეს და მის მსგავსებს კი ვაჟას შევახსენებ-"საზარელია შადგომა უგრძნობლობისა გზაზედა"...
შადიმან ბიწაძე
21:44 17-08-2019
0
მეფე, თუ გიყვარს? შემეკითხნენ ანაზდეულად.
აბა მაშ როგორ?
მეფის მონა ვარ და მის მსახური,
სპარტაკი მიყვარს,
ძალიან მიყვარს,
განსაკუთრებით, თუ ფულზეა გამოსახული.
აღსდექ საქართველო! ზებრას მთა და მდელო!!! ტაშ კუკური და შენ დაუკარ, რას მოვესწარ და რას ცხედავ ღმერთო!!!.
დაცვის კოდი არასწორი ყოფილა და მერცხალი ბადრიჯანი გგონია.......
კ ო მ ბ ლ ე
12:28 05-07-2019
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული