#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძეც თბილისის "დინამოში" ითამაშებს? "ტორპედოს" ფან-კლუბი ტრანსფერს აანონსებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ფან-კლუბი "We Are Torpedo ჩვენ ვართ ტორპედო" ფეისბუქის საშუალებით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქუთაისელთა თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, დიდი ალბათობით , თბილისის "დინამოში" ითამაშებს.

"ბუდუ ზივზივაძეს ევრო ტურნირები უნდა ეთამაშა მაგრამ ლოკომოტივთან მიღებული ტრავმის გამო ის ყაზახეთში ვერ გაემგვზავრება , ამით კი რა თქმა უნდა ისარგებლა თბილისის დინამომ და 99% ბუდუ კვლავ მათთვის შეუტევს"- ნათქვამია ფან კლუბის ტექსტში.

ოფიციალური განცხადება აღნიშნული ტრანსფერის შესახებ არცერთი მხარის მიერ არ გაკეთებულა.

25 წლის თავდამსხმელი თბილისის "დინამოს" აღზრდილია. წინა 2018 წლის სეზონიც თბილისურ კლუბში გაატარა
და "ტორპედოს" "დინამოდან" შეუერთდა.

Sportall.Ge