გიორგი ხარაიშვილმა საგოლე პასი გააკეთა და პენალტი გააცუდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ივლისს, შვედეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგმა" საკუთარ მოედანზე "სუნდსვალი" 2:1 დაამარცხა.

მატჩმა საკმაო ინტერესი გამოიწვია, "ულევიზე" საკუთარი გუნდის მხარდასაჭერად 9 248 მაყურებელი მივიდა და 25-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ერიკსონმა ანგარიში გახსნა, 44-ე წუთზე კი ხარაიშვილის პასით კალისირმა მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი.

68-ე წუთზე გიორგიმ ამ სეზონში მეორედ ვერ გამოიყენა პენალტი, 88-ე წუთზე კი სტუმრებმა ერთი გოლი  გაქვითეს.

"გეტებორგმა" 14 მატჩში 25 ქულა მოაგროვა, სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და 13 ივლისს გასვლაზე "ფალკენბერგს" შეხვდება.

ხარაიშვილი მიმდინარე პირველობის
13 შეხვედრაში თავის გუნდს 3 გოლით შეეწია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული