ქართული საფეხბურთო სააგენტოს, SmartBall Sports Management-ის წარმომადგენლები ლევან ზუხბაია და მიხეილ ხუციშვილი 10 ივლისს ესპანეთის ქალაქ სარაგოსაში გაფრინდნენ.

სააგენტოს კლიენტები ისეთი ქართველი ფეხბურთელები არიან, როგორებიცაა გიორგი პაპუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ვახტანგ ჭანტურიშვილი და სხვები.

Sportall.ge ლევან ზუხბაიას ესპანეთში დაუკავშირდა და გამგზავრების მიზეზებსა და ქართველი ფეხბურთელების მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.

"სარაგოსაში ლევან გრძელიძეს გამოვყევით, რეაბილიტაციისთვის 2 თვე დარჩა და ვარჯიშს დაიწყებს. გიორგი პაპუნაშვილი გუნდთან ერთადაა, "სარაგოსაში" რჩება, რაღაც შემოთავაზებები იყო, მაგრამ ამ სეზონში დარჩენა ვამჯობინეთ. ის ჯანმრთელადაა, გუნდი ხვალ იკრიბება და მოსამზადებელი ეტაპი იწყება.

კიდევ ერთი კარგი სიახლე - 13 ივლისს სევილიაში ჩამოდის 18 წლის ნახევარმცველი ნიკოლოზ მემარნე, ის ვარჯიშს "ბეტისის" მეორე გუნდში დაიწყებს.

მასზეა დამოკიდებული ყველაფერი, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, ძალიან მეიმედება ამ ასაკში მისი საქმისადმი პროფესიონალური მიდგომის, დანარჩენს დრო გვაჩვენებს. "ბეტისი" დიდი გუნდია, რაც დამატებითი მოტივაციაა მისთვის", - უთხრა Sportall.ge-ს ლევან ზუხბაიამ.

ჩვენის მხრივ გეტყვით, რომ ნიკოლოზ მემარნე ბოლოს "იბერია 2010"-ში თამაშობდა, ის საქართველოს იმ 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, სადაც ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდნენ.

69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
ანტონის დამატება ლა ლიგის გრანდს სურს
მემარნე "ბეტისში" არ დარჩა, პაპუნაშვილი 100%-ით მზადაა - "ესპანელი" ქართველების ამბები
"რუსეთი ჩვენს ინტერესებში არ შედის" - როგორ გაგრძელდება პაპუნაშვილის კარიერა?
ლევან ზუხბაია: ესპანელებს ძალიან მოეწონათ გრძელიძის თამაში და ამიტომაც შევთანხმდით
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
კონფერენს ლიგა. 1/4-ფინალი: "ჩელსი" თითქმის უკვე ნახევარფინალშია
"ფიზიკური მომზადების გარეშე, პრემიერლიგაში ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში რთულია" - ამორიმმა ანტონის შესახებ ისაუბრა
"ბეტისს" ანტონის გუნდში დატოვება სურს
ლევან ზუხბაია ჯაბა ჯიღაურზე: ასეთი მუშა ქართველი ფეხბურთელი არ მინახავს
ჯაბა ჯიღაურის მენეჯერი: საკმაოდ საინტერესო ვარიანტები გვაქვს
"ესპანეთში რამდენიმე ახალგაზრდა ქართველის ტრანსფერზე ვმუშაობ, პაპუნაშვილი კი უკეთესად არის"
ისკომ "რეალს" გაუტანა და აღნიშნა - "ბეტისმა" "ბლანკოსი" დაამარცხა [VIDEO]