10 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლითი მატჩი "საბურთალომ" "შერიფთან" ბრწყინვალედ ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა.
13 460-იანი სტადიონი სანახევროდ შეივსო და გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ თავის გუნდს მხარს. საქართველოს ჩემპიონმა თამაში ყოველგვარი სასტარტო მღელვარების გარეშე დიწყო და მეტოქეს უპირატესობა არ დაუთმო. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-12 წუთზე შექმნეს, როდესაც ბობანის დარტყმულ ბურთს მიგინეიშვილი დაეუფლა.
"საბურთალო" მოწინააღმდეგეს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდა, თამამად უტევდა, ბურთსაც ხშირად ფლობდა, მაგრამ კარში დარტყმას ვერ ახერხებდა. შეიძლება ითქვას, მცირე უპირატესობასაც კი ფლობდა, რაც დნესტრისპირული გუნდისთვის ალბათ, მოულოდნელი გახლდათ.
30-ე წუთზე კი აქტიურმა მალიმ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი ჩააწოდა და როლოვიჩმა თავურით მიკულიჩის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
როლოვიჩის გოლი
10.07.19. შერიფი - საბურთალო 0:1. როლოვიჩის გოლი
38-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ დიასამიძემ ბურთი ძელს გაარტყა.
ტაიმის დასასრულს "საბურთალო" საერთოდ შტურმზე გადავიდა, თუმცა მეორე გოლის გატანა ვერ მოახერხა.
სამაგიეროდ მოხერხეს მეორე ტაიმში - ჯერ კოხრეიძემ შორიდან აუღებელი დაურტყა მიკულიჩს.
კოხრეიძის ულამაზესი გოლი
10.07.19. შერიფი - საბურთალო 0:2. კოხრეიძის გოლი
შემდეგ კი ლამაზი კომბინცია კაკუბავამ თავურით დააგვირგვინა და ტირასპოლელ ფანებს "კატიუშას" სიმღერის ხალისი დაეკარგათ.
კაკუბავას გოლი
10.07.19. შერიფი - საბურთალო 0:3. კაკუბავას გოლი
აშკარა შეიქნა ქართული გუნდის უპირატესობა ტექნიკაში, არც ძალისმიერ ორთაბრძოლებში არაფერს არ უთმობდნენ ვიზავის და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.
ტირასპოლი. "ბოლშაია სპორტივნაია არენა"
შერიფი - საბურთალო 0:3
გოლები: 0:1 როლოვიჩი (30), 0:2 კოხრეიძე (67), კაკუბავა (71)
შერიფი: მიკულიჩი, პალჩიჩი (ტამბე 69), იახი, ხურადო (ანტონი 46), კრისტიანო, პალიჩი (ბალიმა 46), გორდიენკო, ლატიფი, ბობანი, კენდიჩი, პოსმაკი
საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, გონსალვესი (შინდაგორიძე 70), ლაკვეხელიანი, დიასამიძე, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (კაკუბავა 60), როლოვიჩი, კოხრეიძე (გაბედავა 77)
Night
საბურთალო არის საუკეთესო გუნდი ეროვნულ ლიგაში რომელმაც დაამარცხა ჩვენთვის მრისხანე შერიფი ასე რომ ცოტა გააერკვიეთ აზრზე რომ არ ხართ ფეხბურთის რეალი და ბარსელონას გარდა მეტი რომ არაფერი იცით თქვენი საფეხბურთო განათლება მხოლოდ გრანდებით შემოიფარგლება ანუ როცა საკვალიფიკაციო ეტაპები მიმდინარეობას შეიკავეთ თავი კომენტარებისგან რაც შეეხება ზაგრებს ხორვატური ფეხბურთი საერთოდ არ არის ტექნიკური და წინა წლებში ჩვენმა კლუბებმა ბევრჯერ დაამტკიცეს რომ ფიზიკურ ძალაზე დამოკიდებული გუნდების დამარცხება შეგვიძლია ზაგრების დინამო ელიტარული დივიზიონიდან არ არის ასე რომ მშვენიერი მეტოქე ყავს საბურთალოს
შეტევა
მეტოქის პატივისცემაც კარგი რამეა ისე. გამარჯვებასაც და დამარცხებასაც ღირსეულად უნდა მიღება.
გიოშა
:))) დიზლაიკებით ივსება ისეთი კომენტარები,რომელიც რეალობასთან ახლოს არის,მაგრამ არ აწყობს ფეხბურთის ფედერაციას,ტოტალიზატორს და პრესას.ხომ დარჩნენ უმუშევარი საზოგადოება რომ გაერკვეს თუ სინამდვილეში რა ხდება!!! :)))
Irakli Apkhaidze
ერთი ნორმალური ჰაილათები ვერ დადეთ?
gela 67
რედაქტირების ნიჭი რომ შეგენახა აჯობებდა, 5 წელია არ წაგიკითხავს და იცოდე,რომ მაგ დანარჩენ სიტყვებსაც ხმარობენ დღეს, ამდენ წერა-კითხვის გარჩევას,გერჩია საქებარი რამ დაგეწერა "საბურთალო"ზე,ხოლო გრამატიკა და მართლწერა ლევან ღვინჯილიას გადააბარე................
ქუთაისელი
მე მოვდივარ 18-ში თქვენს საგულშემატკივროდ! შარშან ევროპა ლიგის ტორპედოს თამაშზე მთელი საბურთალოს კლუბი იჯდა ჩვენს საგულშემატკივროდ და ვალში ვგრძნობ თქვენს წინაშე თავს. მინდა რომ აქაც გაანგრიოთ მოლდოველები! წარმატებები!
Jango
1) ჯერ თბილისშია გასაფორმებელი ეს მოგება 2) 5 მილიონიან საბურთალოს 75 მილიონიან ზაგრების დინამოს ნუ შეადარებთ, იმათი 1 ფეხბურთელი ღირს 15 მილიონი ანუ 3-ჯერ მეტი ვიდრე ჩვენი კლუბი. 3) თანამედროვე ფეხბურთში არ არსებობს სუსტები,არსებობს უხეიროები და უპატრონოები, არც ერთი და არც მეორე საბურთალოს არ ეთქმის 4) თუკი ზაგრებს დასძლევს კარგია, თუ გამოვარდება მთავარია რომ ეს იყოს ღირსეულად გაწეული წინააღმდეგობის შედეგი და ისევე არ ჩამოისალოს ზაგრების წინააღმდეგ როგორც შერიფი ჩამოიშალა საბურთალოს წინააღმდეგ. წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო, არაფერმა შეგაშინოთ, მიჰყევით ბოლომდის, ეს ბრძოლაა და აქ სისუსტეს არავის პატიობენ. იყავით ძლიერები! იმედია რომ დღეს ქართული კლუბები გაგვახარებენ!
კახა ქ.
იმ ხხალხის გამკვირვებია ვინც საბურთალოს მოგებას ჩრდილს აყენებს.რამ გაგაბოროტათ ასე,ყოველდღე იგებს ქართული გუნდი 3:0გასვლაზე,თან კაგრგი,გამართული თამაშით...შერიფის არაა ხელწამოსაკრავი გუნდი,სულ თამაშობს ევროპაზე.ასე რომ გირჩევნიათ მაგ ბოღმის ნთხევას უსიამოვნოდ და სხვაც ასიამოვნოთ.გილოცავთ ბიჭებო-ეს ერთი და სხვა მრავალი
ზურა
ერთი 5 წელია ქართული სპორტული სტატია აღარ წამიკითხავს და ისევ ისეთი ტერმინოლოგია ტრიალებს, ნაკლბადპოფესიონალური და დამამცირებელი. რას ქვია "გააბითურა"? ბარემ იქნებ "მიაგოიმა", "მიაფარჩაკა"?
roma
მადლობა ამ ბიჭებს სიხარულისთვის, მთავარია ახლა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ და ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი საქართველოშიც ააჟღეროთ შემოდგომაზე. წარმატებები საბურთალოს გგულშემატკივრობთ ბათუმიდან.
გიოშა
თუ ასეთი მაგრები ხართ,დინამო ზაგრებიც აუცილებლად უნდა გამოაგდოთ!!!
alexandre
შერიფი ის გუნდია, რომელმაც ბოლო წლებში საქართველოს ყველა გუნდს მოუგო, ევროპალიგაში რეგულარულად თამაშობს. ისე მართალიხარ, ბარსამდე და ლივერპულამდე ბევრი აკლია. ვაი შენს პატრონს.
irakli
19 წლიანების ნაკრებში 2 ტალანტი შევამჩნიე კოხრეიძე და ჩაკვეტაძე. მიკვირს რომ კოხრეიძე ისევ საბურთალოშია, თუმცა თვითონ გუნდისთვის ძალიან კარგია.ასევე კარგია რომ რუსეთში არ წასულა. შემდეგ სეზონში ალბათ რაიმე ძლიერ კლუბში ვიხილავთ.
alexandre
არის ძალები და მათი მომხრეები, რომელთაც მხოლოდ 1 ამოცანა აქვთ: რაც შეიძლება ცუდათ იყოს საქართველო, ყველაფერი დანგრევამდე მივიდეს, რომ შესძახონ - მხოლოდ ჩვენ გიშველით!!! წყეულიმც იყვნენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
Buxrika
იმედია ლიგაზე თუ არა ევროპალიგაზე მაინც გავალთ.დონემ აშკარად მოიმატა.და იმედია ევროპულ კლუბებში წავლენ ეს ბიჭები ოღონდ არა რუსეთში
qomagi
აი რას ნიშნავს კერძო კლუბი, სწორი მენეჯმენტი და გამართული ინფრასტრუქტურა თავისი აკადემიით! ბარაქალა მთელ "საბურთალო"-ს და განსაკუთრებით მის პრეზიდენტს, ბ-ნ ტარიელ ხეჩიკაშვილს! ამ გუნდმა დაამტკიცა რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთს მომავალი აქვს და ქართული გენი უკვდავია. ზემოაღნიშნული ფაქტორების გარდა დიდი როლი ითამაშა მწვრთნელის კვალიფიკაციამ ('ჭია' ერთ-ერთი საუკეთესოა) და კიდევ იმან, რომ ამ ბიჭების უმრავლესობა კარგა ხანია რაც ერთად მოდიან - ჯერ კიდევ 19 წლამდელთა ნაკრებში, ჩაკვეტაძის გვერდიგვერდ თამაშობდნენ ზოგიერთი მათგანი. ამათ დამატებული 2-3 ნორმალური ლეგიონერი და აჰა, შედეგიც. მოკლედ, გაგიმარჯოთ ბიჭებო და 16-ში თქვენთან ვართ!
alexandre
დილას რომ გავიღვიძე, პირველი რაც ვიფიქრე, რა კარგი საზმარი ვნახე თქო. მერე გამახსენდა თქვენი დახმარებით თამაშსაც რომ ვუყურე - რისთვისაც დიდი მადლობა. სანამ ინტერნეტში არ ვნახე შედეგები, მაინც არ მჯეროდა. ჰო და შევძახე - აწი მაინც ვისაც გვჯერა გაგვატარეთ! გაიხარეთ ბიჭებო! თქვენ დღევანდელ საცოდავ საქართველოს სიხარული აჩუქეთ! თქვენ იმედი დაუბრუნეთ ერს! თუ ფეხბურთში გვეშველება რამე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში რატომ არ შეიძლება გვეშველოს?! ყოჩაღ საბურთალო! წარმატებებს გისურვებთ! ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისი ყოფილიყოს მრავალი სხვა მიღწევებისთვის!
გულშემატკივარი 58
ეს გამარჯვება, უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ სხვა ქართულმა კლუბებმა ირწმუნონ საკუთარი ძალების, რომ არავისზე ნაკლები ფეხბურთელები არ არიან ქართველები და მოგება ყველასთან შეიძლება (რასაკვირველია, შერიფი არ გამოდგება ძალების გასაზომად, მაგრამ მაინც). თამაშის წინ ვის შეეძლო ეთქვა, რომ საბურთალო 3:0-ს მოიგებდა?
ბათუმი
გილოცავთ კიდევ ერთხელ მთელ საქართველოს გამარჯვებას......კოხრეიძე იმსახურებს ნაკრებში გამოძახებას
beso
გილოცავთ ბიჭებო გამარჯვებას ასე გააგრძელეთ, ვინ უარყოფით კომენტარებს წერთ არ გრცხვენიათ? იმის მაგივრად რომ მიულოცოთ ბიჭებს გამარჯვება და წარმატებები უსურვოთ რამ გაგბოღმათ ასე, ზაგრებთანაც მოვიგებთ და მერე ხმა აღარ გექნებათ ამოსაღები მაგრამ ბოღმებს ისიც არ გაგიხარდებათ, ქართველები ხართ და ქართველების გამარჯვება როგორ არუნდა გაგიხარდეთ, დღევანდელი მოგება გაგიხარდეთ და ხვალინდელ თამაშზე ხვალ ილაპარაკეთ, გრცხვენოდეთ კრიტიკოსებო ნუ იბოღმებით.
გიოშა
რასაც ვწერ,მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია.ყველაფერს წყვეტს ფული!!! დარწმუნებული ვარ რუსებმა დიდი ფული დადეს,რომ შერიფი სამი ბურთის სხვაობით არ წააგებდა.მასპინძელი გუნდის მოგებაზე და ფრეზე იმდენი ფული დაიდებოდა ხომ საერთოდ არაა ლაპარაკი.გასაკვირი ისიც იქნებოდა,ბრძოლაში რომ მოგვეგო ერთი ბურთის სხვაობითაც კი.ასე მხოლოდ ზღაპარში ხდება...!!!
buba
გენაცვალეთ ბიჭებო!!!!! ყოჩაღ ჭია!!! ლაღი, თავისუფალი(არა დაძაბული) თამაში, რაც ასე ძაან გვენატრება ჩვენი გუნდებისგან!!! აბა ახლა ყველას საყურადღებოთ ვისაც გეხებათ!!... არ ვიცი... გუნდის მფლობელს, გუნდის პრეზიდენტს, მწვრთნელს, ფედერაციას, თუ ვისაც!!!!... არ დაშალოთ ეს გუნდი, სხვებივით!!!! შეინარჩუნეთ და მცდელობა არ მოაკლოთ რომ როგორმე უფრო გააძლიეროთ კიდეც!!!!!!! წარმატებები საბურთალოს!!!
buba
გენაცვალეთ ბიჭებო!!!!! ყოჩაღ ჭია!!! ლაღი, თავისუფალი(არა დაძაბული) თამაში, რაც ასე ძაან გვენატრება ჩვენი გუნდებისგან!!! აბა ახლა ყველას საყურადღებოთ ვისაც გეხებათ!!... არ ვიცი... გუნდის მფლობელს, გუნდის პრეზიდენტს, მწვრთნელს, ფედერაციას, თუ ვისაც!!!!... არ დაშალოთ ეს გუნდი, სხვებივით!!!! შეინარჩუნეთ და მცდელობა არ მოაკლოთ რომ როგორმე უფრო გააძლიეროთ კიდეც!!!!!!! წარმატებები საბურთალოს!!!
რეალობა
ვულოცავ საბურთალოს ყველა გულშემატკივარს ამ გამარჯვებას. ბოლოს როდის გადავლახეთ ლიგის პირველი (!!!) საკვალიფიკაციო აღარც მახსენდება :))) ერთი რამე მინდა ავღნიშნო, ეს ახალი მოდელი ჩვენი ჩემპიონატის აშკარად ამართლებს, გუნდები კარგ ფორმაში ხვდებიან კვალიფიკაციის თამაშებს და ეს დიდწილად აისახება მათ შედეგებზე. ასევე, ცალსახაა რომ ჩემპიონატის დონე ამაღლდა როგორც თაქტიკური თვალსაზრისით, ასევე ფეხბურთელების კვალიფიკაციით და ფიზიკური მომზადებით. არ მგონია ამაზე ვინმე შემომედავოს. მთავარია ეს კურსი შევინარჩუნოთ, ვიფიქროთ ჩემპიონატის დონის აწევაზე და მერე ნახეთ შედეგები. აი ბათუმის დინამო რომ გავა მომავალ წელს კვალიფიკაციაზე, ამ ულამაზეს ქალაქში, ულამაზეს სტადიონზე, თავისი გამორჩეული გულშემატკივრებით, დაუჯერებელი იქნება :)) შემდეგ, ბევრი საშუალო დონის ფეხბურთელი, ლეგიონერი, აქ ჩამოსვლაზეც აღარ იტყვის უარს. მათ უარზე, ბევრი მქვრთნელი აღნიშნავს გულის ტკივილით
ვასიკო
იმედია ვაისმა უყურა ამ მატჩს და ისევ თარაზიდან აღარ გამოიძახებს ელგუჯა ლობჟანიძეს კოხრეიძე მანამდე უნდა გამოეძახებინა ასეთი ფორვარდი სჭირდება საქართველოს ნაკრებს
გიოშა
))) დიზლაიკის დამწერნო პროფესორებო-ყველაფერს წყვეტს ფული!!! ვეღარ გაიგეთ???
გიზოგ
ფორცა საბურთალო, გაიხარეთ ბიჭებო, იმ სხარულისთვის რაც წუხელ მოგვანიჭეთ ქართველ ფეხბურთის გულშემატკივრებს. მადლობა მთელ კლუბს.
KUTAISELI
kochag saburtalos, rogorc ikna gadavlaxet moldovuri barieri, romelic gadaulaxavi iko kartuli gundebistvis clebia, madloba titoeul pegburtels tavdadebistvis, ase gaagrzelet bichebo, aseti tamachit zagrebsac davdebt bechebze,carmatebebs gisurvebt da gilocavt am udides gamarjvebas.
შაკო
აი რას ნიშნავს, როცა გუნდი შეკრულ-შეთამაშებულია და მეგობრული კოლექტივია კარგი მწვრთნელით. და კიდევ 5 სავარაუდო მეტოქე რო ამოვიდა, ვნატრობდი ნეტავ შერიფი ან დიუდელანჟი შეგვხვდეს მეთქი და ზოგი არ მეთანხმებოდა.
Reus
777 რა გინდა? რომც გამოაგდოს ზაგრებმა არაუშავს გადავლენ ევროპაზე ჩვენ ყველას უნდა გვიხაროდეს რომ ეს თამაში ღირსეულად მოიგო საბურთალომ
sormona
ყოჩაღ, ყოჩაღ და კიდევ ყოჩაღ!!! ძაან გაგვახარეთ :):):)
samtredski
ვულოცავ ბიჭებს და რა რეალობაში ვართ გამოჩნდება თბილისურ თამაშში უნდა გაიფანტოს ყველა ეჭვი წინ საბურთალო.
samtredski
ვულოცავ ბიჭებს და რა რეალობაში ვართ გამოჩნდება თბილისურ თამაშში უნდა გაიფანტოს ყველა ეჭვი წინ საბურთალო.
555
ხოოოოოო, შერიფი ევროპაში გუგუნებს, თავს ნუ იტყუებთ, სახელოვანია დინამო ზაგრები და ვნახავთ რა ბიჭებიც ხართ
777
გქონდეთ იმედი, კაცი იმედით ცხოვრობს, საბურთალო პირველი ეტაპის მერე გაიყინება, დინამო ზაგრები მინიმუმ2-3 გოლს გაუტანს და თბილისშიც მოიგებს. სხვა გუნდებსაც იგივე ბედი ეწევათ, შესაძლებელია პირველი ეტაპი დასძლიონ (რაშიც ეჭვი მეპარება) შემდეგ კი დაისვენებენ და თქვენ დაიწყებთ მსაჯებმა შეგვჭამა და ა.შ.
ზურაბი
რამხელა სიხარულია თუნდაც შერიფის დამარცხება,წინ საბურთალო, გაიხარეთ.
toro
ის დინამო ზაგრების მერე ვილაპარაკოთ
goli
რა არის გადასარევი, თავისზე უარეს გუნდს რო მოუგო? შემდეგ ეტაპზე დინამო ზაგრები ორივე თამაშს რო მოუგებს და ბურთს თავზე რო გადაახევს მაშინ იტრაბახეთ. შერიფი რა გუნდია საერთოდ
გიორგიპირველი
ის ხალხი სადაა, საბურთალო ხუთით ნულს წააგებსო, რო იბოღმებოდნენ?
სოსო
შერიფში ბევრი ახალი მოთამაშეა,შეთამაშება დააკლდებათ და ეს ჩვენი შანსია მეთქი ვფიქრობდი,თანაც წესით არც ფიზიკურად უნდა ყოფილიყვნენ ისინი ბოლომდე მომზადებულები,მაგრამ საბურთალომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.ყოჩაღ ბიჭებო.გილოცავთ წარმატებულ დებიუტს და ასევე წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც.იმედია თბილისელი მაყურებელი,ახლა მაინც მივა სტადიონზე
გიოშა
მომკალით და არ მჯერა.მატჩის ანგარიში დიდ ეჭვს ბადებს...!!!
ყოჩაღ საბურთალო! ლაშა დვალიშვილო შენ ხარ ბოღმიანი არსება.საბურთალოზე,რომ იძახდი ბოლო ტურში ეხლა გადავიდეთ ნამდვილ ფეხბურთზე,კოპა ამერიკაზეო. გაჩვენეს რა არის მამდვილი ფეხბურთი ბიჭებმა,მაგრამ შენ ბოღმისგან თვალები გაქვს დაბინდული და მაგ გამარჯვებასაც ვერ შეირგებ,უპოვნი მიზეზებს და გააკრიტიკებ.შენი მეგობარი ფეხბურთის ექსპერტი გრიშა მომიკითხე.თქვენს ჯინაზე აუცილებლად განვითარდება ქართული ფეხბურთი
daviti
უკეთერს დასაწყისს ვერც ვინატრებდით, დიდი მადლობა "საბურთალოს" გუშინდელი საღამოსთვის, ძალიან ვისიამოვნე თამაშით, წარმატებები "საბურთალოს" და ყველა ქართულ გუნდს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ყველაფერი გამოგვივა, მთავარია ერთად და გულით ვაკეთოთ
დიდგორელი!
ერთი თვის წინ ვწერდი აქ,კოხრეიძე იქნება ევროპული სეზონის აღმოჩენა თქვა. მიდი გიო, მაგარი ბიჭი ხარ, ქართველი მესი ხარ.
Mosexoneli
აი სად იჩენს წარმატება თავს როცა ბავშვთა ფეხბურთს განავითარებ
Dadu
თამაშს ვერ ვუყურე, მაგრამ სტატისტიკითაც თუ ვიმსჯელებთ ძაან ვაჯობეთ რასაც მართლა ვერავინ წარმოიდგენდა. იმედია განმეორებითს 5-0 არ წავაგებთ (ბევრჯერ გვივაჟკაცია ასე)
შოთა
ყოჩაღ საბურთალოო!!! არ მეგონა გასვლაზევე რომ გაანაღდებდნენ კარგი გუნდი შეუკრიათ
სიმართლის მოყვარული
მართლაც ძალიან გაგვახარა "საბურთალომ". კარგა ხანია ჩვენს კლუბებს ასეთი სიხარული არ მოუტანია... უმორჩილესი თხოვნა მექნება - არ მოდუნდნენ, არ ჩათვალონ, რომ უკვე "შერიფთან" შეჭიდება დასრულდა... და კიდევ - სასტიკად არ მომწონს ამ პუბლიკაციის სათაური. მეტი პატივისცემა გვმართებს მეტოქის მიმართ, თუმდაც შევძელით მისი დამარცხება...
გადასარევი გიორგი
ძალიან მომეწონა!! მაგრები ხართ! დიდი მადლობა მწვრთნელს! ესმის კაცს ფეხბურთი!!! ასე რა! ეს დინამო და ფიფია და ვაისი არ გაიშვა - რეალურად პირველ ნომრად , ლაღად თამაშობდნენ და მოგებაზე, შიშის გარეშე, ჯიგრულად!!! ასე რა ასე :)) მადლობა დიდი!!!
ოპტიმისტ
იმედი მაქვს ყველა ქართული კლუბი გავა,ტორპედო რო არ დაშლილიყო 100 პროცენტიანი გაივლიდა ამ ყაზახებს მაგრამ ახლაც არა აქვს ცუდი შანსი 40/60 მაგრამ მჯერა რო გავა
levani
ვის ეგონა რომ მოვიგებდით თან ესე? ამიტომ ახლა ყველანი სტადიონზე განმეორებითზე
თემო
სასიამოვნოთ გაოცებული დავრჩი. აიაქსის სტილში ითამაშეს,ახლო პასები და მერე მოულოდნელად გრძელი გადაცემა.შერიფია სუსტი თუ ჩვენები არიან მაგრები ზაგრებთან გამოჩნდება
ზურე
გამჩენი აწუხებთ
მე
ბიჭებო გაიხარეთ, მადლობა დღევანდელი დღისთვის, ღმერთის ნებით ესე გააგრძელეთ და ლიგის ჰიმნი მოგვასმენინეთ თბილისში ამ შემოდგომას. პ.ს ფბზე ვინც წერდით 40-0 ან 20-0 წავაგებთო არაფერი გაწუხებთ?
გულშემატკივარი
ყოჩაღ, ცოტა მოულოდნელია! შერიფი, საერთოდ სახელიანი გუნდია/
Saxeli
ბიჭებო მადლობა დღევანდელი სიხარულისთვის. პ.ს ფბზე ვინც წერდით 20-0 ან 10-0 წავაგებთო არაფერი გაწუხებთ???????
Geo_Dinamo
ბრავო საბურთალო. მადლობთ რომ გაგვახარეთ. გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ
Jango
ჯგრები.ოქრო ბიჭები.ვაჟკაცები.გილოცავთ! წარმატებები საბურთალოს!
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
რანაირად?! - "შერიფის" ფეხბურთელი: "საბურთალოზე" უკეთესი გუნდი ვართ
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
მატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში
შარშანწინ "საბურთალოსთან" წავაგეთ, სწორი დასკვნები გავაკეთეთ და...- ინტერვიუ "შერიფის" ქართველ ლეგენდასთან
გიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
კიუიტის ამაზრზენი განცხადება - დირკი "კონკიას" წარმატებამ გააღიზიანა