"შერიფი" ჩივის: "საბურთალოსთან" არაფერი არ გამოგვივიდაო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალოსთან" წაგებულ მატჩს  (0:3) "შერიფის" საიტმა მიმოხილვა მიუძღვნა.

როდესაც არაფერი არ გამოგდის
"შერიფმა" ახალ ევროპულ კამპანიაში წარუმატებელი სტარტი აიღო. "საბურთალოსთან" შეხვედრა ისე წარიმართა, როგორც არავინ არ ელოდა, თვით სტუმრებიც.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაშისას გუნდებმა ორ-ორი მომენტი შექმნეს, რომელთაც საგოლე შეიძლება უწოდო, მაგრამ ანგარიში "საბურთალომ" გახსნა. მათ ჩვენი დაცვის ერთადერთი შეცდომით ისარგებლეს.

ზორან ზეკიჩის შეგირდებს თამაში არ გამოსდიოდათ, რაც სტუმრებს სახიფათო კონტრშეტევების საშუალებას აძლევდა. ისე მოჩანდა, თითქოს ანგარიში მთლად ლოგიკური არ იყო. შესვენებაზე ორი ცვლილების განხორციელებით ჩვენი გუნდის დამრიგებელმა
ნახევარდაცვას სიმწყობრე შესძინა.

თუმცა, თამაშის გაუმჯობესების მიუხედავად, მეორე ტაიმი ჩვენთვის სამწუხარო შედეგით დასრულდა. ერთ-ერთი კონტრიერიშისას სტუმრებმა საჯარიმოს გარედან გაიტანეს გოლი.

ბურთი აკურატულად ცხრიანში ჩაჯდა. შეხვედრის მეორე ნახევრის დასასრულს გათამაშებული კუთხურის შედეგად კი ანგარიში საერთოდ გამანადგურებელი გახდა.

"შერიფი" არ დანებდა, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება ვერ მოახერხა. განმეორებითი მატჩი თბილისში 16 ივლისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგაა მოლდოვას თვალსაწიერი და შეფასებები. ვინც იცის გაიხსენოს ინგლისელების შეფასებები ვესტ ჰემს 4-1 რომ მოვუგეთ იმათ მოედანზე და შეადარეთ ამას. ორივემ ის რეალობა გამოთქვა რაც 'დაინახა'. ჰოდა, მოლდოვას და ინგლისის რეალობის აღქმის უნარების შედარება საერთოდ შეიძლება?
გიორგი
14:50 11-07-2019
0
ვაი თქვენს პატრონს ისე გამოყავთ სიტუაცია თითქოს ჩვენებს კი არ მოუგიათ, არამედ თავად წააგეს.დდდ
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული