კახა ჩხეტიანი ჟურნალისტს: რუსულად რატომ არ ვსაუბრობ? - იმიტომ, რომ ჩემი ენა უძველესი და ლამაზია!

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გასვლაზე "ორდაბასისთან" 0:1 დამარცხების შემდეგ, "ტორპედოს" მწვრთნელს, კახა ჩხეტიანს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რაზეც მან მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა:

- გავიგეთ, რომ რუსულ ენას კარგად ფლობთ, მაგრამ ქართულად გვესაუბრებით. რატომ?
- იმიტომ, რომ ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია, ყველას უნდა ესმოდეს... ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვსაუბრობ ქართულად!

altკახა ჩხეტიანი: შანსი გვაქვს - არავისი არ მეშინია, ხომ არ მომკლავენ

მკითხველის კომენტარები / 45 /
კარგი მწვრთნელი არის და მაგარი კაციც ყოფილა,ნაკრები ჩავაბაროთ რატომაც არა.
გოჩა
13 ივლისი 2019 14:49
0
ჩხეტიანი გვინდა ნაკრების მწვრთნელად!!!....დაშლილმა "ტორპედომ" როგორ გულით ითამაშა...პატრიოტები ყოველთვის გაიმარჯვებენ!.... აქ საფეხბურთო ანგარიშს უკვე დიდი მნიშველობა არა აქვს.... თუმცა დარწმუნებული იყავით, ეგეთ ხალხს ვერავინ ვერ დაამარცხებს!....(შინა მოღალაატეებს უნდა მივხედოთ!)
ამუნია
13 ივლისი 2019 13:19
0
კაი კაცი ხარ!
მიშკა
12 ივლისი 2019 22:52
0
ჩხეტიანები❤
ნინიკო
12 ივლისი 2019 21:55
0
კარგი პიროვნება, კარგი მწვრთნელი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი! წარმატებები ტორპედოს!
ვახო...
12 ივლისი 2019 19:22
0
ბატონო კახა, კარგი ქართველი ბრძანდებით!
და მადლობა ტორპედოს წაგების მიუხედავად გაქვთ შანსი და მჯერა ყველა ერთად გადავლახავთ ამ ბარიერს და არამხოლოდ ამას!
მინდა წარმატებები გისურვოთ!
მიუხედავად შესუსტებული შემადგენლობისა მჯერა მიაღწევთ წარმატებას! გამარჯვებები და წინსვლა თქვენ და სრულიად საქართველოს!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
12 ივლისი 2019 14:53
0
კარგი იყო,რაც მთავარია გულიდან წამოსული,და თუ ძმა ხართ რა,არ გინდათ ეს # საღოლ #,იქნებ გადაეჩვიოთ ამ თურქულ სიტყვას,ცოტა მაინს გვქონდეს ლექსიკონში,ყოჩაღ!-ამ სიტყვას რითი სჯობს?და საღოლ-ნიშნავს მადლობას!
Tazo
12 ივლისი 2019 14:46
1
არც ყოჩაღ არის ქართული სიტყვა მეგობარო ცნობისთვის. მაგ სიტყვის შესატყვისი ქართული სიტყვაა "ბარაქალა".
რეზო
12 ივლისი 2019 16:54
1
კარგ მწვრთნელობასთან ერთად კარგი ქართველიც ყოფილა.
თბილისი
12 ივლისი 2019 14:26
0
სხვათა შორის, ივანიშვილი გამოდიოდა ხოლმე საზღვარგარეთ სიტყვით ქართულად იმ მოკლე ხნის განმავლობაში, როცა პრემიერი იყო.
odala
12 ივლისი 2019 13:45
10
ჩემთვის პატივსაცემი ის არის, რომ ადამიანი რომელიც ათწლეულების განმავლობაში საქართველოში არ ცხოვრობდა, ყველაზე კარგად ქართულ ენას ფლობს. სხვათა შორის, მისი ქართული მირჩევნია ბევრი ნაციონალის ნახევრად ინგლისურ ქართულსაც. არ მაინტერესებს რატომ არ ლაპარაკობდა გამოსვლებისას უცხო ენაზე. ჩემთვის, ის ფაქტი, რომ ქართულად გამოდიოდა როგორც პირველი პირი, დასაფასებელია. რას ვიზიარებ მისი პოლიტიკური მოღვაწეობიდან, სხვა საკითხია.
odala
13 ივლისი 2019 02:59
0
"ია პომნიუ ვაშუ გადაცემუ"-ს შემდეგ რა გასაკვირია, რომ მხოლოდ ქართულად ილაპარაკებდა ? DDDD
korben dallas
12 ივლისი 2019 18:53
0
ძალიან ზუსტი და ღირსეული პასუხია!

ენა, რა თქმა უნდა, უნდა იცოდე! ქართველი კაცის ნათქვამია - "რამდენი ენაც იცი იმდენი კაცი ხარ". მაგრამ საჯარო გამოსვლის დროს, როდესაც შენ ქვეყანას წარმოადგენ - საკუთარ ენაზე უნდა იმეტყველო...
სიმართლის მოყვარული
12 ივლისი 2019 12:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული