კახა ჩხეტიანი ჟურნალისტს: რუსულად რატომ არ ვსაუბრობ? - იმიტომ, რომ ჩემი ენა უძველესი და ლამაზია!

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გასვლაზე "ორდაბასისთან" 0:1 დამარცხების შემდეგ, "ტორპედოს" მწვრთნელს, კახა ჩხეტიანს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რაზეც მან მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა:

- გავიგეთ, რომ რუსულ ენას კარგად ფლობთ, მაგრამ ქართულად გვესაუბრებით. რატომ?
- იმიტომ, რომ ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია, ყველას უნდა ესმოდეს... ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვსაუბრობ ქართულად!

altკახა ჩხეტიანი: შანსი გვაქვს - არავისი არ მეშინია, ხომ არ მომკლავენ

მკითხველის კომენტარები / 45 /
ძალიან ზუსტი და ღირსეული პასუხია!

ენა, რა თქმა უნდა, უნდა იცოდე! ქართველი კაცის ნათქვამია - "რამდენი ენაც იცი იმდენი კაცი ხარ". მაგრამ საჯარო გამოსვლის დროს, როდესაც შენ ქვეყანას წარმოადგენ - საკუთარ ენაზე უნდა იმეტყველო...
სიმართლის მოყვარული
12 ივლისი 2019 12:57
0
იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ნამდვილი ქართველი მაშინ, როცა გული ქართულად ძგერს.
მადლობა კახა, ქედს ვიხრი შენს წინაშე.
შალვა 73
12 ივლისი 2019 07:41
0
ბატონო კახა, კარგი ქართველი ბრძანდებით!
და მადლობა ტორპედოს წაგების მიუხედავად გაქვთ შანსი და მჯერა ყველა ერთად გადავლახავთ ამ ბარიერს და არამხოლოდ ამას!
მინდა წარმატებები გისურვოთ!
მიუხედავად შესუსტებული შემადგენლობისა მჯერა მიაღწევთ წარმატებას! გამარჯვებები და წინსვლა თქვენ და სრულიად საქართველოს!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
12 ივლისი 2019 14:53
0
ვაჟკაცი
irina
12 ივლისი 2019 08:51
0
კარგი იყო,რაც მთავარია გულიდან წამოსული,და თუ ძმა ხართ რა,არ გინდათ ეს # საღოლ #,იქნებ გადაეჩვიოთ ამ თურქულ სიტყვას,ცოტა მაინს გვქონდეს ლექსიკონში,ყოჩაღ!-ამ სიტყვას რითი სჯობს?და საღოლ-ნიშნავს მადლობას!
Tazo
12 ივლისი 2019 14:46
1
არც ყოჩაღ არის ქართული სიტყვა მეგობარო ცნობისთვის. მაგ სიტყვის შესატყვისი ქართული სიტყვაა "ბარაქალა".
რეზო
12 ივლისი 2019 16:54
1
უყურე თამაშს და გული მეწვებოდა,ბიჭები მაქსიმუმს ცდილობდნენ და მადლობა მათ ამისთვის.
მაინტერესებს ვინც ტორპედო დაშალა პასუხი არ უნდა აგოს??? ძველი ტორპედო ამ ორდაბასს დედას უტირებდა.უბრალოდ სიჩქარეს რო გადავაჭარბო 5 წუთში ჯარიმა მომდის და ხო ნათელია რო ვიღაცამ ტორპედოს ფული შეჭამა და რატო არავინ არ ინტერესდება ამით.ამასაც თავი რო გავანებოთ:ვინც ტორპედოს ფული სახლი წაიღე,შე დედა აფეთქებულო ვიღაცა ხარ,არასოდეს არ შეუწუხებიხარ სინდისს??? სახლში რო მიიტანე ფული და აჭმევ შვილებს,არ გიფიქრია რო არამ ფულს აჭმევ???
დ.ფ.
12 ივლისი 2019 11:18
0
მაგარი კაცი ყოფილა ჩხეტიანი და იმიტომაც სცემენ დიდ პატივს ფეხბურთელები და შედეგსაც იმიტომ ახწევდა ეს კაცი.
დ.ფ.
12 ივლისი 2019 11:07
0
სულ გამარჯვებული გევლოს შენს ლამაზ ქვეყანაში კაცო
gio
12 ივლისი 2019 11:02
0
ჩხეტო გენაცვალე ძმაო პოლიტიკოსებო მიბაძეთ ინგლისურად რო წვალობთ
soso
12 ივლისი 2019 10:34
0
გენაცვალე პასუხში უკვე გიჟს ვგავარ როდის მოვა 18 ყველანი ტორპედოს მხარდასაჭერად სტადიონზე იმსახურებენ ასი პროცენტით ფულის ტომარას ეთამაშა დაშლილი გუნდი და რა წინააღმდეგობა გაუწიეს ისე პოლიტიკოსებო მიბაძეთ ინგილისურად რო იტეხავთ კისერს .
ako
12 ივლისი 2019 10:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული