"ნახევარი საქმე გაკეთებულია" - სოსო ფრუიძის პირველი კომენტარი მოგების შემდეგ

AutoSharing Option
ფოტო: Fb.com/FCChikhura/

საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფურიძემ "ფოლა ეშთან" (2:1) ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

"ნახევარი საქმე გაკეთებულია. ვფიქრობ, რომ მეორე მატჩიც არანაკლებ სანერვიულო იქნება. თუმცა, ჩვენ, უბრალოდ ვალდებულები ვართ დავძლიოთ პირველი ეტაპი და ქართველი ხალხი გავახაროთ.

"ფოლას" წინააღმდეგ ზედმეტად ემოციური პირველი ტაიმი გვქონდა. თუმცა, მეორე ტაიმში დავწყნარდით და ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. პირველი ნახევრის შემდეგ უფრო თავდაჯერებულები ვიყავით, შევძელით ჩვენი სისწრაფეების გამოყენება და მივაღწიეთ მიზანს.

მინდა აღვნიშნო, რომ "ფოლა" სრულად გვყავდა შესწავლილი. ვიცოდით რა
შეეძლო თითოეულ ფეხბურთელს. ზუსტად იმ ტაქტიკას ველოდით, რითიც მოწინააღმდეგემ ითამაშა და სიურპრიზი ჩვენთვის "ფოლას" თამაშში არაფერი ყოფილა.

გათვალისწინებული გვქონდა, რომ "ფოლას" შეიძლებოდა გაეხსნა ანგარიში და გაშვებული გოლის შემდეგ ტაქტიკა შევცვალეთ.

ახლა უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიცით რას უნდა ველოდოთ მეტოქისაგან და ისიც, თუ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. მოწინააღმდეგეს გოლები აქვს გასატანი და იძულებული იქნება მეორე მატჩში შეგვიტიოს, დაცვის ხაზსაც უფრო ზევით ამოწევენ, გაჩნდება თავისუფალი ზონები და ჩვენ უნდა შევძლოთ ამ სივრცეების გამოყენება.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაგვიკავშირდა თამაშის შემდეგ. ლუქსემბურგშიც იყო ხალხი მოსული. ასევე, ვიცით რომ ძალიან ბევრი ადამიანი საჩხერესა და საქართველოში მთელი გულით გვგულშემატკივრობდა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა და ვისაც ჩვენი გამარჯვება გაუხარდა", - თქვა ფრუიძემ.

ხვიჩა ყაზაიშვილი ლუქსემურგიდან

altწინ გზა განათდა - რამდენი სარეიტინგო ქულა მიიღეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე

altგიორგი კორიფაძე: "ფოლა" თბილისშიც უნდა დავამარცხოთ, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ

altმიშიკო სარდალიშვილი: გატანილი გოლით სასწაულად გახარებული ვარ

altდავით მაისაშვილი: ჩვენს კარში მსაჯმა საკამათო პენალტი დანიშნა

alt"ჩიხურამაც" გაგვახარა - "ფოლას" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
ქართველი ფერგიუსონი !! ეჰ ბატონო ბიძინაა რაგახდა ესეთი კარგი და სტაბილური გუნდისთვის 5 ათასიანი სტადიონის აშენება საჩხერეში , ისეთივე როგორიც ბელგიაში და ჰოლანდიაშია , ამაზე მაგარ საქმეს ვერ გაუკეთებდით საჩხერელებს, დარწმუნებული ვარ ევროპა ლიგას რო თავი დავანებოთ , ეროვნული ლიგის მატჩებიც ზეიმად გადაიქცეოდა, სხვაგვარად როგორ გვინდა განვითარება? რაგახდა პატარა და კოხტა სტადიონების აშენება ქვეყანაში ...
nika
14:53 12-07-2019
0
გაიხარეთ, ნამდვილად გაგვახარეთ, ყოველ წელს სიურპრიზს გვთავაზობთ ქართული ფეხბურთის გულშემატკირებს. გფარავდეთ უფალი, გთხოვთ ყველას, რომ გაითვალისწინოთ წინა წლების გამოცდილება, რომ სახლში თამაში უფრო საპასუხისმგებლოა. თამაში 180 წუთი გრძელდება და გამარჯვებულიც მის შემდეგ ვლინდება.
გიზოგ
14:53 12-07-2019
1

სიახლეები პოპულარული