"ფოლასთან" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში ანგარიშის გამთანაბრებელმა "ჩიხურას" შემტევმა მიშიკო სარდალიშვილმა Sportall.ge-სთან საკუთარ ემოციებზე ისაუბრა:
"ძალიან კარგ ხასიათზე ვართ. რაც მთავარია, გავიმარჯვეთ. შეიძლება "ფოლა" მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გუნდი არაა, თუმცა მაინც რთული თამაში გვქონდა და მგონია, ყველაფერი ჯერ ისევ წინაა.
გატანილი გოლით სასწაულად გახარებული ვარ. ჩემთვის ევროპულ ტურნირებზე პირველი გოლი იყო და ვერც კი გადმოვცემ სიტყვებით, თუ რამდენად გამიხარდა.
მინდა, გულშემატკივრებს მოვუწოდო, რომ მოვიდნენ სტადიონზე, მხარი დაგვიჭირონ, რადგან ეს ჩვენ გვჭირდება და ყველანაირად ვეცდებით, იმედები არ გავუცრუოთ".
"ჩიხურამ" გასვლაზე "ფოლა" დაამაცხა (2:1) და საპასუხო მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა შეიქმნა. მეორე შეხვედრა თბილისში, 17 ივლისს გაიმართება.

ხვიჩა ყაზაიშვილი ლუქსემბურგიდან