ხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივიდან" წასვლის მიზეზი დეტალურად და ობიექტურად განმარტა

AutoSharing Option
18 წლის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის "ლოკომოტივიდან" ყაზანის "რუბინში" გადასვლის შესახებ ისაუბრა.

"ლოკომოტივთან" სრულფასოვან ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები იმ მომენტიდან დაიწყო, რაც ამ გუნდში გადავედი. ე.ი. ზამთრიდან. გასაგებია, იჯარა ეს უფრო დროებითი თანამშრომლობა იყო. მათ ჩემთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება სურდათ, ამიტომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა ხმები დადიოდა.

ჩემპიონატის განახლების შემდეგ "ლოკომოტივმა" 1+3 სისტემის კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ ეს წინადადება მე არ მაწყობდა. ღმერთმა არ ქნას და ტრავმა რომ მიმეღო, კლუბს უფლება ჰქონდა თანამშრომლობა არ გაეგრძელებინა. ასე გამოვიდოდა, რომ ტრავმით და უკლუბოდ დავრჩებოდი.

"რუბინმა" უცბად ხუთწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, ანუ, რაც არ უნდა მოხდეს, აქ გათვალისწინებული ვადის ბოლომდე ვითამაშებ და ნებისმიერი გაურკვევლობა უბრალოდ გამორიცხულია", - ციტირებს კვარაცხელიას Sport24-ი.

altვასილი კიკნაძე: კვარაცხელია სუპერვარსკვლავი უნდა გამხდარიყო - აგენტებმა ფულის გამო წაიყვანეს

altkazanfirst: ხვიჩა კვარაცხელია "რუბინისთვის" სინათლის სხივია

altხვიჩა კვარაცხელია: ყაზანურმა შემოთავაზებამ მომხიბლა, რადგან... [VIDEO]

altნახევარი მლნ კვარაცხელიას, 3 მლნ აგენტს - რუსული მედია ფინანსურ დეტალებზე წერს

altsovsport.ru: ქართველ ვუნდერკინდთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან განშორება შესაძლოა, "ლოკომოტივის" დასასრულის დასაწყისი გახდეს


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
რა შიშით ლაპარაკობ ხო ვერ გაიგებ შენსას ჩემ ლიგას რუბინი ჯობდა?და რისი გეშინია ტრამვაო რო გაიძახი რომელი 32წლის შენ ხარ? ახალგაზრდა ტალანტა კიდე მოგეძებნა წესიერი აგენტი საუბედუროდ დაამთავრებ რუსეთში კარიერას.ღმერთმა ქნას ვცდებოდე
თემური
14 ივლისი 2019 23:08
0
Sheadara vidichi da ivanovichi kvaracxelias saidan gamodixart asetebi ??? Tu moindomebs yvelafris migceva sheizleba magram ase male kontraqtze da tramvaze ro fiqrobs ananidzis variantia iyavi tyuilad da aige xelfasi qartuli mentaliteti neta momescreba odesme krishtianosnairi zilkiani kartveli fexburteli tundac misi naxevari nichit amas ukve 30 celia velodebi
მმმმ
13 ივლისი 2019 23:57
0
ყველაფერში რუსებს ვეტენებით.ტყუილა ვუწყობთ აქციებს. ჩვენ მენტალიტეტით არ ვართ ევროპელები. რუსებმა ეს გადასარევად იციან. ამიტომაც თავზეც გვიშვებიან და ჩვენ მაინც მაგათთან მივძვრებით.
საქართველოში ვინც მენტალურად ევროპელია, ისინი უკვე დიდი ხანია წავიდნენ ქვეყნიდან.
ადმინ არ დაბლოკო ძლივს ავაწყვე.
გიორგი
13 ივლისი 2019 16:55
2
დააჯდა ტობოლის ბუზი
ანტონ პიზდეცოვი
13 ივლისი 2019 13:34
2
აგენტები ურევენ ტვინს ამ პატარა ნიჭიერ ბიჭებს, ძველი ნაცნობობით რუსებთან კარიერას უნგრევენ ტალანტებს, რა უნდოდხა ხვიჩას რუბინში? მაგრამ რო ვერ დაიძღეს ჯიბეები ამ კომინუსტური აზროვნების აგენტებმა, რაგინდა რო ქნა?
ემრე
13 ივლისი 2019 12:57
3
ამხელ კაცს ელემენტარულად ის თუ არ ესმის, სად უნდა ითამაშოს, როცა ასეთი არჩევანი აქვს, გინდა სუპერაგენტი ყავდეს არაფერი არ გამოვა. მოედანზეც აზროვნებაა საჭირო, მარტო ფინტი ვის რად უნდა ჩვენ დროს. კაცმა ასეთი სულელური რამ გააკეთა და კიდევ ვიფიქრე, რაღაცაში იყო საქმე, ხოდა ახსნა სულ მთლად მაგარი იყო :))) ეჰ რა. რათქმაუნდა წარმატებები ხვიჩას, მარა სისულელე სისულელედ რჩება. დიდი სისულელე კიდევ დიდ სისულელედ
გადასარევი გიორგი
13 ივლისი 2019 19:58
0
გეო დინამოს საყურადღებოდ-- ბიჭი იძახის,ლოკოს კონტრაქტი არ მაწყობდაო და შენ ნათქვამის გააზრება არ შეგიძლია? სწორად მსჯელობს ეს ბიჭი და მოუსმინეთ რა...
status quo
13 ივლისი 2019 12:17
11
რომ გავიაზრე იმიტომაც ვიძახი რომ დიდი შეცდომა დაუშვა მეთქი. თუ არა და გამოჩდება, მაჩანჩალა რუბინში ვერც ისე წარმოაჩენს თავს და არც ისეთ დონეზე მიეცემა შესაძლებლობა თამაშის როგორიც ჩემპიონთა ლიგაა. ფეხბურთელები სპეციალურად გადადიან ისეთ გუნდებში რომ ჩემპ.ლიგაზე ითამაშონ, მას კი გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდში მოუწევს თამაში. ახლა შენ დაფიქრდი ცოტათი და იქნებ თვითონ გაიაზრო, თუ რა თქმა უნდა მისი აგენტის ბიძაშვილი არ ხარ.
Geo_Dinamo
13 ივლისი 2019 14:52
1
ფაქტია რომ ხვიჩამ დიდი შეცდომა დაუშვა. ამაში მხოლოდ და მხოლოდ მისი აგენტია დამნაშავე, რომელმაც უფრო მეტი მოინდომა. ლოკოს ამ ეტაპზე რომ ვერ შეედრება რუბინი ეს ხომ ნათელია. თან სიომინი ასე ენდობოდა, იქ ჩემპიონთა ლიგაზე პერესპეკქტივა. რა ვიცი რომელ მოთამაშეს არ უნდა უნდოდეს ლიგაზე თამაში? ძალიან საწყენია ასეთი აგენტები რომ არსებობენ და მომავალს უნადგურებენ ახალგაზდებს.
Geo_Dinamo
13 ივლისი 2019 10:44
2
მიხო ასე საუბარი არ შეიძლება,არასწორი ნათქვამია ვარსკვლავების სასაფლაო! შორს არ წავალ და გეტყვი სად დაიწყეს თამაში კობიაშვილმა?,ყაველაშვილმა?ცხადაძემ?დემეტრაძემ და ასე შემდეგ. უცხოელებს ნუ ჩამომათვლევინებ! რუსეთი მეც არ მევასება მაგრამ სიმართლე მიყვარს!
gigo
13 ივლისი 2019 09:41
1
ვიტსელი,პარედესი,პრომესი!
a
15 ივლისი 2019 13:45
0
ძმურად, დაასახელე.
ირაკლი
13 ივლისი 2019 11:01
1
გასაგებია მისი მიდგომა, მაგრამ ერთი რამეა გასათვალისწინებელი, რუსეთის პრემიერ ლიგა ტალანტების სასაფლაოა, არ მახსოვს იქ ვინმე ვარსკვლავი გამხდარიყოს და ევროპულ, თუნდაც საშუალო გუნდში ეთამაშოს ვინმეს. მართალია ფული იქ ბევრია, მაგრამ პერსპექტივა ფაქტიურად 0, ღმერთმა ჰქნას მე ვცდებოდე და ბიჭმა უმაღლეს მწვერვალებს მიაღწიოს მსოფლიო ფეხბურთში, მაგრამ ეჭვი მეპარება რპლ-იდან ეს შეძლოს
მიხო
13 ივლისი 2019 09:05
2
ვიდიჩი და ივანოვიჩი არ იყვნენ ვარსკვლავები?პირველი მანჩესტერის ლიდერი და კაპიტანი იყო მეორე ჩელსის ერთ-ერთი ლიდერი
Gela
13 ივლისი 2019 10:45
1

სიახლეები პოპულარული