შეთანხმება მიღწეულია - გიორგი აბურჯანია "ტვენტეს" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
როგორც ჰოლანდიური საიტი twenteinsite-ი ადგილობრივ გაზეთ "ტუბანტიაზე" დაყრდნობით წერს, შეთანხმება მიღწეულია და ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ენსხედეს "ტვენტეს" ფეხბურთელი გახდება.

ამავე გამოცემის მიხედვით, ის "სევილიამ" ჰოლანდიურ კლუბში გაანათხოვრა და ფეხბურთელი "ტვენტეში" 2 წლის განმავლობაში დარჩება.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი არაა უცნობი სპორტსმენი "ტვენტეს" დირექტორ ვან ლიუენისთვის, რომელიც ადრე "ანორთოსისის" ტექნიკური დირექტორი იყო.

მისი თქმით, აბურჯანია არის ხიდი დაცვასა და ნახევარდაცვას შორის და ქართველი საყრდენი ჰოლანდიურ გუნდს ამ კვირაში შეუერთდება.

გიორგის აქამდე რუსთავის "მეტალურგში", გორის "დილაში", თბილისის "ლოკომოტივში", ფამაგუსტის "ანორთოსისში", ტარაგონის "ხიმნასტიკში",
"სევილიას" მეორე გუნდსა და "ლუგოში" უთამაშია. აბურჯანია 24 წლის გახლავთ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან მომწონს აბურჯანია, ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც ნორალურ ჩეპიონატში სტაბილური პრაქტიკა ესაჭიროება, ტვენტე ძალიან კაი ვარიანტია, შეიძლაბა იდეალურიც და დიდი იმედი მაქვა გამოვა. ნაკრებიც მარგად იხეირებს. წარმატებები გიორგი!
gionat
15:06 16-07-2019
0
ლუგოს ჯობია
წარმატებები
George
06:15 16-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული