
"ლოკომოტივისა" და "რუბინის" პრესსამსახურები ამ გუნდების მატჩის წინ ერთმანეთს გაეხუმრნენ. ჯერ "ლოკოს" "ტვიტერზე" თავდამსხმელ რიფატ ჟამალეტდინოვის პოსტერი გამოქვეყნდა, რაზეც "რუბინმა" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას სურათით უპასუხა.
კვარაცხელია ბოლო 6 თვის განმავლობაში "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა და "რუბინში" ახლახან გადავიდა.
ამ გუნდების შეხვედრა დღეს, 15 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.