დათა სიჭინავა "რუსთავში" მესამედ დაბრუნდა

AutoSharing Option
ფოტო: fb.com/FCRustavii

ნახევარმცველი დათა სიჭინავა "რუსთავში" 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

სიჭინავა პირველად "რუსთავში" 2016 წელს გადავიდა და ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებულ 49 შეხვედრაში 42 გოლი გაიტანა. თუმცა, ეროვნულ ლიგაში გადასვლის შემდეგ რუსთაველთა რიგებში მხოლოდ 1 შეხვედრა ჩაატარა და მარტვილის "მერანში" გადავიდა. შემდეგ ისევ დაუბრუნდა "რუსთავს", ეროვნულ ლიგაში 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

ბოლოს დათა სიჭინავა ეროვნულ ლიგა 2-ში "ცხინვალის" შემადგენლობაში თამაშობდა და 14 თამაშში 7 გოლი გაიტანა.

ახლა კი "რუსთავს" შეუერთდა და გუნდთან ერთად ვარჯიშიც დაიწყო.

მომზადებულია
facebook.com/FCRustavi-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული